თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2016, 10:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5490,
კომენტარები: 13
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მატჩის პრევიუ.
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-6 რაუნდი, გადათამაშება
თარიღი: ოთხშაბათი, 13 აპრილი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
მატჩის დასაწყისი: 22:00, (ჩვენი დროით)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


ტრავმირებულები: კოლინზი, ჯენკინსონი, ბაირამი, საკო,
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: Adrian, Randolph, O'Brien, Ogbonna, Cresswell, Oxford, Noble, Kouyate, Song, Obiang, Moses, Lanzini, Payet, Antonio, Valencia, Carroll, Emenike, Sakho.

"ჩაქუჩების" რიგებში ვერ ითამაშებს დიაფრა საკო, სლავენ ბილიჩი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა და ერთი კვირას იუქმებს.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, იანუზაი უ.კინი,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ფოსუ-მენსა
განაცხადი:De Gea, Romero, J Pereira, Darmian, Riley, Rojo, Varela, Valencia, Love, Borthwick-Jackson, Fosu-Mensah, Jones, Blind, Smalling, Poole, McNair, Schneiderlin, Herrera, Rothwell, Fellaini, Carrick, Weir, A Pereira, Lingard, Januzaj, Depay, Martial, Rashford
კაპიტანმა უეინ რუნიმ ორშაბათს რეზერვისტთა შემადგენლობაში ითამაშა. შემადგენლობას უბრუნდება ფილ ჯონსი, ხოლო მატჩში ახალგაზრდა ფოსუ-მენსას მონაწილეობა საეჭვოა.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე–6 ადგილი, 52 ქულა (პრემიერ ლიგა


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-ფ-ფ-ფ-ფ


სახლში "არსენალთან" ნათამაშები ფრის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

"ვესტ ჰემმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში ფრე ითამაშა.

"ჩაქუჩებმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 24 მატჩში მხოლოდ 2 წააგეს- 10 მოგება, 12 ფრე, 2 წაგება.

ინგლისის თასი

"ვესტ ჰემი" ინგლისის თასის სამგზის მფლობელია - 1964, 1975 და 1980 წლებში.

"ჩაქუჩები" ორჯერ დამარცხდნენ ტურნირის ფინალში - 1923 და 2006 წლებში.

უკანასკნელად ტურნირის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

2011 წლის შემდეგ "ვესტ ჰემი" პირველად გავიდა ინგლისის თასის მეოთხედფინალში.

მიმდინარე სეზონის გათამაშებაში მესამე რაუნდში "ვულვერჰემპტონს" სძლიეს 1-0, მეოთხე რაუნდში გადათამაშებაში დაამარცხეს "ლივერპული" 2-1, ხოლო მეხუთე რაუნდში "ბლექბერნი" 5-1 გაანადგურეს.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 53 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): წ-ფ-ფ-მ-მ-წ


გასვლაზე "ტოტენჰემთან" წაგების შემდეგ გუნდი პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

ინგლისის თასი

ინგლისის თასი 11-ჯერ მოიგეს ("არსენალის" შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგი), უკანასკნელად 2004 წელს, როცა "მილენიუმზე" "მილუოლს" 3-0 სძლიეს.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე-6 რაუნდში "არსენალთან" "ოლდ ტრაფორდზე" მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ დაასრულეს.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში "იუნაიტედმა" "შეფილდ იუნაიტედი" დაამარცხა 1-0 უეინ რუნის მიერ გატანილი თეთმეტმეტრიანი დარტყმით, მე-4 რაუნდში გასვლაზე "დერბი ქაუნთის" სძლია 1-3, ხოლო მე-5 რაუნდში "შრუსბერის" 3-0.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასის მე-6 რაუნდში პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო ორი მატჩი წააგო ერთნაირი ანგარიშით 1-2 - 2014 "სუონსისთან", 2015 წელს "არსენალთან".

"იუნაიტედმა" "აპტონ პარკზე" ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში მხოლოდ 2 წააგო.

"წითლებმა" ინგლისის თასზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ლუი ვან გაალმა ინგლისის თასზე ჩატარებული 9 შეხვედრიდან 6 მოიგო - 6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: პაიე - 12 გოლი (9 ლიგაში)

დიმიტრი პაიემ "ვესტ ჰემის" მიერ ყველა ტურნირზე გატანილ 23 გოლში მიიღო მონაწილეობა - 12 გოლი, 11 საგოლე გადაცემა - 13-თ მეტი, ვიდრე "ვესტ ჰემის" ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი – 14 გოლი (7 ლიგაში).

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 131-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 61-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ვესტ ჰემმა" 42-ჯერ, ხოლო 28 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ჩაქუჩებს" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო 9 მატჩში არ მოუგიათ (8 მოგება, 1 ფრე).

ინგლისის თასზე

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ. ორივე გუნდმა 4-4 გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა, რასაც გადათამაშება მოჰყვა.

ინგლისის თასზე გუნდები კენჭისყრის შედეგად 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თითოეული კლუბი ორ-ორჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე, წარმატებები კი გუნდებმა მონაცვლეობით იზეიმეს.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ვესტ ჰემი"

5 დეკემბერი, 2015 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-1 "ვესტ ჰემი"

ინგლისის თასის მე-6 რაუნდი

13 მარტი, 2016 წელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მარსიალი 83'
გოლი "ვესტ ჰემის" რიგებში: პაიე 68'

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა როჯერ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩი განსაჯა, 92 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ადრიან ჰოლმსი, პიტერ კირკუპი
სათადარიგო არბიტრი: ნილ სუორბრიკი
მატჩის წინ
13 კომენტარი
№11
ავტორი: zeg
13 აპრილი 2016 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Dges vagebt da gaali midis,gigzi inishneba droebit mwvrtnelad
0
№12
ავტორი: bastian777
13 აპრილი 2016 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ნეტა წააგონ 4-0 რო სამუდამოდ გაა............ ამ სირმა, კი წააგებენ მარა დიდი ანგარიშით კაი იქნებოდა
0
№13
ავტორი: G_G_M_U
13 აპრილი 2016 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
მემფის შანსი აუცილებლად უნდა მისცეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top