მიჭირს წერა. მძიმე დამარცხებიდან მხოლოდ რამდენიმე საათი გავიდა. წაგება, რომელიც იარას გიტოვებს. ნებისმიერს გუაჭირდებოდა შვიდ წუთში სამი გოლის გატანა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე ყველაფერი რიგზე იყო. სამართლიანობის გულისთვის შევნიშნავ, რომ პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. კარგად დავიწყეთ, მათ კი შესვენების მოახლოებისას მოუმატეს. თუმცა პირველი გოლი ძალიან მტკივნეული გამოდგა და მოწინააღმდეგ ამით სრულყოფილად ისარგებლა.
კარგია, რომ მომდევნო შეხვედრა ძალიან მალე, ოთხშაბათს გვაქვს. ეს გუნდს მალე დაავიწყებს იმას, რაც "უაით ჰარტ ლეინზე" მოხდა და ახლა მხოლოდ "ვესტ ჰემთან" თამაშზე ვფიქრობთ. ფაქტიურად, ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ჩვენთვის და მისთვის მომზადებისას განწყობას ვერ გავიფუჭებთ. პირიქით, უნდა ვხვდებოდეთ, რომ "ბოლეინ გრაუნდზე" შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება "უემბლიზე" მოხვედრისა და გულშემატკივართათვის იმის ჩუქებისა, რასაც იმსახურებენ: ამ სეზონში სიხარულის მიზეზის.
შემდეგ კი, "ოლდ ტრაფორდზე" "ასტონ ვილას" ვეთამაშებით. ეს სეზონის ერთ-ერთი ბოლო საშინაო მატჩი იქნება. მაგრამ ახლა მხოლოდ ინგლისის თასის გადათამაშებით მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
ახლა კი არასაფეხბურთო თემებზე. მინდა მოგიყვებთ მოკლემადრაჟიან ფილმ El mundo de Mao-ზე ("მაოს ცხოვრება"), რომელშიც მონაწილეობა მივიღე. ეს ფილმი Human Rights-ის მეთოთხმედე კინოფესტივალის რანგში მადრიდში გასულ პარასკევს აჩვენეს. მასში მოთხრობილია მაოს, უგანდას ერთ-ერთი შვილის შესახებ, რომლის ბავშვობაც საომარი კონფლიქტის ქვეშ მიმდინარეობს. როგორც ყოველთვის ვამბობდი, სპორტის დიდებული ძალა იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ სამსაყარო გაუმჯობესდეს ან იმათ მაინც დავეხმაროთ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის.
კარგ კვირას გისურვებთ. მოდით, მალე დავივიწყოთ ის კოშმარული შვიდი წუთი და მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ. სეზონის მაქსიმალურად მაღალ ნოტაზე დასრულებას ვეცდებით. გზას განვაგრძნობთ.