თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2016, 16:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3953,
კომენტარები: 13
"უემბლიზე" თამაში გვსურს
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,

მიჭირს წერა. მძიმე დამარცხებიდან მხოლოდ რამდენიმე საათი გავიდა. წაგება, რომელიც იარას გიტოვებს. ნებისმიერს გუაჭირდებოდა შვიდ წუთში სამი გოლის გატანა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე ყველაფერი რიგზე იყო. სამართლიანობის გულისთვის შევნიშნავ, რომ პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. კარგად დავიწყეთ, მათ კი შესვენების მოახლოებისას მოუმატეს. თუმცა პირველი გოლი ძალიან მტკივნეული გამოდგა და მოწინააღმდეგ ამით სრულყოფილად ისარგებლა.

კარგია, რომ მომდევნო შეხვედრა ძალიან მალე, ოთხშაბათს გვაქვს. ეს გუნდს მალე დაავიწყებს იმას, რაც "უაით ჰარტ ლეინზე" მოხდა და ახლა მხოლოდ "ვესტ ჰემთან" თამაშზე ვფიქრობთ. ფაქტიურად, ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ჩვენთვის და მისთვის მომზადებისას განწყობას ვერ გავიფუჭებთ. პირიქით, უნდა ვხვდებოდეთ, რომ "ბოლეინ გრაუნდზე" შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება "უემბლიზე" მოხვედრისა და გულშემატკივართათვის იმის ჩუქებისა, რასაც იმსახურებენ: ამ სეზონში სიხარულის მიზეზის.

შემდეგ კი, "ოლდ ტრაფორდზე" "ასტონ ვილას" ვეთამაშებით. ეს სეზონის ერთ-ერთი ბოლო საშინაო მატჩი იქნება. მაგრამ ახლა მხოლოდ ინგლისის თასის გადათამაშებით მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

ახლა კი არასაფეხბურთო თემებზე. მინდა მოგიყვებთ მოკლემადრაჟიან ფილმ El mundo de Mao-ზე ("მაოს ცხოვრება"), რომელშიც მონაწილეობა მივიღე. ეს ფილმი Human Rights-ის მეთოთხმედე კინოფესტივალის რანგში მადრიდში გასულ პარასკევს აჩვენეს. მასში მოთხრობილია მაოს, უგანდას ერთ-ერთი შვილის შესახებ, რომლის ბავშვობაც საომარი კონფლიქტის ქვეშ მიმდინარეობს. როგორც ყოველთვის ვამბობდი, სპორტის დიდებული ძალა იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ სამსაყარო გაუმჯობესდეს ან იმათ მაინც დავეხმაროთ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის.

კარგ კვირას გისურვებთ. მოდით, მალე დავივიწყოთ ის კოშმარული შვიდი წუთი და მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ. სეზონის მაქსიმალურად მაღალ ნოტაზე დასრულებას ვეცდებით. გზას განვაგრძნობთ.

გეხვევით, ხუანი
მატას ბლოგი
13 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 აპრილი 2016 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მძიმე თამაში იქნება, თუმცა არაუშავს, მთავარია ზურგს უკან მეტი ჩარბენები გავაკეთოთ derphappycry
0
№12
ავტორი: temo-scholes
12 აპრილი 2016 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: ვახო ( G G M U)
მძიმე თამაში იქნება, თუმცა არაუშავს, მთავარია ზურგს უკან მეტი ჩარბენები გავაკეთოთ derphappycry

საღოლ ძმა... wink
0
№13
ავტორი: depay7
12 აპრილი 2016 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: depay7
ROJO DAIABOLO NAXE?

აი სურათი.

აი "სიტის" კალენდარი: "ჩელსი" (გ) "სტოკი" (ს), "საუთჰემპტონი" (გ), "არსენალი" (ს), სუონსი (გ)

მადლობა მაგრამ რატო არ იწერს რატო არ იტვირტება კომპზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top