თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3252,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "ტოტენჰემს" ბოდიშს ვუხდი"
ვან გაალმა "დეზების" ხელმძღვანელობას ბოდიში მოუხადა.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა ბოდიში მოუხადა "ტოტენჰემს" იმის გამო, რომ "უაით ჰარტ ლეინზე" მუშაობას "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა ამჯობინა.

ვან გაალის თქმით, 2014 წელს "ოლდ ტრაფორდზე" ვაკანტური ადგილის დაკავებამდე "ტოტენჰემში" მუშაობას აპირებდა.

ჰოლანდიელი ახლოსაც კი არ არის იმ წარმატებასთან, რომელსაც "აიაქსთან", "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად აღწევდა, ხოლო მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემი" სულ უფრო და უფრო ძლიერდება.

ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა "იუნაიტედთან" შეხვედრაში, როცა დელე ალიმ, ტობი ალდერვეირელდმა და ერიკ ლამელმაც ექვს წუთში სამი გოლი გაიტანეს და "წითელი ეშმაკები" 3-0 გაანადგურეს.

ლონდონში განცდილი მარცხი ნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე დაკარგა ჩემპიონობის ყოველგვარი შანსი, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ლესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა.

ნატჩის შემდგომ ვან გაალს ჰკითხეს, ხომ არ ნანობდა "ტოტენჰემისთვის" უარის თქმას და სამუშაოდ "იუნაიტედში" გადასვლას, რაზეც მწვრთნელმა უპასუხა: "ვფიქრობ, "ტოტენჰემს" ბალანსში ჯერ კიდევ ვჯობნით. თქვენ კი ერთი მატჩის შემდეგ მეკითხებით, ის უფრო დიდი გამოწვევა იყო თუ არა?

უფრო დიდი გამოწვევა უფრო დიდ კლუბშია. "ტოტენჰემი" მომწონდა და დანიელ ლევიმ ეს იცის, მაგრამ მე დიდი გამოწვევები მომწონს და "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო დიდი კლუბია.

"ტოტენჰემს" ბოდიშს ვუხდი, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის უფრო დიდი კლუბი იქნება და სამწუხაროა, რომ ამაში დაეჭვების საფუძველი მხოლოდ 3-0 წაგებამ მოგცათ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
11 აპრილი 2016 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
და ტოტენჰემში რო ემუშავა მანდ იზავდა რამეს.?
ისე სიტის შედეგით ბედნიერია ტოტენჰემს ბოდიშს უხდის და ჩვენ derpwhy
0
№2
ავტორი: Mike
11 აპრილი 2016 12:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ტოტენჰემს კი არა "იუნაიტედის: გულშემატკივრებს მოგვიხადე ბოდიში და გააააააჯვი აქედან რა
0
№3
ავტორი: chester
11 აპრილი 2016 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Aq admini general she xo xhar brat? Da ramainteresebs momxmareblis potos gadmowera tu sheizleba
0
№4
ავტორი: Mufc7
11 აპრილი 2016 13:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ტოტენჰემს" ბოდიშს ვუხდი, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის უფრო დიდი კლუბი იქნება და სამწუხაროა, რომ ამაში დაეჭვების საფუძველი მხოლოდ 3-0 წაგებამ მოგცათ

3d_12
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Lady in red
11 აპრილი 2016 13:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
რა დავაშავეთ ასეთი ამის ხელში როა გუნდი,ეს ისე დაამთავრებს გულშემატკივრები ჩაქოლავენ და მერე ხელმძღვანელობაც ხო გამოშტერდა და ისინიც ძეგლს დაუდგამენ თავი გაწირა გუნდისთვისო
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 აპრილი 2016 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ის დღე დაიქცეს, როცა ტოტენჰემს უარი უთხარი და მანჩესტერში მოხვედი recourse
0
№7
ავტორი: RojoDiablo
11 აპრილი 2016 15:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ახლახან მოიუღია შეტყობინება, სადაც "ტოტენჰემის" ფანები უხდიან მადლობას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
11 აპრილი 2016 15:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აღარ დარჩა მაგ დიდი კლუბისგან არაფერი. ჯერ მოისმა და ეხლა ამან ვაბშე დააასამარა
0
№9
ავტორი: shotkin
11 აპრილი 2016 17:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: General
აღარ დარჩა მაგ დიდი კლუბისგან არაფერი. ჯერ მოისმა და ეხლა ამან ვაბშე დააასამარა

ხო და მოიესისთვის მაინც მიეცათ ა,დენი დრო დარწმუნებული ავრ უკეთესი იქნებოდა და ესეთი უაზრო ტრანფერები არიქნებოდა
0
№10
ავტორი: Memphis_Depay
11 აპრილი 2016 18:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ერთი წუთით რაა ... მოიესმა მეოთხედფინალამდე გაიყვანა გუნდი და არ შერცხვენილა ბაიერნთან ... ეს რეებს შვება კაით რა?! ამდენი ხანი რო მოიესისთვის მიეცათ დარწმუნებული ვარ შეძლებდა უკეთესი შედეგის დადებას ... ბოლო ბოლო ფერგიუსონმაც ეგრე დაიწყო.... მაგრამ ვან გაალი რასაც შვება გუნდის 0-ზე დაყვანაა და სხვა არაფერი ... მოიესის დროს იყო რაღაც იმედის მომცემი და ეხლა მხოლოდ რაშფორდი,ფოსუ-მენსა ან მარსიალი მაძლევს იმედს... დეპაიც თქო მინდოდა მეთქვა,მაგრამ ვერ ვხვდები ზუსტად გვჭირდება თუ არა .
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top