თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2016, 12:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4109,
კომენტარები: 12
მოურინიო ჭორებს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მოურინიო ჭორებს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ გარანტიას იძლევა, ზაფხულში აუცილებლად დაუბრუნდება მწვრთნელის საქმიანობას.

პორტუგალიელი სპეციალისტი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია. 53 წლის მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის "ჩელსი" იყო, მისი დატოვების შემდეგ კი მოურინიოს სახელს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალს".

"შემიძლია, თითქმის გარანტია მოგცეთ, რომ სამუშაოს ზაფხულში დავუბრუნდები. მაგიდაზე კარგი შემოთავაზებები მაქვს.

მხოლოდ დაფიქრება, კარგ გადაწყვეტილებამდე მისვლა და მისი განხორციელება დარჩა. ზაფხულში, ამ სეზონის ბოლოს, ყველას ეცოდინება ჩემი მომდევნო კლუბის სახელი",
- განაცხადა მოურინიომ.

თუმცა ჟოზეს არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვისგან აქვს შეთავაზება, მაგრამ იცის, როგორ კლუბში იმუშავებს.

"ერთი რამ ნათელია, მე არ ვიმუშავებ "ეშტორილში" ან "პაკუშში", რადგანაც მათ შესანიშნავი სეზონი აქვთ და მწვრთნელს არ გამოიცვლიან.

ჩემს იდეებს იქ მივიტან, სადაც ის სჭირდებათ. მინდა იქ ვიყო, სადაც ვჭირდები.

ჩემი ენერგიის აღდგენაზე დახარჯული რამდენიმე თვის შემდეგ, მზად ვარ, გავიღო ყველაფერი, რაც უნდა გავიღო.

მინდა ვიმუშაო კლუბში, რომელსაც პატივს სცემენ, რთულ ჩემპიონატში, სადაც არ არიან სუსტი ობიექტები. ეს კი ბევრ არჩევანს არ მიტოვებს".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აპრილი 2016 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"მინდა ვიმუშაო კლუბში, რომელსაც პატივს სცემენ, რთულ ჩემპიონატში, სადაც არ არიან სუსტი ობიექტები. ეს კი ბევრ არჩევანს არ მიტოვებს" - სხვა რაღა თქვას 3d_7
0
№2
ავტორი: GeorgeBest
9 აპრილი 2016 12:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრი ეწინააღდეგება ამის მოსვლას და გასაგებიცაა რატოც. გარანტიას ვერავინ გვაძლევს რომ აუცილებლად გაამართლებს და დააბრუნებს გუნდს. შეიძლება ვან გაალზე უარესიც აღმოჩნდეს. პირადად მე არასდროს მომწონდა ამის ფეხბურთი, თუმცა ამ ეტაპზე ამის იქით გამოსავალს ვერ ვხედავ. მერჩივნა უფრო ახალგაზრდა მოსულიყო და ის ტრადიცია გაეგრძელებინა რომლითაც ესე ამაყობს გულშემატკივარი, მარა არავინაა ეგეთი.

გიგზი მაშინ გამიხარდებოდა როცა ვან გაალის დაწყებული გუნდის შენებას გააგრძელებდა, თუმცა რომელ გუნდის შენებაზეა საუბარი დედა მოუ**** ყველაფერს. არ აქვს გამოცდილება და დიდი ექსპერიმენტია გიგზისთვის გუნდის ჩაბარება, შეიძლება მეორე ფერგიუსონიც გაიჩითოს და უფრო დიდი შედეგებიც კი დადოს, მაგრამ ამის შანსი ძალიან მცირეა. ბევრმა ზიდანის მაგალითიც მოიყვანა, თუმცა გდახედეთ ზიდანის რეალს და მერე შეხედეთ ფელაინებით სავსე იუნაიტედს, მგონი დიდი სხვაობაა.

მოურინიო საუკეთესო ვარიანტია თავის ავტობუსით, სხვა გზას ვერ ვხედავ მე.

აქ ყველაფერი იდეალურადაა განხილული
0
№3
ავტორი: Lady in red
9 აპრილი 2016 12:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
არ მიყვარს მოურინიო და ვერც წარმოვიდგენდი თუ ოდესმე იუნაიტედში იმუშავებდა,მაგრამ აქ უკვე გუნდზეა ლაპარაკი და ექსპერიმენტების დრო ნამდვილად აღარ არის,რაც დრო გადის გუნდი უკან იწევს, თუ ჩვენთან მოვა თავს ვერავინ დადებს რომ გაამართლებს,მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის,გიგზი კარგი იქნება ოღონდ სამომავლოდ ეხლა ახალი გუნდია შესაქმნელი და გამოცდილი სპეციალისტია საჭირო,ასე რომ ჩვენთან თუ მოდის წარმატებებს ვუსურვებ და იმედია გაგვახარებს ტიტულებით
0
№4
ავტორი: ნიკუშა
9 აპრილი 2016 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
მარინიო კარგი იქნება მანჩესტერში კარგი მწვრთნელი იქნება
0
№5
ავტორი: bastian777
9 აპრილი 2016 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
სანამ გუნდი არ გასუფთავდება არაფერი არ ეშველება ვინც არ უნდა მოვიდეს, ROJO, JONES, FELAINI, BLIND, CARICK, DARMIAN, MATA. აი ეს სასტავი უნდა წავიდეს. CARVAJAL, HUMELS, JAMES RODRIGEZ, LUKAKU, ამათი ყიდვა შესაძლებელია და დაიბრუნებს გუნდი ძველ დიდებას.
0
№6
ავტორი: old-trafford
9 აპრილი 2016 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
მანჩესტერის პრობლემა უმეტესად არა სათამაშო სტილშია, არამედ მენტალიტეტში. მახსოვს მანჩესტეეის სახელი თავზარს სცემდა ყველასრატომ? გასახდელში ფერგი გლიჯავდა ყველაფერს და მოედანზე კინი..სხვას კი არა, თვითონ ბევრ იუნაიტედის მოამაშეს ეშინოდა. იცოდნენ რო მიედანზე თუ ვერ ივარგებდნენ, გასახდელში მოიტყ..ნენ. ეხლა გუნდში არც როი კინისნარი ლიდერი არ გყავს და მწვრთნელს აღარც დავახასიათებ...გუნდს მოტივატორი-დესპოტი-ტაქტიკოსი ტრენერი ჭირდება, სხვაგვარად ფერგი ბრაუნებით, ფორჩუნებით, ოშეათი და ველბეკებით. ჩემპიონატს ვერ მოიგებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ C:\Users\a.chelidze\Desktop\f8553f6bf28fb4cae6ec159eca365802.gif
№7
ავტორი: Best 7
9 აპრილი 2016 15:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მოვიდეს გაამართლებს უეჭველი ვიცი
0
№8
ავტორი: Svanii
9 აპრილი 2016 16:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
ციტატა: ვახო ( G G M U)
"მინდა ვიმუშაო კლუბში, რომელსაც პატივს სცემენ, რთულ ჩემპიონატში, სადაც არ არიან სუსტი ობიექტები. ეს კი ბევრ არჩევანს არ მიტოვებს" - სხვა რაღა თქვას 3d_7

mec egreve rowavikitxe namioki miaca woodwords :D
0
№9
ავტორი: Memphis_Depay
9 აპრილი 2016 17:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მეტი რაღა თქვას wink ფაქტიურად გვითხრა ოლდ ტრაფორის წინ გაჩერებაზე დამხვდითო wink
0
№10
ავტორი: MANUTD1878
9 აპრილი 2016 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
***ას

გ ა ა ჯ ვ ა ს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top