თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3336,
კომენტარები: 14
"იუნაიტედს" "ლესტერის" დუეტის შეძენა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ლიდერი გუნდის დუეტით დაინტერესდა.
"ლესტერ სიტის" ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეთა სიაში მოხვდა.

"წითელი ეშმაკები" ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას ცდილობენ და მედია იტყობინება, რომ პრემიერ ლიგის ლიდერი გუნდის ფეხბურთელი სასურველ კანდიდატთა სიაში ლიდერობს.

დინამიურ კანტეს მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი როლი აკისრია "ლესტერის" წარმატებაში და დავალებას შესანიშნავად ართმევს თავს.

ფრანგის შეძენა "არსენალსაც" სურს, მაგრამ დავაში "იუნაიტედი" ლიდერობს.

"მელიების" კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლითაც "იუნაიტედი" ინტერესდება, რიად მარეზია.

ტექნიკური ვინგერი კლაუდიო რანიერის გუნდის წამყვან ფეხბურთელად იქცა და ტოპ-კლუბების ყურადღებაც მიიპყრო. ალჟირელმა მიმდინარე სეზონში 16 გოლი გაიტანა.

"ლესტერმა" მარეზი 2014 წელს £400,00 შეიძინა და კლუბი მასში ახლა 25 მლნ. ფუნტს ითხოვს. "იუნაიტედი" კი მზად არის, "ლესტერის" მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lee Sharpe
14 აპრილი 2016 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მოითხოვენ ეხლა თითოში 40 მილიონს

ყველა უდედოდ გაზრდილი ჩვენ რატო უნდა დაგვიკავშირონ დაილია მაღAლი დონის ფეხბურთელები ვისაც ლიგაზე თამაშის გამოცდილებაც აქვს, და დიდ გუნდში გადასვლაც თავში არ აუავრდებაა
ნაკლებად მაინტერესებს გოლს პლიუს საგოლე გადაცემის სისტემით მარეზს რა შედეგი აქვს ან კანტეს მარგი ქმედების კოეფიციენტი და დაფარული მანძილი ,ერთი სეზონი ითამაშეს სულ მაღალ დონეზე, და ვნახოთ შემდეგ სეზონში რას გაახერხებენ

დრინქოუთერს და სიმპსონსაც მოვუხადოთ ბოდიში თავის დროზე რომ გავუშვით და მოვიყვანოთ ეგენიც ბარემ
0
№2
ავტორი: Iunaitedi
14 აპრილი 2016 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
no
0
№3
ავტორი: datonuc
14 აპრილი 2016 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 91
მაჰრეზის რას ერჩი? რომელი ჯობია ლინდგარდი ვალენსია თუ იანგი? :D
0
№4
ავტორი: Iunaitedi
14 აპრილი 2016 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: datonuc
მაჰრეზის რას ერჩი? რომელი ჯობია ლინდგარდი ვალენსია თუ იანგი? :D

რაა შენ იანგის ჩარბენები არ მოგეწონა.? wink იცი რამდენს ნიშნავს ეს wink
0
№5
ავტორი: Memphis_Depay
14 აპრილი 2016 15:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
რატომღაც არცერთი არ მინდა ამ წუთას ... ლუკაკუ და მოურას დათრევა მინდა მაგრად ზატო !!! აი ეგ ორი რო მოიყვანონ შეტევის პრობლემა საბოლოოდ მოიხსნება და დაცვაში რავი... დიდად პრობლემური არაა ჩემი აზრით
0
№6
ავტორი: Malboro463
14 აპრილი 2016 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
არცერთი არა საჭირო. ლალანას,შნეიდერლინის ბედს გაიზიარებენ დიდ გუნდში ვერ ქაჩავენ
0
№7
ავტორი: Memphis_Depay
14 აპრილი 2016 15:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ციტატა: Malboro463
არცერთი არა საჭირო. ლალანას,შნეიდერლინის ბედს გაიზიარებენ დიდ გუნდში ვერ ქაჩავენ

შნეიდერლინს გოლების გატანას სთხოვ?! ამ წუთას მაგაზე კარგი საყრდენი არც გვყავს და მალე კიდევ უფრო კარგი გახდება ... გამოცდილება აკლია ... მაგრამ ჩემი აზრით,რომ შნეიდერლინი და მარსიალი ზაფხულის საუკუთესო შენაძენებია...
0
№8
ავტორი: RojoDiablo
14 აპრილი 2016 16:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასეთი რამეები ყოველთვის სარისკოა რა. პატარა გუნდში შეიძლება იყო ლიდერი იმიტომ, რომ იქ კონკრეტულ ფეხბურთელზე აგებენ თამაშს და სულ სხვა ტაქტიკაა. დიდი გუნდი კიდევ სხვა ფეხბურთს თამაშობს, რომელშიც უფრო მეტი ფიქრი და ინსტინქტია საჭირო. იმას არ ვამბობ, რომ ამათ ფიქრი არ შეუძლიათ, მაგრამ ჯერ მაინც ნაადრევია ასე უცებ ბარსაში და რეალში ამათ გადასვლაზე ლაპარაკი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: GeorgeBest
14 აპრილი 2016 16:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენ ვინგერები საერთოდ არ გვყავს, ამას ყოლა არ ქვია და თუ ჯობნაზე მიდგა საქმე მაშინ დინამოდან დაითრიონ ვინმე იაფად გამოვლენ, ლიგარდს მაინც აჯობებენ

მაჰრეზზე ბევრი გუნდი ინადირებს მარა არ მგონია აქ გაამართლოს, აი კანტე მაგრად მომწონს, თუმცა შნეიდერლინიც ძალიან მაგარ სეზონებს დებდა, აქ რაც მოვიდა ფელაინის გაუმჯობესებული ვარიანტია, ძალიან ცუდად გამოიყურება ბოლო დროს მითუმეტეს
0
№10
ავტორი: zeg
14 აპრილი 2016 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
მაჰრეზი უკვე დონეა.24მილიონიც არაფერია რო დაფიქრდე მამენტ თან ახალგაზრდაა. ერთი კიდე -ვიღაცა იტყვის და მერე აიტაცებენ ბევრი თითქოს განსხვავებული აზრი არ არსებობს ისეთი შთაბეჭდილებაა,მაგალითად რა გ.ა.უ.ტ.რ.ა.კ.ე.თ ვალენსიას,კერიკს. ერთს საერთოდ არ უთამაშია და რას ითხოვთ,მეორე დაცვაში ყავს და თან ბებერია და რა ქნას.თამაშები ვინც უნდა მოიგოს და გუნდის ძრავი იყოს ან გოლებს იტანდეს იმაზე არაფერი ისმის.ესენი რო არ იყვნონ გუნდში რამე შეიცვლება ან როდის ყოფილან ეს ორი მანჩესტერის მთავარი ძალა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top