"ლესტერ სიტის" ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეთა სიაში მოხვდა.
"წითელი ეშმაკები" ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას ცდილობენ და მედია იტყობინება, რომ პრემიერ ლიგის ლიდერი გუნდის ფეხბურთელი სასურველ კანდიდატთა სიაში ლიდერობს.
დინამიურ კანტეს მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი როლი აკისრია "ლესტერის" წარმატებაში და დავალებას შესანიშნავად ართმევს თავს.
ფრანგის შეძენა "არსენალსაც" სურს, მაგრამ დავაში "იუნაიტედი" ლიდერობს.
"მელიების" კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლითაც "იუნაიტედი" ინტერესდება, რიად მარეზია.
ტექნიკური ვინგერი კლაუდიო რანიერის გუნდის წამყვან ფეხბურთელად იქცა და ტოპ-კლუბების ყურადღებაც მიიპყრო. ალჟირელმა მიმდინარე სეზონში 16 გოლი გაიტანა.
"ლესტერმა" მარეზი 2014 წელს £400,00 შეიძინა და კლუბი მასში ახლა 25 მლნ. ფუნტს ითხოვს. "იუნაიტედი" კი მზად არის, "ლესტერის" მოთხოვნა დააკმაყოფილოს.