თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2016, 08:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3140,
კომენტარები: 12
სუნესი: "იუნაიტედი" ახალგაზრდებს ზედმეტად ენდობა"
გრემ სუნესი კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდებს.
სუნესი:
Sky Sports-ის ექსპერტი გრემ სუნესი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ფეხბურთელების ხარჯზე წარმატების მიღწევის იმედად არ უნდა იყოს.

ლუი ვან გაალის გუნდმა "ევერტონი" "ოლდ ტრაფორდზე" 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი მატჩით ადრე მეოთხე ადგილზე მყოფ "სიტისთან" ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

ენტონი მარსიალმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დაწყებიდან 9 წუთის შემდეგ გაიტანა და ეს გოლი ფრანგისთვის პრემიერ ლიგაში მერვე გამოდგა.

შოტლანდიელ ექსპერტს კი მიაჩნია, რომ მიუხედავად ფაქტებისა, "იუნაიტედმა" სამომავლოდ ახალგაზრდებზე არ უნდა დაამყაროს იმედი.

"დამაჯერებლად და სტადიონზე შეკრებილი 70 ათასი ადამიანისთვის საკმაოდ სანახაობრივად არ თამაშობდნენ.

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ "იუნაიტედი" 23 წლის ლინგარდს, 20 წლის მარსიალსა და 18 წლის რეშფორდს ეყრდნობა.

ჩვენ ვსაუბრობთ "მანჩესტერ იუნაიტედზე", მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბზე და სწორედ ამ ბიჭებს უხდებათ გუნდის გადარჩენა ერთი მეორის მიყოლებით.

მარსიალი - გუნდის საუკეთესო ბომბარდირია პრემიერ ლიგაში რვა გატანილი გოლით. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია ოთხთაგან, მათი მთავარი იმედი კი არის ფეხბურთელი, რომელმაც 10 გოლზე ნაკლები გაიტანა.

ჩვენ ვლაპარაკობთ რვა გოლის ავტორ 20 წლის ბიჭზე, რომელიც მათი საუკეთესო ბომბარდირია. აი რამდენად სერიოზული პრობლემები აქვთ. ასეთი გუნდის საუკეთესო ბომბარდირის შედეგი სეზონის ბოლოს სამჯერ ან ოთხჯერ უკეთესი უნდა იყოს",
- განაცხადა სუნესმა.

მიუხედავად არცთუ სანახაობრივი ფეხბურთისა, "ევერტონის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შედეგად "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას კვლავ აგრძელებს.

"ეს ადვილი არ არის, მაგრამ შედეგს მაინც მიაღწიეს და ვფიქრობ, გასახდელში თვლიან, რომ ახლა ხარისხს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ ისეთივე იყო, როგორიც სეზონის უმეტეს ნაწილში.

ახლა ქულების აღება უფრო მნიშვნელოვანია და ამას აკეთებენ. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მათთვის აუცილებელია, მით უმეტეს, მწვრთნელისთვის".


წყარო: skysports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Ashley Young
7 აპრილი 2016 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ჩმ.ლიგაზე მოხვედრის შანსი არაა!!!))) ფულით არ კეთდება ფეხბურთი!!!
0
№2
ავტორი: RojoDiablo
7 აპრილი 2016 09:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Ashley Young
ჩმ.ლიგაზე მოხვედრის შანსი არაა!!!))) ფულით არ კეთდება ფეხბურთი!!!

სიტიმ არ წაიკითხოს ეს კომენტარი, იანგ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Lee Sharpe
7 აპრილი 2016 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
რაო გრემ აგეწვა? ახლაც გხმარობთ მთელ ლივერპულს და მომავლის პერსპექტივაშიც მოჩანს ხო ahahaha გაუტყდა ჭ კლასის დონე აკადემია რომ ყავთ manunited
0
№4
ავტორი: Malboro463
7 აპრილი 2016 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ლინგარდის ბლო სსეზონია მანჩესტერში
0
№5
ავტორი: GeorgeBest
7 აპრილი 2016 11:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ ვინმე რამეს აკეთებს ამ გუნდში სწორედ ახალგაზრდები არიან
0
№6
ავტორი: temo-scholes
7 აპრილი 2016 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Lee Sharpe
რაო გრემ აგეწვა? ახლაც გხმარობთ მთელ ლივერპულს და მომავლის პერსპექტივაშიც მოჩანს ხო ahahaha გაუტყდა ჭ კლასის დონე აკადემია რომ ყავთ manunited

ციტატა: General
თუ ვინმე რამეს აკეთებს ამ გუნდში სწორედ ახალგაზრდები არიან

+1 +1 good2
0
№7
ავტორი: shotkin
7 აპრილი 2016 13:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რაღაცპონტში მართალია
0
№8
ავტორი: Iunaitedi
7 აპრილი 2016 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ვანგაალს ახალგაზრდებთან უფრო გამოსდის მუშაობა ორი აზრი არაა. derpthumb
0
№9
ავტორი: G_G_M_U
7 აპრილი 2016 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
და რომელი არ ამარტლებს???
0
№10
ავტორი: zurazura
7 აპრილი 2016 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Wadi bizia mopsi deizine!! :))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top