თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2016, 08:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3141,
კომენტარები: 12
სუნესი: "იუნაიტედი" ახალგაზრდებს ზედმეტად ენდობა"
გრემ სუნესი კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდებს.
სუნესი:
Sky Sports-ის ექსპერტი გრემ სუნესი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ფეხბურთელების ხარჯზე წარმატების მიღწევის იმედად არ უნდა იყოს.

ლუი ვან გაალის გუნდმა "ევერტონი" "ოლდ ტრაფორდზე" 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი მატჩით ადრე მეოთხე ადგილზე მყოფ "სიტისთან" ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

ენტონი მარსიალმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დაწყებიდან 9 წუთის შემდეგ გაიტანა და ეს გოლი ფრანგისთვის პრემიერ ლიგაში მერვე გამოდგა.

შოტლანდიელ ექსპერტს კი მიაჩნია, რომ მიუხედავად ფაქტებისა, "იუნაიტედმა" სამომავლოდ ახალგაზრდებზე არ უნდა დაამყაროს იმედი.

"დამაჯერებლად და სტადიონზე შეკრებილი 70 ათასი ადამიანისთვის საკმაოდ სანახაობრივად არ თამაშობდნენ.

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ "იუნაიტედი" 23 წლის ლინგარდს, 20 წლის მარსიალსა და 18 წლის რეშფორდს ეყრდნობა.

ჩვენ ვსაუბრობთ "მანჩესტერ იუნაიტედზე", მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბზე და სწორედ ამ ბიჭებს უხდებათ გუნდის გადარჩენა ერთი მეორის მიყოლებით.

მარსიალი - გუნდის საუკეთესო ბომბარდირია პრემიერ ლიგაში რვა გატანილი გოლით. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია ოთხთაგან, მათი მთავარი იმედი კი არის ფეხბურთელი, რომელმაც 10 გოლზე ნაკლები გაიტანა.

ჩვენ ვლაპარაკობთ რვა გოლის ავტორ 20 წლის ბიჭზე, რომელიც მათი საუკეთესო ბომბარდირია. აი რამდენად სერიოზული პრობლემები აქვთ. ასეთი გუნდის საუკეთესო ბომბარდირის შედეგი სეზონის ბოლოს სამჯერ ან ოთხჯერ უკეთესი უნდა იყოს",
- განაცხადა სუნესმა.

მიუხედავად არცთუ სანახაობრივი ფეხბურთისა, "ევერტონის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შედეგად "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას კვლავ აგრძელებს.

"ეს ადვილი არ არის, მაგრამ შედეგს მაინც მიაღწიეს და ვფიქრობ, გასახდელში თვლიან, რომ ახლა ხარისხს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ ისეთივე იყო, როგორიც სეზონის უმეტეს ნაწილში.

ახლა ქულების აღება უფრო მნიშვნელოვანია და ამას აკეთებენ. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მათთვის აუცილებელია, მით უმეტეს, მწვრთნელისთვის".


წყარო: skysports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 აპრილი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
და სხვა რა გზაა რო??? ზოგი დამტვრეულია და ზოგი კიდე საერთოდ ვერ თამაშობს და იძულებულები ვართ, რომ ახალგაზრდებზე გავაკეთოთ აქცენტი.
0
№12
ავტორი: Mufc7
8 აპრილი 2016 13:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მარსიალი რომ არ გვყავდეს, წარმოდგენაც არ მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top