თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3303,
კომენტარები: 12
ერერა: "იუნაიტედი" "სიტიზე" უკეთესია"
ანდერ ერერა ერთი ქალაქის ორ გუნდს ადარებს.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ანდერ ერერას მიაჩნია, რომ მისი გუნდი ამჟამად "მანჩესტერ სიტიზე" უკეთესად თამაშობს, ამიტომაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის იმედი უნდა ჰქონდეს.

"ეტიჰად სტედიუმზე" გასულ თვეში მოპოვებული გამარჯვების შედეგად "იუნაიტედი" მეოთხე ადგილს მიუახლოვდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი მატჩი აქვთ დარჩენილი ორივე კლუბს, ერერას კი მიაჩნია, რომ ახლა სწორედ შესაფერი დრო დგება მიზნის მისაღწევად.

"სიტისთან" ბოლო მატჩში ვაჩვენეთ, რომ მათზე ოდნავ უკეთესები ვართ. მანჩესტერულ დერბიში გასვლაზე დავამარცხეთ, ამიტომაც გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი", - განაცხადა ესპანელმა.

ბასკმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელთა დაბრუნება ლუი ვან გაალის გუნდს დამატებით ბიძგს მისცემს.

"სიტის" უფრო დიდი შემადგენლობა ჰყავს - ძალიან კარგი ფეხბურთლები - მაგრამ ამჟამად მათთან ბრძოლა შეგვიძლია. უკვე გვიბრუნდებიან ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც ეშლი, ანტონიო, ფილ ჯონს და შოუ არიან.

ისინი დაგვეხმარებიან, მათ დიდი გამოცდილება აქვთ. ადვილი არ იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა "სიტისაც" სურს, მაგრამ ჩვენ ოთხეულში შესვლისათვის მზად ვარ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 აპრილი 2016 12:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სუსტ გუნდბთან უფრო უჭირთ როგორც წესი. უაზრო ბურთის ჭერა მიდის და ვერაფერს ახერხებენ. ერთადერთი მარსიალმა თუ მოიფიქრა რამე და გაამწვავა ეგაა ხოლმე. ან მაგრად უნდ აგაგვიმართლოს და ისე გავიტანოთ
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 აპრილი 2016 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯონსის დაბრუნებას რა აზრი აქ??? ტიპი მოსიარულე ტრავმაა, ჯობია ისევ დამტვრეული იყოს, თორე სხვებსაც რაღაცას დამართებს areyoukiddingme
0
№3
ავტორი: deqstera
6 აპრილი 2016 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
მარტო სიტი არარის ჩვენი კონკურენტი ლიგის საგზურისთვის!!

1. ტოტენჰემი ვითომ ჩემპიონობისთვის იბრძვისო და თუ ეხლა მოვუგებთ და გამოტოვებულ თამაშსაც 3 ქულა იქნება სხვაობა, რისი გაბათილებაც 5 ტურში თავისუფლად შეიძლება!
2. არსენალი 5 ქულით კი გვისწრებს, მაგრამ 7 ტური აქვთ სათამაშო და მათ სტაბილურობას თუ გავითვალისწინებთ თავისუფლად შეიძლება მათაც რომ გავასწროთ!!
3. ერთადერთი ლესტერია მიუწვდომელი, რადგან წარმოუდგენელია რომ 6 ტურში 5ქულაზე მეტი ვერაიღონ!

მაგრამ ეს მაშინ იქნება რეალური იუნაიტედი თუ უკეთ ითამაშებს და ქულებს აღარ დაკარგავს!!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
6 აპრილი 2016 14:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: deqstera
მარტო სიტი არარის ჩვენი კონკურენტი ლიგის საგზურისთვის!!

1. ტოტენჰემი ვითომ ჩემპიონობისთვის იბრძვისო და თუ ეხლა მოვუგებთ და გამოტოვებულ თამაშსაც 3 ქულა იქნება სხვაობა, რისი გაბათილებაც 5 ტურში თავისუფლად შეიძლება!
2. არსენალი 5 ქულით კი გვისწრებს, მაგრამ 7 ტური აქვთ სათამაშო და მათ სტაბილურობას თუ გავითვალისწინებთ თავისუფლად შეიძლება მათაც რომ გავასწროთ!!
3. ერთადერთი ლესტერია მიუწვდომელი, რადგან წარმოუდგენელია რომ 6 ტურში 5ქულაზე მეტი ვერაიღონ!

მაგრამ ეს მაშინ იქნება რეალური იუნაიტედი თუ უკეთ ითამაშებს და ქულებს აღარ დაკარგავს!!

ქულების დათვლის მერე გვახსენდება რო მწვრთნელი ვან გაალია და ისევ ოთხეულზე ვიწყებთ ფიქრს areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Mufc7
6 აპრილი 2016 14:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ერერას კი მიაჩნია, რომ ახლა სწორედ შესაფერი დრო დგება მიზნის მისაღწევად

აქამდეც თითოეული ქულა იყო მნიშვნელოვანი და არ უნდა გაგვეფანტა.იმედია დარჩენილ თამაშებში არ დავკარგავთ ქულებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: PaLoMo
6 აპრილი 2016 15:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
Yvelaze metad mwydeba guli 3matchze newcasltan 3:3 chelsi 1:1 da sanderlendi 2:1 am samiveshi unda mogvegoo.nu sanderlendtan ki gvajobes tamaazhit mara meti ro moendomebiat movigebdit :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: Best 7
6 აპრილი 2016 16:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სიტიზე უკეთესები ყოველთვის ვიყავით ისტორიის ლიუბოი მონაკვეთში
0
№8
ავტორი: Iunaitedi
6 აპრილი 2016 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
hi2
0
№9
ავტორი: Dato Sirabidze
6 აპრილი 2016 18:31
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
მართალია, უფრო კარგი გუნდი ვართ, ვნახოთ ლიგაზე თამაში რამდენად იმოქმედებს სიტიზე, თუ დღესვე არ მოუყუმარა პსჟმ ყველაფერი :დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№10
ავტორი: G_G_M_U
6 აპრილი 2016 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ის 4 მატჩიანი წაგებული სერია რომ არაა ეჰჰჰ nope2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top