"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ანდერ ერერას მიაჩნია, რომ მისი გუნდი ამჟამად "მანჩესტერ სიტიზე" უკეთესად თამაშობს, ამიტომაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის იმედი უნდა ჰქონდეს.
"ეტიჰად სტედიუმზე" გასულ თვეში მოპოვებული გამარჯვების შედეგად "იუნაიტედი" მეოთხე ადგილს მიუახლოვდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი მატჩი აქვთ დარჩენილი ორივე კლუბს, ერერას კი მიაჩნია, რომ ახლა სწორედ შესაფერი დრო დგება მიზნის მისაღწევად.
"სიტისთან" ბოლო მატჩში ვაჩვენეთ, რომ მათზე ოდნავ უკეთესები ვართ. მანჩესტერულ დერბიში გასვლაზე დავამარცხეთ, ამიტომაც გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი", - განაცხადა ესპანელმა.
ბასკმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელთა დაბრუნება ლუი ვან გაალის გუნდს დამატებით ბიძგს მისცემს.
"სიტის" უფრო დიდი შემადგენლობა ჰყავს - ძალიან კარგი ფეხბურთლები - მაგრამ ამჟამად მათთან ბრძოლა შეგვიძლია. უკვე გვიბრუნდებიან ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც ეშლი, ანტონიო, ფილ ჯონს და შოუ არიან.
ისინი დაგვეხმარებიან, მათ დიდი გამოცდილება აქვთ. ადვილი არ იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა "სიტისაც" სურს, მაგრამ ჩვენ ოთხეულში შესვლისათვის მზად ვარ".