თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2016, 00:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4296,
კომენტარები: 17
ფერგიუსონი: "რატომ ვამჯობინე დე ხეა ნოიერს"
სერ ალექს ფერგიუსონი გადაწყვეტილების მიღების მიზეზზე საუბრობს.
ფერგიუსონი:
სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად მანუელ ნოიერის შეძენა სურდა და არა დავიდ დე ხეასი, მაგრამ მოხარულია, რომ აზრი შეიცვალა.

2011 წლის თებერვალში ჰოლანდიელმა კიპერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ამიტომ "წითლებმა" ახალი მეკარის ძიება დაიწყეს.

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა მეკარე დავიდ დე ხეა მეკარეთა მწვრთნელის, ერიკ სტილის კანდიდატი იყო, ხოლო ფერგიუსონის არჩევანი 25 წლის ნოიერზე ჩერდებოდა. თუმცა, სტილმა დავაში გაიმარჯვა.

"ერიკ სტილი დავიდ დე ხეას დიდხანს აკვირდებოდა, მაგრამ მერე "შალკეში" მოთამაშე ნოიერი გამოჩნდა სცენაზე. და მიმაჩნია, რომ "შალკე" ბედნიერი იქნებოდა, თუკი ნოიერის გამო მივაკითხავდით და მის შეძენას ვეცდებოდით.

ასე რომ, ჩემი პრობლემა იყო ერიკი, რადგანაც ის დარწმუნებული იყო, რომ დე ხეა უნდა შეგვეძინა. ვეუბნები: "მაგრამ, ერიკ, ეს ბიჭი ნოიერი სრულყოფილია; მისი აღნაგობა, რეაქცია დაუჯერებელია", და ის მეუბნება: "დიახ, მაგრამ სამ წელიწადში დე ხეა უკეთესი იქნება".

ვუთხარი: "ეს უკვე არგუმენტია".

ერიკი და მე დე ხეას სანახავად ჩავედით "ვალენსიასთან" მატჩზე და ყველაფერი, რაზეც ის ლაპარაკობდა - მისი უნარები, თვითრწმენა, სისწრაფე - დამარწმუნებელი იყო.

მერე ერიკმა მის მშობლებთან ჩამოაყალიბა ურთიერთობა და ისეთი დარწმუნებული იყო, რომ მივენდე- და მოხარული ვარ, რომ ასე მოვიქეცი, რადგანაც მართალი აღმოჩნდა",
- განაცხადა ყოფილმა მწვრთნელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
5 აპრილი 2016 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ნოიერმა ბაიერნში გადასვლა არჩია და მაგიტო იყიდეს დე გეა. ოფიციალურად კი მიმარეს შალკეს
0
№2
ავტორი: abrama
5 აპრილი 2016 07:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Madloba eriks.
0
№3
ავტორი: Memphis_Depay
5 აპრილი 2016 08:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ubralod noieri manchesters ver sheeewyoboda chemi azrit ... davids rac sheexeba imedia didxans darcheba gundshi
0
№4
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2016 09:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დღეს დიდი საკამათო თემაა, ვინ არის უკეთესი და ვინ საერთოდ საუკეთესო, მაგრამ ის კომენტარი ყველანაირად ფარგლებს სცდება, ვიღაცამ რომ დაწერა სოციალურ ქსელში: "დე ხეა რატომ უნდა შეადარო ნოიერს, ამას რამე მოგებული აქვს?" მეკარის ავკარგიანობა სადაც ტიტულებით ფასდება, იქ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Lee Sharpe
5 აპრილი 2016 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მანჩესტერი ბაიერნზე ბევრად ადრე დაინტერესდა ნოიერით,მაგრამ თავი დაანება მოულოდნელად, პრესა აჭრელებული იყო რომ ჩვენთან გადმოდიოდა, შალკესთან როცა გადაწყვეტილი იყო უკვე საქმე კომენტატორმა თქვა მახსოვს რომ ეს ბიჭი შემდეგ სეზონში უკვე წითლებში იქნებაო.

გემოვნების ამბავია, ნოიერი ზედმეტად ცანცარაა თავისი გამოსვლების გამო ძვირად დაუჯდა რამდენიმე მომენტში, მაგრამ ყველაზე მაგარი გაბარიტები აქვს ჩემი აზრით შეიძლება მაგალითისთვის ფორსტერი 1 თავით მაღალია მაგრამ მანუს ფიზიკური მომზადება სასწაული აქვს თან მაგას აგრესიულობაც ემატება, უძლიერეს დარტყმებს რომლებიც კუთხეში არ მიდის და პირდაპირ ცენტრში არის განსაზღვრული უპრობლემოდ იღებს ისე რო დამატებაზე შანსს არ უტოვებს + მსოფლიო ჩემპიონია კაცი, გამოცდილია უკვე ძალიან.

სამაგიეროდ დე ხეა ძალიან მშვიდია, ბევრად სხარტია და უფრო ახალგაზრდაა

დე ხეა თუ წავა და ჩემი აზრით საკმაოდ არსებობს იმის შAნსები რო ეს მოხდება, მსგავსი ტიპის მეკარეებში უგო ლორისი მყავს ალტერნატივად მარტო
0
№6
ავტორი: Lady in red
5 აპრილი 2016 10:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ჩემთვის დე ხეა პირველია,არ დამავიწყდება როგორი იყო თავიდან და რა დონეზე ავიდა,ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა მეკარისთვის,დე ხეას აქვს მიზანი რომ გახდეს საუკეთესო და ნოიერი არის ზედმეტად ამბიციური და თავდაჯერებული რაც განასხვავებს მას დე ხეასგან
0
№7
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2016 11:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტეკელენბურგიც იყო ერთ-ერთ ვარიანტა და ეგ მევასებოდა ყველაზე მეტად. ნოიერის დათრევის იმედი არასდროს მქონია, სადაც ბაიერნი იყო გერმანელის ტრანსფერში ჩართული უშანსოდ ვიყავით
0
№8
ავტორი: zurazura
5 აპრილი 2016 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: RojoDiablo
დღეს დიდი საკამათო თემაა, ვინ არის უკეთესი და ვინ საერთოდ საუკეთესო, მაგრამ ის კომენტარი ყველანაირად ფარგლებს სცდება, ვიღაცამ რომ დაწერა სოციალურ ქსელში: "დე ხეა რატომ უნდა შეადარო ნოიერს, ამას რამე მოგებული აქვს?" მეკარის ავკარგიანობა სადაც ტიტულებით ფასდება, იქ...

Mec vnaxe eg uechveli Liverpoolis fanis dawerilia
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
5 აპრილი 2016 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: General

კაი რა სტეკელენბურგი, რაღადროს ეგ არის, რომერო დავიტოვოთ ჯობია, რამდენი კარგი მეკარის ახევა შეგვიძლია თუ წავიდა დე ხეა, ფორსტერი,ბატლენდი,სილესენი,ზოეტი,პერინი, სირ.იგუ თავისუფალი აგენტი ხდება საერთოდ, მაგათ დიდი ჩალიჩი არ დასჭირდებათ აი ლორისი ჰაი კლასია და მაგის ყიდვას დუ გადაწყვიტავენ ჯიბის შეთხელებაც კარგად მოუწევთ და სპურსიც არ დათმობს ადვილად, უამრავი პერსპექტიული მეკარეა ბუნდესლიგაში,ლიგა 1 ში, ორიენ ნილანი მახსენდება კიდევ უძლიერესია მოლდეში იყო და ბუნდესლიგაში წავიდა მგონი თუ არ ვცდები ლინდეგაარდს ვუცვლიდით
0
№10
ავტორი: Iunaitedi
5 აპრილი 2016 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: RojoDiablo
დღეს დიდი საკამათო თემაა, ვინ არის უკეთესი და ვინ საერთოდ საუკეთესო, მაგრამ ის კომენტარი ყველანაირად ფარგლებს სცდება, ვიღაცამ რომ დაწერა სოციალურ ქსელში: "დე ხეა რატომ უნდა შეადარო ნოიერს, ამას რამე მოგებული აქვს?" მეკარის ავკარგიანობა სადაც ტიტულებით ფასდება, იქ...

თუ პირიქით ნოიერი როგორ უნდა შევადაროთ დეხეას fellow ნოიერი ისეთ ბურტს განოადზვრენს კარიდან და ისეთს გაუშვებს..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top