თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2016, 00:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4297,
კომენტარები: 17
ფერგიუსონი: "რატომ ვამჯობინე დე ხეა ნოიერს"
სერ ალექს ფერგიუსონი გადაწყვეტილების მიღების მიზეზზე საუბრობს.
ფერგიუსონი:
სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად მანუელ ნოიერის შეძენა სურდა და არა დავიდ დე ხეასი, მაგრამ მოხარულია, რომ აზრი შეიცვალა.

2011 წლის თებერვალში ჰოლანდიელმა კიპერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ამიტომ "წითლებმა" ახალი მეკარის ძიება დაიწყეს.

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა მეკარე დავიდ დე ხეა მეკარეთა მწვრთნელის, ერიკ სტილის კანდიდატი იყო, ხოლო ფერგიუსონის არჩევანი 25 წლის ნოიერზე ჩერდებოდა. თუმცა, სტილმა დავაში გაიმარჯვა.

"ერიკ სტილი დავიდ დე ხეას დიდხანს აკვირდებოდა, მაგრამ მერე "შალკეში" მოთამაშე ნოიერი გამოჩნდა სცენაზე. და მიმაჩნია, რომ "შალკე" ბედნიერი იქნებოდა, თუკი ნოიერის გამო მივაკითხავდით და მის შეძენას ვეცდებოდით.

ასე რომ, ჩემი პრობლემა იყო ერიკი, რადგანაც ის დარწმუნებული იყო, რომ დე ხეა უნდა შეგვეძინა. ვეუბნები: "მაგრამ, ერიკ, ეს ბიჭი ნოიერი სრულყოფილია; მისი აღნაგობა, რეაქცია დაუჯერებელია", და ის მეუბნება: "დიახ, მაგრამ სამ წელიწადში დე ხეა უკეთესი იქნება".

ვუთხარი: "ეს უკვე არგუმენტია".

ერიკი და მე დე ხეას სანახავად ჩავედით "ვალენსიასთან" მატჩზე და ყველაფერი, რაზეც ის ლაპარაკობდა - მისი უნარები, თვითრწმენა, სისწრაფე - დამარწმუნებელი იყო.

მერე ერიკმა მის მშობლებთან ჩამოაყალიბა ურთიერთობა და ისეთი დარწმუნებული იყო, რომ მივენდე- და მოხარული ვარ, რომ ასე მოვიქეცი, რადგანაც მართალი აღმოჩნდა",
- განაცხადა ყოფილმა მწვრთნელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: dato321dato
5 აპრილი 2016 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
ციტატა: Lee Sharpe
მანჩესტერი ბაიერნზე ბევრად ადრე დაინტერესდა ნოიერით,მაგრამ თავი დაანება მოულოდნელად, პრესა აჭრელებული იყო რომ ჩვენთან გადმოდიოდა, შალკესთან როცა გადაწყვეტილი იყო უკვე საქმე კომენტატორმა თქვა მახსოვს რომ ეს ბიჭი შემდეგ სეზონში უკვე წითლებში იქნებაო.

გემოვნების ამბავია, ნოიერი ზედმეტად ცანცარაა თავისი გამოსვლების გამო ძვირად დაუჯდა რამდენიმე მომენტში, მაგრამ ყველაზე მაგარი გაბარიტები აქვს ჩემი აზრით შეიძლება მაგალითისთვის ფორსტერი 1 თავით მაღალია მაგრამ მანუს ფიზიკური მომზადება სასწაული აქვს თან მაგას აგრესიულობაც ემატება, უძლიერეს დარტყმებს რომლებიც კუთხეში არ მიდის და პირდაპირ ცენტრში არის განსაზღვრული უპრობლემოდ იღებს ისე რო დამატებაზე შანსს არ უტოვებს + მსოფლიო ჩემპიონია კაცი, გამოცდილია უკვე ძალიან.

სამაგიეროდ დე ხეა ძალიან მშვიდია, ბევრად სხარტია და უფრო ახალგაზრდაა

დე ხეა თუ წავა და ჩემი აზრით საკმაოდ არსებობს იმის შAნსები რო ეს მოხდება, მსგავსი ტიპის მეკარეებში უგო ლორისი მყავს ალტერნატივად მარტო

Bazari araa lorisi daaxloebit imave stilis mekarea da adreve momwonda de geas wasvla aramgonia realuri iyos tu isetive mdzgnershi ar davrchit sadac vart da tumase mixda degea kiara yvela wava da agarc loriss mounda aq misvla
0
№12
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2016 14:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
[quote=Lee Sharpe][quote=General][/quote]
კაი რა სტეკელენბურგი, რაღადროს ეგ არის, რომერო დავიტოვოთ ჯობია, რამდენი კარგი მეკარის ახევა შეგვიძლია თუ წავიდა დე ხეა, ფორსტერი,ბატლენდი,სილესენი,ზ

სანამ დე ხეას დავითრევდით მაშინ მომწონდა თქო.
0
№13
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2016 14:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მომენატრა რა მანჩესტერის ძველი სამწვთნელო შტაბი რამაგარი ხალხი გვყავდა ეს ერიცი კიდე მაიკლ ფელანი კიდე მაისურების დამტარებელი :Dდ აპი მგონი :DD კაროჩე ფერგის მაგარი შტაბი ყავდა ეხლა კიდე მარტო გიგსი მევასება დანარჩენებს რო ვუყურებ მგონია რო ფულის საკეთებლად არიან მოსულები ხო და კიდე ერთი როჟაა გვარი არვიცი რო ვუყურებ მგონია რო კაიფშია
0
№14
ავტორი: Best 7
5 აპრილი 2016 16:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დე ხეა იმენაა სრულყოფილი მეკარეა იდეალურინ იმედი მაქვს ბევრი ხანი დარჩება ჩვენს გუნდში
0
№15
ავტორი: R10NEY
5 აპრილი 2016 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
არც შემცდარა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№16
ავტორი: Lee Sharpe
5 აპრილი 2016 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: shotkin

ფერგი,მალესტინი,ფელანი იმენა ზე ხალხი იყო, მალესტინი სპორტულებში,ფელანი შორტით ფეხი ფეზე გადადებული და ბაბუ მარად პალტოთი ahahaha
0
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 აპრილი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საღოლ ერიკს, თუმცა არც ნოიერი იქნებოდა ცუდი, მაგრამ დე ხეა გაცილებით პატარაა ნოიერზე და რაც დრო გადის უფრო და უფრო ვითარდება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top