თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2016, 18:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 11405,
კომენტარები: 14
რეშფორდის სტატისტიკა ვარსკვლავებთან შედარებით
მარკუს რეშფორდს კარიერის დასაწყისი წარმატებას უქადის.
რეშფორდის სტატისტიკა ვარსკვლავებთან შედარებით
მარკუს რეშფორდს "მანჩესტერ იუნაიტედში" გასაოცარი დასაწყისი აქვს.

უორენ ჯოისის გუნდში "მანჩესტერ სიტის" 21-წლამდელთა კლუბის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ რეშფორდმა "ეტიჰად სტედიუმზე" პირველი გუნდის რიგებში გაიტანა გოლი.

დერბიში გატანილი ბურთი მეხუთე გამოდგა მისთვის, ლუი ვან გაალის გუნდში კი რეშფორდმა მხოლოდ რვა შეხვედრა ჩაატარა.

მას შემდეგ, რაც ენტონი მარსიალმა "მიდტიულანდთან" მატჩში ტრავმა მიიღო და მისი ადგილი ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაიკავა, რეშფორდმა დანიელთა და "არსენალის" კარი ზედიზედ ორ მატჩში ორ-ორჯერ აიღო.

მისი სტატისტიკა მხოლოდ მცირედით სჯობს მარსიალისას, რომელსაც ასევე ხუთი გოლის გასატანად ცხრა მატჩი დასჭირდა.

თუმცა, რეშფორდის სტატისტიკა სჯობს სხვა გაცილებით უფრო სახელოვანი ფეხბურთელების სტატისტიკას: ლიონელ მესის "ბარსელონას" რიგებში 2004 წელს ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ 25 მატჩი დასჭირდა 5 გოლის გასატანად. კრიშტიანუ რონალდუს 2003 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ 5 გოლის გასატანად 39 მატჩი დასჭირდა, ხოლო უეინ რუნიმ თავისი ხუთი გოლი "ევერტონის" რიგებში ჩატარებულ 20 მატჩში გაიტანა.

რეშფორდის სტატისტიკა ვარსკვლავებთან შედარებით


წყარო: M.E.N.
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
22 მარტი 2016 18:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მანჩესტერის მომავალია ეს ბიჭი და იმედია არ მოუკლებს love
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 მარტი 2016 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტყუილად კი არ ვამბობ, რომ რეშფორდი კაცი რეკორდიათქო wink
0
№3
ავტორი: Wardell
22 მარტი 2016 19:46
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ აუუუ :/ დაიწყეს უკვე ეს უაზრო შედარებები და ახალი "პელეობა" დაანებეთ თავი რაა, იყოს ვინც არის იყოს 39 ნომრიანი ბიჭი და თუ რამეს მიაღწევს იქნება ახალი რეშფროდი.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
22 მარტი 2016 20:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეშფორდი > მესი
0
№5
ავტორი: Count Alucard
22 მარტი 2016 20:46
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სამწუხაროდ ისტორიას ბევრი ახსოვს ასეთი პერსპექტიული, მაგრამ დაკარგული... სწორი მიდგომა უნდა და საუკეთესო მწვრთნელი, რომ დიდ ფეხბურთელად გაიზარდოს.
0
№6
ავტორი: ilker
22 მარტი 2016 22:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ძალიან ადრეა ჯერ მსგავსი შედარებები
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
22 მარტი 2016 22:20
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ციტატა: Count Alucard
სამწუხაროდ ისტორიას ბევრი ახსოვს ასეთი პერსპექტიული, მაგრამ დაკარგული... სწორი მიდგომა უნდა და საუკეთესო მწვრთნელი, რომ დიდ ფეხბურთელად გაიზარდოს.


მართალს ამბობ, იმედია ასეთ წინასვლას და დიდ პროგრესს გააგრძელებს და ძალიან მაგარდ ფორვარდად ჩამოყალიბდება love
0
№8
ავტორი: deqstera
22 მარტი 2016 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
მარსიალზე კიდე ვეთანხმებოდი რომ არდაიკარგება და თუ არაჯობა იმ ხალხს ვისაც ადარებენ არდაიკარგება მაინც, რეშფორდს კი არაქვს ის ტექნიკა და არარის ერთიერთზე ისეთი ძლიერი როგორც მარსიალია!!

რეშფორდი ამ ეტაპზე მხოლოდ სისწრაფის ხარჯზე გადის ფონს და პოზიციას არჩევს კარგად, მაგრამ განვითარება ჭირდება, ამ ეტაპზე თუ არაქცევენ სერიოზულ ყურადღებას დროთა განმავლობაში უფრო უკეთ გაშიფრავენ მის თამაშს და თუ არგანვითარდა ამ დონეზე დარჩენაც კი გაუჭირდება!!
0
№9
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2016 01:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: deqstera
მარსიალზე კიდე ვეთანხმებოდი რომ არდაიკარგება და თუ არაჯობა იმ ხალხს ვისაც ადარებენ არდაიკარგება მაინც, რეშფორდს კი არაქვს ის ტექნიკა და არარის ერთიერთზე ისეთი ძლიერი როგორც მარსიალია!!

რეშფორდი ამ ეტაპზე მხოლოდ სისწრაფის ხარჯზე გადის ფონს და პოზიციას არჩევს კარგად, მაგრამ განვითარება ჭირდება, ამ ეტაპზე თუ არაქცევენ სერიოზულ ყურადღებას დროთა განმავლობაში უფრო უკეთ გაშიფრავენ მის თამაშს და თუ არგანვითარდა ამ დონეზე დარჩენაც კი გაუჭირდება!!


ვან ნისტელროიც არ იყო მაინცდამაინც რონალდინიო ტექნიკაში, მაგრამ ყოველთვის იქ იყო საჯარიმოში, სადაც საჭიროებდა პარტნიორი და ამის ხარჯზე ბევრი გოლიც გაჰქონდა. რად გვინდა ამის მოტყუებული კაცი? მომენტები ისე გამოიყენოს, როგორც იყენებს და მოტყუებით სხვებიც მოატყუებენ. აბა ის იყო კარგი, რუნი რომ ცენტრ-ფორვარდად თამაშობდა, მერე სიღრმეში იწევდა, ბურთს იღებდა და საჯარიმოსთან მიახლოებისას საჯარიმოში ფეხბურთელი არ იყო, რომ პასი გაეკეთებინათ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: rezimankunia
23 მარტი 2016 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Muller is tipis tavdamsxmelia zustad
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top