თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3369,
კომენტარები: 11
კერიკი: "ჰოჯსონმა ყველაფერი ამიხსნა"
მაიკლ კერიკი ნაკრებში ადგილისთვის იბრძოლებს.
კერიკი:
მაიკლ კერიკი გამოტყდა, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს.

როი ჰოჯსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩების განაცხადში არ შეიყვანა.

ბოლოს, როცა კერიკი ნაკრებში გამოიძახეს, ინგლისელმა ტრავმა მიიღო. ეს გასული წლის ნოემბერში მოხდა. ამჯერად ჰოჯსონმა არჩევანი "ტოტენჰემის" მოთამაშე ერიკ დაიერსა და "ლესტერის" ნახევარმცველ დენი დრინქუოტერზე შეაჩერა.

მაიკლი გამოტყდა, რომ საფრანგეთში გამგზავრების იმედი ჯერ კიდევ აქვს: "როი ჰოჯსონს ვესაუბრე, ყველაფერი სამართლიანია. თავისი გადაწყვეტილების მიზეზები ამიხსნა და მისი მესმის. რამდენიმე თავისუფალი დღე მაქვს, დავისვენებ, ოჯახთან ერთად სადმე წავალ, სანამ სამუშაოს კვლავ შევუდგები.

მაგრამ ეს ეხება ყველას, ვინც გუნდში არ არის. ზაფხულამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. წინ რამდენიმე დიდი მატჩია, თანმიმდევრული უნდა ვიყო".


"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინგლისის ნაკრებში მხოლოდ კრის სმოლინგი ითამაშებს.

წყარო: telegraph
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 მარტი 2016 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხო რეალურად რო შევხედოთ კერიკს გაუჭირდება ნაკრებში მოხვედრა, თუმცა სკამზე ისეთი გამოცდილი ფეხბურთელის ყოლა როგორიც კერიკია ალბათ ნაკრებისთვის გამოსადეგი იქნება.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2016 13:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა არ წაიყვანა მაშინაც მიქარა. დასჭირდება გამოცდილი ფეხბურთელი და არც კონკურენციაა ძაან დიდი. არიან ახლაგაზრდები, მაგრამ მხოლლოდ შემტევები

დრინქუოტერი კარგ სეზონს ატარებს ლესტერთან ერთად მაგრამ მაინც
0
№3
ავტორი: deqstera
23 მარტი 2016 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ძალიან სწორს აკეთებს რომ არმიყავს, ძალიან მოუკლო და თან კერიკს თუ ათამაშებ მაშინ გუნდმა ტემპი უნდა დააგდოს და ნელა პესების აქეთ-იქით გორაობით უნდა ითამაშოს, ამ დროს კი რა ტიპის ფეხბურთელები ყავს?? აშკარად არგამოუვა ეგ აქეთ-იქით გორაობა!!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2016 15:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: deqstera
ძალიან სწორს აკეთებს რომ არმიყავს, ძალიან მოუკლო და თან კერიკს თუ ათამაშებ მაშინ გუნდმა ტემპი უნდა დააგდოს და ნელა პესების აქეთ-იქით გორაობით უნდა ითამაშოს, ამ დროს კი რა ტიპის ფეხბურთელები ყავს?? აშკარად არგამოუვა ეგ აქეთ-იქით გორაობა!!

რატომ უნდა დააგდონ ტემპი ან მანჩესტერივით კერიკმა რატო უნდა მოამარაგოს ფორვარდები პასებით როცა ნაკრებს თუნდაც ბარკლი და ალი ეყოლება ნახევარდაცვაში. თუ ვან გაალივით 2 ჩამშლელით ითამაშებს მაშინ გეთანხმები

მოუკლო, მაგრამ შეტევა რატო მოეთხოვება კერიკს აზრზე არ ვარ
0
№5
ავტორი: deqstera
23 მარტი 2016 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
და შენ ფიქრობ რომ მეორე საყრდენის გარეშე კერიკი შეძლებს მეტოქე გუნდის შეტევებთან გამკლავებას?? შეიძლება ჭკვიანურად მოქმედებს მაგრამ სისწრაფეში ყველა ძალიან ჩაგრავს და დროა წავიდეს შედარებით სუსტ გუნდში როგორც შარშან ფლეტჩერმა, თორე ძირითადში როცა ვხედავ ვიცი რო უნდა დამეძინოს მაგის ყურებაში...
0
№6
ავტორი: JuanMata
23 მარტი 2016 16:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მაინც უნდა წაიყვანოს ჩემი აზრით, არ ყავს ინგლისს გამორჩეული საყრდენები და ამაზე გამოცდილი მითუმეტეს, თუდანც 20-30 წუთი რომ ათამაშოს, ცოტა თუ მოუმატა სტაბილურობას, ძაან მაგრად შეუძლია თამაშის დალაგება.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2016 17:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე არ ვამბობ რომ ნელი არაა და არ ჯობნიან, არც ის მითქვამს რომ აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს. როცა დიდი კონკურენცია არაა რატომ უნდა დატოვო გამოცდილი კაცი არ ვიცი, შეცვლაზე არ არის ცუდ ვარიანტი, როცა ტემპია თუნდაც დასაგდები ან ბურთი დასაჭერი
0
№8
ავტორი: BAD_MONKEY
23 მარტი 2016 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
მართალიცაა რაღაცით კერიკი უკვე ასაკშია და ძალიან დიდ და ცუდ შეცდომებს უშვებს
0
№9
ავტორი: AkkRed
24 მარტი 2016 10:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შეცვლაზე შემოსაყვანად ვარგა მხოლოდ, ისიც ბურთის დასაჭერად.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2016 10:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ევრომდე აქვს ჯერ კიდევ შანსი და ვნახოთ, რისი მაქნისია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top