"იუნაიტედის" ესპანელი კიპერი, დავიდ დე ხეა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება. მადრიდის "რეალი" ესპანეთის ნაკრების კიპერის შეძენით უკვე აღარ ინტერესდება.
მოგეხსენებათ, დე ხეას 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეალში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აკლდა. ტრანსფერი ორივე მხარემ შეათანხმა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტრანსფერი დოკუმენტების გაგზავნისას პრობლემების გამო ჩაიშალა. თითქმის მთელი ყვითელი პრესა აჭრელებული იყო იმ ინფორმაციით, რომ "რეალს" დავიდის შეძენისადმი ინტერესი კვლავ ჰქონდა, თუმცა ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca–მ ეს ჭორი უარყო და განაცხადა, რომ "ბლანკოსის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს დე ხეას შეძენის სურვილი არ აქვს.
მადრიდში კეილორ ნავასის თამაშით კმაყოფილნი არიან და კოსტარიკელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ. ახალ კონტრაქტთან ერთად, კეილორი გაზრდილ ხელფასსაც მიიღებს.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26 მატჩიდან დე ხეამ კარის მშრალად შენახვა 11–ჯერ მოახერხა. პრიმერა დივიზიონში 28 თამაშის შემდეგ კი კეილორმა იგივე 10–ჯერ შეძლო.