თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2016, 15:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3724,
კომენტარები: 14
Marca: "რეალმა" დე ხეასადმი ინტერესი დაკარგა
მადრიდული კლუბი დე ხეას შეძენით აღარ ინტერესდება.
Marca:
"იუნაიტედის" ესპანელი კიპერი, დავიდ დე ხეა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება. მადრიდის "რეალი" ესპანეთის ნაკრების კიპერის შეძენით უკვე აღარ ინტერესდება.

მოგეხსენებათ, დე ხეას 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეალში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აკლდა. ტრანსფერი ორივე მხარემ შეათანხმა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტრანსფერი დოკუმენტების გაგზავნისას პრობლემების გამო ჩაიშალა. თითქმის მთელი ყვითელი პრესა აჭრელებული იყო იმ ინფორმაციით, რომ "რეალს" დავიდის შეძენისადმი ინტერესი კვლავ ჰქონდა, თუმცა ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca–მ ეს ჭორი უარყო და განაცხადა, რომ "ბლანკოსის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს დე ხეას შეძენის სურვილი არ აქვს.

მადრიდში კეილორ ნავასის თამაშით კმაყოფილნი არიან და კოსტარიკელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ. ახალ კონტრაქტთან ერთად, კეილორი გაზრდილ ხელფასსაც მიიღებს.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26 მატჩიდან დე ხეამ კარის მშრალად შენახვა 11–ჯერ მოახერხა. პრიმერა დივიზიონში 28 თამაშის შემდეგ კი კეილორმა იგივე 10–ჯერ შეძლო.

წყარო: EUROSPORT
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
24 მარტი 2016 09:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენი სიამაყე feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: AkkRed
24 მარტი 2016 09:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თუნადც ეს სიმართლე იყოს, მაშინ პსჟ-ს რა ვუყოთ?
0
№13
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2016 10:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ისე თამაშობს ნავასი, ეგ რომ არ დააფასონ მაგარი უნამუსობა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: balu
24 მარტი 2016 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
კაია კაცო დარჩეს ეგ რო არ გვყავდეს 6 ზე კიარა 16 ვიქნებოდით :დდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top