თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2016, 19:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3875,
კომენტარები: 13
UEFA-მ "იუნაიტედი" და "ლივერპული" დაადანაშაულა
ევროპის ლიგის მატჩში მონაწილე ორივე გუნდი ბრალდებულია.
UEFA-მ
UEFA-მ ბრალდება წაუყენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" ევროპის ლიგის მატჩში მომხდარი არეულობის გამო.

"იუნაიტედს" ბრალი ედება ტრიბუნაზე უწესრიგობაში, საგნების სროლასა და სექტორებს შორის გასასვლელის ბლოკირებაში. ხოლო "ლივერპულს" ბრალდება წაყენებული აქვს აკრძალული სკანდირების, ფაერების გამოყენების, ნივთების სროლის, ტრიბუნაზე უწესრიგობის გამოწვევისა და მატჩზე დაგვიანების მიზეზით.

დიდი მანჩესტერის პოლიციამ უკვე დააპატიმრა მატჩზე დამსწრე ხუთი გულშემატკივარი.

ინციდენტი გამოიწვია "ლივერპულის" გულშემატკივართა ასვლამ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, სადაც "იუნაიტედის" ფანები იმყოფებოდნენ და იქ კლუბის დროშის გაშლამ. ქვედა სექტორი კი ამ დროს სკანდირებდა მიუხენის ტრაგედიაში 1958 წელს გარდაცვალებულთა შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

გარდა ამისა, "თვითერზე" მიუნხენის ტრაგედიისადმი შეურაცხმყოფელი შეტყობინება გაავრცელა "ლივერპულის" აღზრდილმა ჯორდან უილიამსმა, რის გამოც მერსესაიდული კლუბი გამოძიებას აწარმოებს.

UEFA-მ "იუნაიტედი" და "ლივერპული" დაადანაშაულა


20 წლის ფეხბურთელმა "თვითერზე" განათავსა ვიდეო, რომელიც "ლივერპულის" გულშემატკივართა ზეიმს ასახავდა, მას კი თვითმფრინავისა და აპლოდისმენტების ნიშანი დაურთო.

გარკვეული რეაქციის შემდეგ უილიამსა ბოდიში მოიხადა და წაშალა "თვითი", მოგვიანებით კი ბოდიში მოიახადა და განაცხადა, რომ მისი აქაუნთი გატეხეს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: kOsTiA
18 მარტი 2016 19:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
Es dzvlebshi unda gadatexo es nabichvari
0
№2
ავტორი: chester
18 მარტი 2016 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
:D :D TRAGEEDIAZE ROGOR ZEIMOBEN CWRILOBAZE MARILS GAYRIAN EGENI ADAMIANEBI KI ARA QUCHIS PANKEBIA
0
№3
ავტორი: RojoDiablo
18 მარტი 2016 19:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კარგი რა, ყველაფერს აქვს საზღვარი. ისტორიას ბილწავს ორივე მხარე და მეტი არაფერი. უმსგავსობაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 მარტი 2016 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ესეთ რაღაცეებს აკეთებს. არ აქვს მნიშვნელობა მანჩესტერის ფანი იქნება თუ ლივერპულის, რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს??? ტრაგედიებზე, რომ ერთმანეთს უმღერიან უკვე ფეხბურთის ფარგლებს ძალიან ცდება.
0
№5
ავტორი: zeg
18 მარტი 2016 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Es imis shedegia ro Manchesteri Liverpool is doneze daeca da gulshematkivari gagizianebulia tore adre ubralod daikidebdnen Liverpool's tavisi droshebian fanebianad
0
№6
ავტორი: MessiAbuTidze48
18 მარტი 2016 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ბარსას ფანი ვარ მაგრამ როგორ შეიძლება ამაზე ღადავი ასეთი გულქვა ადამიანი ცემაში უნდა დაასამარო
0
№7
ავტორი: zeg
18 მარტი 2016 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: MessiAbuTidze48
ბარსას ფანი ვარ მაგრამ როგორ შეიძლება ამაზე ღადავი ასეთი გულქვა ადამიანი ცემაში უნდა დაასამარო
martali xar magra unda chawixlo is parchaki(ise Barsac magra ar mevasena)
0
№8
ავტორი: GeorgeBest
18 მარტი 2016 20:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამდენი **** დადის areyoukiddingme
0
№9
ავტორი: chester
18 მარტი 2016 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Mankunianelno dzmebo evropis super ligaze raicit tu magan chaanacvla chempiona liga mere marto shabat kviris tamashebs chavujdebit :D
0
№10
ავტორი: ilker
18 მარტი 2016 21:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
გასაგებია, მანჩესტერის ქომაგები გამწარებულნი იყვნენ, მარა ლკვერპულის ფანებს რაღა დაემართათ?! თუმცა, გამართლება არცერთ გულშემატკივარს არ აქვს, რომელიც მონაწილეობდა!! უბრალოდ სირცხვილია, ამ დონის კლუბებს და მათ ქომაგებს უდიდეს ზიანს აყენებს მსგავსი ქმედება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top