თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2016, 19:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3948,
კომენტარები: 13
UEFA-მ "იუნაიტედი" და "ლივერპული" დაადანაშაულა
ევროპის ლიგის მატჩში მონაწილე ორივე გუნდი ბრალდებულია.
UEFA-მ
UEFA-მ ბრალდება წაუყენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" ევროპის ლიგის მატჩში მომხდარი არეულობის გამო.

"იუნაიტედს" ბრალი ედება ტრიბუნაზე უწესრიგობაში, საგნების სროლასა და სექტორებს შორის გასასვლელის ბლოკირებაში. ხოლო "ლივერპულს" ბრალდება წაყენებული აქვს აკრძალული სკანდირების, ფაერების გამოყენების, ნივთების სროლის, ტრიბუნაზე უწესრიგობის გამოწვევისა და მატჩზე დაგვიანების მიზეზით.

დიდი მანჩესტერის პოლიციამ უკვე დააპატიმრა მატჩზე დამსწრე ხუთი გულშემატკივარი.

ინციდენტი გამოიწვია "ლივერპულის" გულშემატკივართა ასვლამ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, სადაც "იუნაიტედის" ფანები იმყოფებოდნენ და იქ კლუბის დროშის გაშლამ. ქვედა სექტორი კი ამ დროს სკანდირებდა მიუხენის ტრაგედიაში 1958 წელს გარდაცვალებულთა შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

გარდა ამისა, "თვითერზე" მიუნხენის ტრაგედიისადმი შეურაცხმყოფელი შეტყობინება გაავრცელა "ლივერპულის" აღზრდილმა ჯორდან უილიამსმა, რის გამოც მერსესაიდული კლუბი გამოძიებას აწარმოებს.

UEFA-მ "იუნაიტედი" და "ლივერპული" დაადანაშაულა


20 წლის ფეხბურთელმა "თვითერზე" განათავსა ვიდეო, რომელიც "ლივერპულის" გულშემატკივართა ზეიმს ასახავდა, მას კი თვითმფრინავისა და აპლოდისმენტების ნიშანი დაურთო.

გარკვეული რეაქციის შემდეგ უილიამსა ბოდიში მოიხადა და წაშალა "თვითი", მოგვიანებით კი ბოდიში მოიახადა და განაცხადა, რომ მისი აქაუნთი გატეხეს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
18 მარტი 2016 22:32
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უმსგავსო საქციელი და მეტი არაფერი, მით უმეტეს ფეხბურთელის მხრიდან. ნამდვილად დასასჯელია ასეთი ადამიანია და უეფამაც უნდა გამოიძიოს ყველაფერი
0
№12
ავტორი: zeg
19 მარტი 2016 01:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Sh.e.ve.ci mtel barsas tan minimum 2jer deda mov*** mesis ,vilasa da pedrosi aseve etoos ******i
0
№13
ავტორი: Memphis_Depay
19 მარტი 2016 09:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
magat jinaze mainc unda moegeot
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top