"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგზი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა მანჩესტერული დერბის შემდეგ კონკრეტულ სახეს მიიღებს.
"წითელი ეშმაკები" ამჟამად 4 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის", პრემიერ ლიგის 31-ე ტურში კი ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თუმცა კონკურენტებთან შედარებით მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
გიზმა მატჩის შესახებ განაცხადა: "თუ კვირას მოვიგებთ, ოთხეულში შესვლის დიდებული შანსი გვექნება. თუ ვერა - უფრო გაგვირთულდება.
ეს არის გამოწვევა. შენ ჩადიხარ შენს მეზობელთან, შენს ადგილობრივ მტერთან. გყავს კარგი გუნდი და ცდილობ მოგებას, სატურნირო ცხრილში მაღლა ასვლას.
მე რომ ვთამაშობდე, ამ კვირას მოუთმენლად დაველოდებოდი. ორი ბრწყინვალე თამაში - "ლივერპული" სახლში და "სიტი" გასვლაზე. საკმაოდ დიდებული კვირაა იმისთვის, რომ მოუთმენლად ელოდე".