თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3597,
კომენტარები: 12
გიგზი: "მოგება საქმეს გაადვილებს"
რაიან გიგზი ფიქრობს, რომ უახლოესი დერბი მოვლენათა განვითარებას დიდწილად უკვე გადაწყვეტს.
გიგზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგზი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა მანჩესტერული დერბის შემდეგ კონკრეტულ სახეს მიიღებს.

"წითელი ეშმაკები" ამჟამად 4 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის", პრემიერ ლიგის 31-ე ტურში კი ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თუმცა კონკურენტებთან შედარებით მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

გიზმა მატჩის შესახებ განაცხადა: "თუ კვირას მოვიგებთ, ოთხეულში შესვლის დიდებული შანსი გვექნება. თუ ვერა - უფრო გაგვირთულდება.

ეს არის გამოწვევა. შენ ჩადიხარ შენს მეზობელთან, შენს ადგილობრივ მტერთან. გყავს კარგი გუნდი და ცდილობ მოგებას, სატურნირო ცხრილში მაღლა ასვლას.

მე რომ ვთამაშობდე, ამ კვირას მოუთმენლად დაველოდებოდი. ორი ბრწყინვალე თამაში - "ლივერპული" სახლში და "სიტი" გასვლაზე. საკმაოდ დიდებული კვირაა იმისთვის, რომ მოუთმენლად ელოდე".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
16 მარტი 2016 21:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ორი მნიშვნელოვანი მატჩია და იმედია ორივეს არ წავაგებთ... შარშან პრინციპულ მატჩბეს მაინც ვიგებდით და წელს ეგეც აღარ გამოგვდის...
0
№12
ავტორი: Memphis_Depay
17 მარტი 2016 16:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
აი ოთხეულში რომ შევიდეთ რა ?! smile სამარცხვინოდ ვიასპარეზებთ ჩემპიონთა ლიგაზე და მაგას ჯობს ისევ ევროპა ლიგაზე გამოვიდეთ და მომავალ წელს სანამ ახალი მწვრთნელი გუნდს ახლიდან ააშენებს ჩემპიონთა ლიგისთვის დრო არამგონია იყოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top