თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2016, 23:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3958,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის კომენტარი "ვესტ ჰემთან" ფრის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ვესტ ჰემს" შორის დასრულებული სათასო შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, ლუი ვან გაალმა კი მატჩის შემდგომ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

ფრე შვებაა?

ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან როცა ჩემი გუნდის სულისკვეთებას უყურებ, ვერ იჯერებ. როცა "ლივერპულთან" მარცხდები, კლუბს დიდ დარტყმას აყენებ და ფეხბურთელებმა ეს იციან, რამდენიმე დღეში კი "ვესტ ჰემს" უნდა ეთამაშო. ეს ძალიან კარგი გუნდია და ამ მატჩისთვის მთელი კვირა ემზადებოდა. ჩვენ კი ორ დღეში უნდა აღგვედგინა ძალები, შემდეგ 1-0 ვმარცხდებოდით, ხოლო როცა ასეთ "ქამბექს" ახდენ - ეს ფანტასტიკურია. ჩემი ფეხბურთელების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო ამ მატჩისგან და ეს მნიშვნელოვანია.

ანგარიშის გათანაბრებისა და დიმიტრი პაიეს პენალტის საფუძველის შესახებ აზრი


ვიდეო ვნახე, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, შვაინშტაიგერმა მცველისგან დარტყმა მიიღო, ასე რომ, განზრახ არ გაუკეთებია. პაიემ, მეტ-ნაკლებად, სიმულაციას მიმართა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, კონტაქტი იყო, მაგრამ ასე არ დაეცემოდა. მსაჯის გადაწყვეტილების შესახებ კამათი შეიძლება. იგივეს თქმა შეიძლება "ლივერპულთან" მატჩზეც. მე ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, მსაჯმა წამებში უნდა გადაწყვიტოს. "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ეს უკვე ვთქვი და ახლაც იგივე მოხდა.

შვაინშტაიგერის გავლენა

ვფიქრობ, მან ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მან ითამაშა 50 წუთი, რაც 90-სგან განსხვავდება. ძალიან ბედნიერი ვიყავი მის და მატეო დარმიანის გამო. მან მხოლოდ სამი წუთი ითამაშა შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ, რადგან კიდევ ერთი ცვლილების გაკეთება მინდოდა. მანაც კარგად ითამაშა. ჩემს ფეხბურთელებს ბევრი კომპლიმენტი ვუთხარი.

გულშემატკივართა რეაქცია ფელაინის შეცვლაზე

ვფიქრობ, ფელაინიმ კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა. ჩვენს სათამაშო გეგმაში მან თავისი როლი კარგად შეასრულა, ასე რომ, გულშემატკივართა რეაქცია ერთადერთი მომენტი იყო, რომელმაც იმედი გამიცრუა. ამ კვირაში წაგებული ორი მატჩის მიუხედავად გულშემატკივარი მხარს გვიჭერდა. შესაძლოა, ჩემგან განსხვავებული აზრი აქვთ.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მარტი 2016 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მგონი ამან სხვა თამაშს უყურა, თორე წესიერი ადამიანი როგორ იტყვის ამას, რომ ამ მატჩისგან სიამოვნება მიიღეთო??? cerealguy
0
№2
ავტორი: Ueidi
13 მარტი 2016 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Rogor agtacebit laparakobs bicho mogeshleba nervebi aba ra iqneba rac manchesteris fani var aseti ususuroba gundis ar maxsovs da es moxarulia bichebis tamashit
0
№3
ავტორი: Count Alucard
13 მარტი 2016 23:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რა ქამბექზეა საუბარი? 1-1ს ქამბექს ეძახის ეს? საკუთარი ამბიციების გადახედვა სჭირდება აშკარად... ვესტ ჰემთან ოლდ ტრაფორდზე 1-1 თუ კარგ შედეგად მიაჩნია, თან ამ თამაშით ძალიან ცუდად ჰქონია საქმე...
0
№4
ავტორი: Best 7
13 მარტი 2016 23:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
***ამ თუ გაგაჯმევინოთ?
0
№5
ავტორი: Jubo
13 მარტი 2016 23:33
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
არაა ეს კაცი ნორმალური ხო? მემგონი მოიესი უფრო ამბიციური იყო ვიდრე ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: rezimankunia
13 მარტი 2016 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Qambeqio :DDDDDDDDDDD auchemi
0
№7
ავტორი: shotkin
13 მარტი 2016 23:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ქამბექიო :დდდდდ მე ქამბექი ვიცი სხვანაირი და ეს მგონი თავისი წესებით და სამყაროთი ცხოვრობს ფეხბურთში ვახ ვახ :Dდდდ რამდენ სისულელეს ბაზრობს დროზე მოაცილეთ
0
№8
ავტორი: გაბადაძე
14 მარტი 2016 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
სიამოვნება 90 წუთიდან მხოლოდ ბოლო 10 წუთში შეიძლება მიგეღო , areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№9
ავტორი: RojoDiablo
14 მარტი 2016 00:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფელაინის დაუსტვინეს თუ რა მოხდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Number 0
14 მარტი 2016 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ბასტის შემოსვლა გუნდზე მართლა მოქმედებს რადგან სპეციალისტია და იცის რა უნდა გააკეთოს ცდილობს რომ მისი ცოდნა სხვასაც გაუზიაროს (თავისიანს) რათა ისინი უკეთესნი გახდნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top