"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ვესტ ჰემს" შორის დასრულებული სათასო შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, ლუი ვან გაალმა კი მატჩის შემდგომ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
ფრე შვებაა?
ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან როცა ჩემი გუნდის სულისკვეთებას უყურებ, ვერ იჯერებ. როცა "ლივერპულთან" მარცხდები, კლუბს დიდ დარტყმას აყენებ და ფეხბურთელებმა ეს იციან, რამდენიმე დღეში კი "ვესტ ჰემს" უნდა ეთამაშო. ეს ძალიან კარგი გუნდია და ამ მატჩისთვის მთელი კვირა ემზადებოდა. ჩვენ კი ორ დღეში უნდა აღგვედგინა ძალები, შემდეგ 1-0 ვმარცხდებოდით, ხოლო როცა ასეთ "ქამბექს" ახდენ - ეს ფანტასტიკურია. ჩემი ფეხბურთელების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო ამ მატჩისგან და ეს მნიშვნელოვანია. ანგარიშის გათანაბრებისა და დიმიტრი პაიეს პენალტის საფუძველის შესახებ აზრი
ვიდეო ვნახე, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, შვაინშტაიგერმა მცველისგან დარტყმა მიიღო, ასე რომ, განზრახ არ გაუკეთებია. პაიემ, მეტ-ნაკლებად, სიმულაციას მიმართა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, კონტაქტი იყო, მაგრამ ასე არ დაეცემოდა. მსაჯის გადაწყვეტილების შესახებ კამათი შეიძლება. იგივეს თქმა შეიძლება "ლივერპულთან" მატჩზეც. მე ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, მსაჯმა წამებში უნდა გადაწყვიტოს. "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ეს უკვე ვთქვი და ახლაც იგივე მოხდა.
შვაინშტაიგერის გავლენა
ვფიქრობ, მან ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მან ითამაშა 50 წუთი, რაც 90-სგან განსხვავდება. ძალიან ბედნიერი ვიყავი მის და მატეო დარმიანის გამო. მან მხოლოდ სამი წუთი ითამაშა შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ, რადგან კიდევ ერთი ცვლილების გაკეთება მინდოდა. მანაც კარგად ითამაშა. ჩემს ფეხბურთელებს ბევრი კომპლიმენტი ვუთხარი.
გულშემატკივართა რეაქცია ფელაინის შეცვლაზე
ვფიქრობ, ფელაინიმ კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა. ჩვენს სათამაშო გეგმაში მან თავისი როლი კარგად შეასრულა, ასე რომ, გულშემატკივართა რეაქცია ერთადერთი მომენტი იყო, რომელმაც იმედი გამიცრუა. ამ კვირაში წაგებული ორი მატჩის მიუხედავად გულშემატკივარი მხარს გვიჭერდა. შესაძლოა, ჩემგან განსხვავებული აზრი აქვთ.