თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2016, 18:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 13701,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-6 რაუნდი
თარიღი: კვირა, 13 მარტი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: არტინ ატკინსონი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, ჯონსი, იანგი, უ.კინი, ბორტუიკ-ჯექსონი, რუნი
დისკვალიფიკაცია: მატა (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: იანგი
განაცხადი:De Gea, Romero, J Pereira, Darmian, Riley, Rojo, Varela, Valencia, Love, Borthwick-Jackson, Fosu-Mensah, Jones, Blind, Smalling, Poole, McNair, Schneiderlin, Herrera, Rothwell, Fellaini, Carrick, Weir, A Pereira, Lingard, Januzaj, Depay, Martial, Rashford
დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გამოტოვებს ხუან მატა, მაგრამ შემადგენლობას უბრუნდება ჯესი ლინგარდი, რომელმაც ევროპის ლიგის შეხვედრაში ვერ ითამაშა. ანტონიო ვალენსიამ ახალგაზრდულ გუნდში 45 წუთი ითამაშა. ადნან იანუზაი და ტიმოთი ფოსუ-მენსა გუნდში ბრუნდებიან. რუნი, შოუ და იანგი კვლავ ტრავმირებულნი არიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


ტრავმირებულები: კოლინზი, რიდი, ჯენკინსონი, ტომკინსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
მიუწვდომელი: ბაირამი
განაცხადი: Adrian, Randolph, O'Brien, Ogbonna, Cresswell, Oxford, Noble, Kouyate, Song, Obiang, Moses, Lanzini, Payet, Antonio, Valencia, Carroll, Emenike, Sakho.

"ჩაქუჩების" შემადგენლობას უბრუნდებიან ენერ ვალენსია, ვიქტორ მოზესი და ჯოი ო'ბრაიანი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 47 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-წ-წ


გასვლაზე "ვესტ ბრომთან" წაგების შემდეგ გუნდი პრემიერ ლიგაში 47 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 4 თამაში მოიგო და მათში 12 გოლი გაიტანა - ზუსტად იმდენი, რამდენიც "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ წინა 13 მატჩში.

ინგლისის თასი

ინგლისის თასი 11-ჯერ მოიგეს ("არსენალის" შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგი), უკანასკნელად 2004 წელს, როცა "მილენიუმზე" "მილუოლს" 3-0 სძლიეს.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე-6 რაუნდში "არსენალთან" "ოლდ ტრაფორდზე" მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ დაასრულეს.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში "იუნაიტედმა" "შეფილდ იუნაიტედი" დაამარცხა 1-0 უეინ რუნის მიერ გატანილი თეთმეტმეტრიანი დარტყმით, მე-4 რაუნდში გასვლაზე "დერბი ქაუნთის" სძლია 1-3, ხოლო მე-5 რაუნდში "შრუსბერის" 3-0.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასის მე-6 რაუნდში პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო ორი მატჩი წააგო ერთნაირი ანგარიშით 1-2 - 2014 "სუონსისთან", 2015 წელს "არსენალთან".

"იუნაიტედმა" ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ სამ მატჩში ერთადერთი გოლი გაუშვა.

ლუი ვან გაალმა ინგლისის თასზე ჩატარებული 8 შეხვედრიდან 6 მოიგო - 6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე–5 ადგილი, 49 ქულა (პრემიერ ლიგა


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-ფ-მ-მ-მ-მ


გასვლაზე "ევერტონის" დამარცხების შემდეგ გუნდი 49 ქულით მე-6 ადგილს იკავებს პრემიერ ლიგაში.

"ვესტ ჰემმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან 10 მოიგო - 10 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.

ინგლისის თასი

"ვესტ ჰემი" ინგლისის თასის სამგზის მფლობელია - 1964, 1975 და 1980 წლებში.

"ჩაქუჩები" ორჯერ დამარცხდნენ ტურნირის ფინალში - 1923 და 2006 წლებში.

უკანასკნელად ტურნირის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

2011 წლის შემდეგ "ვესტ ჰემი" პირველად გავიდა ინგლისის თასის მეოთხედფინალში.

მიმდინარე სეზონის გათამაშებაში მესამე რაუნდში "ვულვერჰემპტონს" სძლიეს 1-0, მეოთხე რაუნდში გადათამაშებაში დაამარცხეს "ლივერპული" 2-1, ხოლო მეხუთე რაუნდში "ბლექბერნი" 5-1 გაანადგურეს.

ინგლისის თასის მიმდინარე სეზონის გათამაშების ბოლო 2 მატჩში "ჩაქუჩებმა" 7 გოლი გაიტანეს.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი – 14 გოლი (7 ლიგაში).

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: პაიე - 10 გოლი (8 ლიგაში)

"ვესტ ჰემის" შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში ნახევარმცველმა მაიკლ ანტონიომ 3 გოლი გაიტანა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 131-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 61-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ვესტ ჰემმა" 42-ჯერ, ხოლო 28 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ჩაქუჩებს" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო 9 მატჩში არ მოუგიათ (8 მოგება, 1 ფრე).

ინგლისის თასზე

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ. ორივე გუნდმა 4-4 გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა, რასაც გადათამაშება მოჰყვა.

ინგლისის თასზე გუნდები კენჭისყრის შედეგად 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თითოეული კლუბი ორ-ორჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე, წარმატებები კი გუნდებმა მონაცვლეობით იზეიმეს.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ვესტ ჰემი"

5 დეკემბერი, 2015 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 "ვესტ ჰემი"

16 იანვარი, 2013 წელი
ინგლისის თასის მე-3 რაუნდის გადათამაშება (პირველი მატჩი 2-2)
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 9'

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩი განსაჯა, 132 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.
მატჩის წინ
17 კომენტარი
№1
ავტორი: s.a.b.a
12 მარტი 2016 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
shavaina rato araa
0
№2
ავტორი: temo-scholes
12 მარტი 2016 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ეეეხხხ... feel no
0
№3
ავტორი: zeg
12 მარტი 2016 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Erti vici marto , uxeshi tamashi iqneba. Ori sashualo donis inglisuri klubis jaxia.S A M W U X A R O A
0
№4
ავტორი: Mufc7
12 მარტი 2016 18:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ისე, რა საინტერესო ფაქტია wink იმათი ორი ფეხბურთელის გვარების შეერთებით ჩვენი ერთი ფეხბურთელის სახელსა და გვარს ვიღებთ wink love და იმედია , ანტონიო ვალენსიას ვიხილავთ ამ შემადგენლობაშიც wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
12 მარტი 2016 19:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან რთული მატჩი იქნება, თან წინ ლივერპულია და მერე სიტი areyoukiddingme ყველაზე ცუდი თვე გვაქვს
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 მარტი 2016 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგ ფორმაშია ვესტ ჰემი და დარწმუნებული ვარ ძალიან რთული შეხვედრა გვექნება. კონტრ-შეტევებზე მშვენივრად თამაშობს ბილიჩის გუნდი და ამ მხრივ ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა არც პირველ ნომრად უჭირთ თამაში.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
12 მარტი 2016 20:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Mufc7
ისე, რა საინტერესო ფაქტია wink იმათი ორი ფეხბურთელის გვარების შეერთებით ჩვენი ერთი ფეხბურთელის სახელსა და გვარს ვიღებთ wink love და იმედია , ანტონიო ვალენსიას ვიხილავთ ამ შემადგენლობაშიც wink


ამხელა პრევიუში მაგის მეტი რომ არაფერი გაგახსენდება, ე.ი. მართლა გყვარებია 3d_2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Mufc7
12 მარტი 2016 22:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Mufc7
ისე, რა საინტერესო ფაქტია wink იმათი ორი ფეხბურთელის გვარების შეერთებით ჩვენი ერთი ფეხბურთელის სახელსა და გვარს ვიღებთ wink love და იმედია , ანტონიო ვალენსიას ვიხილავთ ამ შემადგენლობაშიც wink


ამხელა პრევიუში მაგის მეტი რომ არაფერი გაგახსენდება, ე.ი. მართლა გყვარებია 3d_2

mocking2 კიიდე გამახსენდა რაღაც,მარტო ეს კი არა 3d_7
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: Count Alucard
12 მარტი 2016 22:47
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
აქაც, რომ ვერ მოვიგოთ უკვე სირცხვილია... ამდენი დამცირების ატანა აღარ შეიძლება...
0
№10
ავტორი: RojoDiablo
12 მარტი 2016 23:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Mufc7
კიიდე გამახსენდა რაღაც,მარტო ეს კი არა

ფორ იგზემფალ, ვათ? ალბათ, ასე ლაპარაკობს ის ინგლისურად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top