თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2016, 18:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 13705,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-6 რაუნდი
თარიღი: კვირა, 13 მარტი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: არტინ ატკინსონი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, ჯონსი, იანგი, უ.კინი, ბორტუიკ-ჯექსონი, რუნი
დისკვალიფიკაცია: მატა (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: იანგი
განაცხადი:De Gea, Romero, J Pereira, Darmian, Riley, Rojo, Varela, Valencia, Love, Borthwick-Jackson, Fosu-Mensah, Jones, Blind, Smalling, Poole, McNair, Schneiderlin, Herrera, Rothwell, Fellaini, Carrick, Weir, A Pereira, Lingard, Januzaj, Depay, Martial, Rashford
დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გამოტოვებს ხუან მატა, მაგრამ შემადგენლობას უბრუნდება ჯესი ლინგარდი, რომელმაც ევროპის ლიგის შეხვედრაში ვერ ითამაშა. ანტონიო ვალენსიამ ახალგაზრდულ გუნდში 45 წუთი ითამაშა. ადნან იანუზაი და ტიმოთი ფოსუ-მენსა გუნდში ბრუნდებიან. რუნი, შოუ და იანგი კვლავ ტრავმირებულნი არიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


ტრავმირებულები: კოლინზი, რიდი, ჯენკინსონი, ტომკინსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
მიუწვდომელი: ბაირამი
განაცხადი: Adrian, Randolph, O'Brien, Ogbonna, Cresswell, Oxford, Noble, Kouyate, Song, Obiang, Moses, Lanzini, Payet, Antonio, Valencia, Carroll, Emenike, Sakho.

"ჩაქუჩების" შემადგენლობას უბრუნდებიან ენერ ვალენსია, ვიქტორ მოზესი და ჯოი ო'ბრაიანი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 47 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-წ-წ


გასვლაზე "ვესტ ბრომთან" წაგების შემდეგ გუნდი პრემიერ ლიგაში 47 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 4 თამაში მოიგო და მათში 12 გოლი გაიტანა - ზუსტად იმდენი, რამდენიც "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ წინა 13 მატჩში.

ინგლისის თასი

ინგლისის თასი 11-ჯერ მოიგეს ("არსენალის" შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგი), უკანასკნელად 2004 წელს, როცა "მილენიუმზე" "მილუოლს" 3-0 სძლიეს.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე-6 რაუნდში "არსენალთან" "ოლდ ტრაფორდზე" მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ დაასრულეს.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში "იუნაიტედმა" "შეფილდ იუნაიტედი" დაამარცხა 1-0 უეინ რუნის მიერ გატანილი თეთმეტმეტრიანი დარტყმით, მე-4 რაუნდში გასვლაზე "დერბი ქაუნთის" სძლია 1-3, ხოლო მე-5 რაუნდში "შრუსბერის" 3-0.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასის მე-6 რაუნდში პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო ორი მატჩი წააგო ერთნაირი ანგარიშით 1-2 - 2014 "სუონსისთან", 2015 წელს "არსენალთან".

"იუნაიტედმა" ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ სამ მატჩში ერთადერთი გოლი გაუშვა.

ლუი ვან გაალმა ინგლისის თასზე ჩატარებული 8 შეხვედრიდან 6 მოიგო - 6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე–5 ადგილი, 49 ქულა (პრემიერ ლიგა


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-ფ-მ-მ-მ-მ


გასვლაზე "ევერტონის" დამარცხების შემდეგ გუნდი 49 ქულით მე-6 ადგილს იკავებს პრემიერ ლიგაში.

"ვესტ ჰემმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან 10 მოიგო - 10 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.

ინგლისის თასი

"ვესტ ჰემი" ინგლისის თასის სამგზის მფლობელია - 1964, 1975 და 1980 წლებში.

"ჩაქუჩები" ორჯერ დამარცხდნენ ტურნირის ფინალში - 1923 და 2006 წლებში.

უკანასკნელად ტურნირის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

2011 წლის შემდეგ "ვესტ ჰემი" პირველად გავიდა ინგლისის თასის მეოთხედფინალში.

მიმდინარე სეზონის გათამაშებაში მესამე რაუნდში "ვულვერჰემპტონს" სძლიეს 1-0, მეოთხე რაუნდში გადათამაშებაში დაამარცხეს "ლივერპული" 2-1, ხოლო მეხუთე რაუნდში "ბლექბერნი" 5-1 გაანადგურეს.

ინგლისის თასის მიმდინარე სეზონის გათამაშების ბოლო 2 მატჩში "ჩაქუჩებმა" 7 გოლი გაიტანეს.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი – 14 გოლი (7 ლიგაში).

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: პაიე - 10 გოლი (8 ლიგაში)

"ვესტ ჰემის" შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში ნახევარმცველმა მაიკლ ანტონიომ 3 გოლი გაიტანა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 131-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 61-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ვესტ ჰემმა" 42-ჯერ, ხოლო 28 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ჩაქუჩებს" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო 9 მატჩში არ მოუგიათ (8 მოგება, 1 ფრე).

ინგლისის თასზე

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ. ორივე გუნდმა 4-4 გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა, რასაც გადათამაშება მოჰყვა.

ინგლისის თასზე გუნდები კენჭისყრის შედეგად 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თითოეული კლუბი ორ-ორჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე, წარმატებები კი გუნდებმა მონაცვლეობით იზეიმეს.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ვესტ ჰემი"

5 დეკემბერი, 2015 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 "ვესტ ჰემი"

16 იანვარი, 2013 წელი
ინგლისის თასის მე-3 რაუნდის გადათამაშება (პირველი მატჩი 2-2)
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 9'

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩი განსაჯა, 132 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.
მატჩის წინ
17 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
13 მარტი 2016 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვესტ ჰემი არ წაგებს ამ თამაშს
0
№12
ავტორი: Mufc7
13 მარტი 2016 00:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Mufc7
კიიდე გამახსენდა რაღაც,მარტო ეს კი არა

ფორ იგზემფალ, ვათ? ალბათ, ასე ლაპარაკობს ის ინგლისურად

აუ wink რადა,
ანტონიო ვალენსიამ ახალგაზრდულ გუნდში 45 წუთი ითამაშა.
feel
და ჰო, იმდენად უყვარს თავისი მშობლიური ენა, რომ მის გარეშე არ შეუძლიაა,ლაპარაკით არ ლაპარაკობს, თორემ წერა იცის 3d_12
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2016 01:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Mufc7

და ჰო, იმდენად უყვარს თავისი მშობლიური ენა, რომ მის გარეშე არ შეუძლიაა,ლაპარაკით არ ლაპარაკობს, თორემ წერა იცის


წერა იცის ლათინური ასოებით, თორემ ისე მაინც ესპანურად წერს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Mufc7
13 მარტი 2016 01:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Mufc7

და ჰო, იმდენად უყვარს თავისი მშობლიური ენა, რომ მის გარეშე არ შეუძლიაა,ლაპარაკით არ ლაპარაკობს, თორემ წერა იცის


წერა იცის ლათინური ასოებით, თორემ ისე მაინც ესპანურად წერს.

ინგლისურად უწერია ხოლმე, როგორ მიჰყავს დილით შვილი სკოლაში, როგორი კარგია, როცა ვარჯიშს უბრუნდება, როგორ უყვარს ცოლი და დედა, და სხვა მრავალი recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№15
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2016 01:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Mufc7
ინგლისურად უწერია ხოლმე, როგორ მიჰყავს დილით შვილი სკოლაში, როგორი კარგია, როცა ვარჯიშს უბრუნდება, როგორ უყვარს ცოლი და დედა, და სხვა მრავალი


ჰო, ასე, ით ცას ნიცე თუ მით მაი ფრენდზ ანდერ ზე თრეინინგ, ბიქოზ აი ლავ მაი ვაი, მოზერ ან მენი ოზერ თინგს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Mufc7
13 მარტი 2016 02:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Mufc7
ინგლისურად უწერია ხოლმე, როგორ მიჰყავს დილით შვილი სკოლაში, როგორი კარგია, როცა ვარჯიშს უბრუნდება, როგორ უყვარს ცოლი და დედა, და სხვა მრავალი


ჰო, ასე, ით ცას ნიცე თუ მით მაი ფრენდზ ანდერ ზე თრეინინგ, ბიქოზ აი ლავ მაი ვაი, მოზერ ან მენი ოზერ თინგს

wink აუუ! wink ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელეებ aggressive2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№17
ავტორი: giorgi_gio100
13 მარტი 2016 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
გაუმარჯოს ბრატცი<3 სილკზე აცჰვენებენ ტუ იციტ? :*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top