თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 10259,
კომენტარები: 13
რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი
მთავარი მწვრთნელობის ფრანგი კანდიდატი, რომელიც კარგად იცნობს "იუნაიტედს".
რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი
პოლ უილკსი: "რა თქმა უნდა, მან სუსტ ჩემპიონატში დიდხანს ითამაშა, მაგრამ, სხვა ყველაფრის გარდა, იგი უმაღლეს პროფესიონალიზმს ავლენს".

გამუდმებული ჭორები, რომლებიც ვან გაალის სავარაუდო შემცვლელს ეხება, მხოლოდ ჟოზე მოურინიოს, მაურისიო პოჩეტინოსა და რაიან გიგზის შესახებ დადის.

ხსენებული ტრიოს თითოეული წევრი ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან მიდგომით, ადამიანური მახასიათებლებით და გამოცდილებით, ამის ფონზე კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ "იუნაიტედის" დირექტორთა საბჭომ არცთუ ცხადად იცის, როგორი უნდა იყოს ახალი მწვრთნელი.

სულ ახლახანს რობი სევიჯმა რადიოში უმღერა მარკ ჰიუზს, თავის ყოფილ მწვრთნელს უელსის ნაკრებსა და "ბლექბერნში" და მის მიერ გაწეულ სამსახურს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა საკლუბო ფეხბურთში. როცა მას სთხოვეს, დაესახელებინა მისი ანტიპოდი, მან ბლანი დაასახელა: "და რა მოიგო?" - დაასრულა ყოფილმა ნახევარმცველმა, შემდეგ კი თავისი მოსაზრება იმით გაამყარა, რომ ფრანგს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი


თუმცა, იგივეს თქმა შეიძლებოდა ჟოზე მოურინიოზე, როცა მან 2004 წელს "ჩელსი" ჩაიბარა, ისევე, როგორც პეპ გვარდიოლაზე, რომელიც მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით ბლანი ნაკლებ აღიარებას იღებს, თუმცა ეს გაუგებარია მისი მიღწევებიდან გამომდინარე.

სერიული გამარჯვებული

ყოფილი ცენტრალური მცველი პსჟ-ს სათავეში უკვე მესამე სეზონს ატარებს და ფრანგულ ტრებლთან ახლოსაა. ლიგა 1-ში მისი გუნდი უახლოეს მდევარს 23 ქულით აჭარბებს.

ფრანგული კლუბის სათავეში ყოფნის პირველ წელს ბლანმა დუბლი გააკეთა, მომდევნოში - საშინაო ტრებლი. პსჟ-ს მხოლოდ 4 ქულა აშორებს მორიგ ჩემპიონობამდე, ამასთან ერთად კი შარშანდელი ჰეთ-ტრიკის გაკეთებაც შეუძლია, თუკი მოიგებს საფრანგეთის თასს (მეოთხედფინალური სტადია) და საფრანგეთის ლიგის თასს (ფინალი).

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პსჟ საფრანგეთის სხვა გუნდებს ერთი თავით აჭარბებს, მაგრამ ეს ბლანის დამსახურებაც ხომ არის. ლიგა 1-ში არსებული კონკურენციის ნაკლებობა შიშს იწვევს, მაგრამ ასეთი შენიშვნა ხშირად იმის გამო გამოიყენება, რომ ევროპის სხვა ტოპ-კლუბების, მათ შორის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნის" წარმატებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ.

რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი


პსჟ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გადიოდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, წელს კი ეს ზედიზედ მესამედ გააკეთა. "ბენფიკა", "ჩელსი", "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" ერთადერთნი არიან, რომელთაც ბლანის გუნდი დაამარცხეს ამ ტურნირზე, ფრანგმა კი თავის მხრივ დაამარცხა მოურინიოსა და ჰიდინკის "ჩელსი", ხოლო გასულ წელს "ბარსელონაც".

კრიტიკოსების ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი არის ფრანგთა განუსაზღვრელი სიმდიდრე, რომელიც მათ სათამაშო უპირატესობას სძენს და რომელიც გააჩნია ევროპის მრავალ კლუბს, მათ შორის "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს", მაგრამ ბოლო პერიოდში ვერცერთი მათგანი ვერ აღწევს ისეთ წარმატებას, როგორსაც პსჟ. "იუნაიტედი", მიუხედავად ხარჯებისა, რეგრესირებს კიდეც.

ფული არ არის წარმატების გარანტია, ამიტომ ბლანი იმსახურებს სტაბილურობისა და ვარსკვლავებით სავსე გასახდელში სიმშვიდის შენარჩუნებაში მისი ნამუშევრის დაფასებას.

მის კონტროლქვეშ

ყველაფერი როდი იყო ასე ტკბილად. მარჯვენა მცველ სერჟ ორიესთან დაკავშირებული ეპიზოდი ჯგუფური ეთიკის გამოწვევაა. ხანდახან ზლატან იბრაჰიმოვიჩს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, თუმცა ბლანი არ არის პირველი მწვრთნელი, რომელმაც ნიჭიერი ფეხბურთელები გუნდის სასარგებლოდ გააერთიანა: სერ ალექს ფერგიუსონმა იცოდა, როდის და როგორი მიდგომა იყო საჭირო ფეთქებად ერიკ კანტონასთან.

თავის განკარგულებაში არსებული მაღალი დონის ფეხბურთელების ფონზე, ბლანი აქცენტის გაკეთებას თავისი გუნდის ძლიერ მხარეებზე ამჯობინებს და თავის თამაშს არ აგებს მოწინააღმდეგის მიხედვით, რაც სავსებით განსხვავდება ვან გაალის მიერ გამოყენებული ტაქტიკისგან.

ბლანმა კონტრაქტი გასულ თვეში 2018 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ ამან არ უნდა დააფრთხოს პოტენციური დამქირავებლები, რომლებიც მისი სახით იდეალურ კანდიდატს ხედავენ. თუმცა პერსპექტივა იმისა, რომ მას წასვლა მოუნდება, ამჟამად ძალიან დაბალია.

რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი


ბლანის გუნდებს ბურთის კონტროლი უყვართ. ნათელია, მის სამწვრთნელო სტილზე "ბარსელონაში" თამაშმა მოახდინა გავლენა. მცველმა "კამპ ნოუზე" ერთადერთი სეზონი გაატარა. იგი შეიძინეს იმავე დღეს, როცა დაითხოვეს იოჰან კრუიფი, მაგრამ ჰოლანდიელის ფილოსოფიის გავლენა ბლანის სამუშაოზე დღესავით ნათელია.

პსჟ-ცა და "ბორდოც" საფრანგეთის ჩემპიონატში ბურთის ფლობის მიხედვით პირველ ადგილს იკავებდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი პარიზელებს მხოლოდ "ბარსელონა" და "ბაიერნი" ჯობნიან.

წარმატება "ბორდოში"

თავის პირველ კლუბ "ბორდოსთან" ერთად მან არა მარტო მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და მომდევნო სეზონში თასი, არამედ გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში. ეს იყო "ბორდოს" პირველი ჩემპიონობა 10 წლის განმავლობაში და მისი წასვლის შემდეგ ჟირონდინელებს არასდროს დაუმთავრებიათ სეზონი პირველ ოთხეულში.

ბლანი დიდ კლუბებს მიეჩვია. "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობა მას მხოლოდ გამოადგა პრესასა და გულშემატკივართან ურთიერთობაში.



50 წლის სპეციალისტი მოსალოდნელ სტანდარტებს იცნობს, სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობამ კი პოზიტიურად იმოქმედა მის სამწვრთნელო მეთოდებზე.

საფრანგეთის ნაკრებისა და "წითელი ეშმაკების" ყოფილი მეკარე ფაბიენ ბარტეზი:

"ლორანი აღმერთებდა ფერგიუსონს, ფერგიუსონი კი მას. ბევრს საუბრობდნენ, აზრებს გამოთქვამდნენ ფეხბურთზე, რომელიც ემყარება ნდობას, უდიდეს სიყვარულს და საკუთარი ფეხბურთელების დაცვას".

ვან გაალმა აღიარა, რომ "იუნაიტედმა" მას სამსახური ახალგაზრდებისადმი თავისი დამოკიდებულების გამო შესთავაზა, მაგრამ არც ბლანი ჩამოუვარდება მას.

რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი


მიუხედავად პსჟ-ს სოლიდური ოქროს რეზერვისა, ფრანგმა პირველ გუნდში შანსი მისცა ახალგაზრდა ადრიან რაბიოს, კინგსლი კომანს, ერვენ ონჟენდს, პრენილ კიმპბელეს და ჟან-კევინ ოგუსტენს, ასევე შეიძინა ახალგაზრდა მარკინიოსი და ლუკას დინი.

მსოფლიო ჩემპიონი ფორმის აღდგენაში დაეხმარა დი მარიასაც, რომელსაც ვან გაალის "იუნაიტედში" წარუმატებელი სეზონი ჰქონდა.

ბლანი: "მისი ინდივიდუალური უნარები გუნდის სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. ამაში განსაკუთრებული არაფერია".



ხანგრძლივი განვითარება

"მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორთა საბჭო, როგორც ჩანს, უპირატესობას ანიჭებს ჟოზე მოურინიოს თავისი ბოლო დროინდელი დამსახურებებისა და დიდძალი თანხის ჭკვიანურად ხარჯვის უნარის გამო. პოჩეტინოს შეუძლია სანახაობრივი ფეხბურთისა და ახალგაზრდებთან წარმატებული სამუშაოს შეთავაზება, გიგზს - დიდებული წლები და გულშემატკივართა სიყვარული.

ბლანი კი მოიცავს ყოველივე ზემოხსენებულს, რაც მას ვან გაალის შეცვლის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კანდიდატს ხდის.

წყარო: fourfourrwo
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: zeg
12 მარტი 2016 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Gigzi - mtavari sqoulzi-asistenti.sauketeso variantia da dideba isev dabrundeba ocnebata teatrshi.
0
№2
ავტორი: Best 7
12 მარტი 2016 14:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგი იქნებოდა ბლანი თანაც ერთ დროს მანჩესტერშიც თამაშობდა
0
№3
ავტორი: Count Alucard
12 მარტი 2016 15:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მე ძალიან მომწონს ბლანის კანდიდატურა, თუ ბლანი ჩვენთან მოვა და მოურინიო პსჟ-ში არ იქნება ცუდი ვარიანტი... არც ისე დიდია არჩევანი და სწორ პიროვნებაზე უნდა შეჩერდეს გუნდის ხელმძღვანელობა, როგორც ვხედავთ პირველმა ორმა ვარიანტმა არ გაამართლა და მესამეც წარუმატებელი არ უნდა იყოს...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
12 მარტი 2016 15:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მშვენიერი გუნდი ჰყავს ისედაც და კარგ ფეხბურთსაც ათამაშებს. წელს კარგად წავლენ წინ, მაგარი სასტავი შეიკრა ძაან

მოურინიოზე კარგი ვარიანტი არ არის და სანამ ისევ დროა დაითრიონ
0
№5
ავტორი: lefty
12 მარტი 2016 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
წარმატებული კია მარა ფრანგული ჩემპიონატია სუსტი
0
№6
ავტორი: ilker
12 მარტი 2016 16:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
blanma anchelotis mier awyobil gundshi miagwia warmatebas, ase rom misi naklebad mjera. mou an ancheloti tu mwvrtnelis shecvla undat amatgan ert-erti airchion
0
№7
ავტორი: deqstera
12 მარტი 2016 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
აქ მეორე არის, რატო უნდა დატოვოს პსჟ??
0
№8
ავტორი: temo-scholes
12 მარტი 2016 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: zeg
Gigzi - mtavari sqoulzi-asistenti.sauketeso variantia da dideba isev dabrundeba ocnebata teatrshi.

+1
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 მარტი 2016 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი მწვრთნელია უდაოდ ბლანი, მაგრამ მე პირადად არ მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს მანჩესტერის მწვრთნელი. ინგლისური ფეხბურთი ყველასაგან განსხვავებული ფეხბურთია. კიი გასაგებია, რომ ბლანი მანჩესტერში თამაშობდა და ასე თუ ისე იცის პრემიერ ლიგის შესახებ, მაგრამ იყო ფეხბურთლეი და იყო მწვრთნელი სულ სხვა რამეა, მითუმეტეს მანჩესტერის მწვრთნელი ხო საერთოდ. მოუზე კარგ ვარიანტს მე პირადად ვერავის ვხედავ.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
12 მარტი 2016 20:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ის, რომ ბორდოსთან ერთად რაღაცას მიაღწია, მე საზომად არ მიმაჩნია და ასე რომ იყოს, მე უკეთესი კანდიდატი მეგულება ამისთვის, საქმე იმაშია, ვინ გააგდო მანამდე და როგორ.

ეს იქით იყოს და, რატომ ითვლება, რომ ეს დიდი მწვრთნელია, მაინც ვერ მივხვდი. გასაგებია, რომ თავის თამაშზე უარს არ ამბობს, მაგრამ ამით მხოლოდ ჩელსისთან ნახა სარგებელი და არა ბარსასთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top