თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 10265,
კომენტარები: 13
რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი
მთავარი მწვრთნელობის ფრანგი კანდიდატი, რომელიც კარგად იცნობს "იუნაიტედს".
რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი
პოლ უილკსი: "რა თქმა უნდა, მან სუსტ ჩემპიონატში დიდხანს ითამაშა, მაგრამ, სხვა ყველაფრის გარდა, იგი უმაღლეს პროფესიონალიზმს ავლენს".

გამუდმებული ჭორები, რომლებიც ვან გაალის სავარაუდო შემცვლელს ეხება, მხოლოდ ჟოზე მოურინიოს, მაურისიო პოჩეტინოსა და რაიან გიგზის შესახებ დადის.

ხსენებული ტრიოს თითოეული წევრი ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან მიდგომით, ადამიანური მახასიათებლებით და გამოცდილებით, ამის ფონზე კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ "იუნაიტედის" დირექტორთა საბჭომ არცთუ ცხადად იცის, როგორი უნდა იყოს ახალი მწვრთნელი.

სულ ახლახანს რობი სევიჯმა რადიოში უმღერა მარკ ჰიუზს, თავის ყოფილ მწვრთნელს უელსის ნაკრებსა და "ბლექბერნში" და მის მიერ გაწეულ სამსახურს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა საკლუბო ფეხბურთში. როცა მას სთხოვეს, დაესახელებინა მისი ანტიპოდი, მან ბლანი დაასახელა: "და რა მოიგო?" - დაასრულა ყოფილმა ნახევარმცველმა, შემდეგ კი თავისი მოსაზრება იმით გაამყარა, რომ ფრანგს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი


თუმცა, იგივეს თქმა შეიძლებოდა ჟოზე მოურინიოზე, როცა მან 2004 წელს "ჩელსი" ჩაიბარა, ისევე, როგორც პეპ გვარდიოლაზე, რომელიც მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით ბლანი ნაკლებ აღიარებას იღებს, თუმცა ეს გაუგებარია მისი მიღწევებიდან გამომდინარე.

სერიული გამარჯვებული

ყოფილი ცენტრალური მცველი პსჟ-ს სათავეში უკვე მესამე სეზონს ატარებს და ფრანგულ ტრებლთან ახლოსაა. ლიგა 1-ში მისი გუნდი უახლოეს მდევარს 23 ქულით აჭარბებს.

ფრანგული კლუბის სათავეში ყოფნის პირველ წელს ბლანმა დუბლი გააკეთა, მომდევნოში - საშინაო ტრებლი. პსჟ-ს მხოლოდ 4 ქულა აშორებს მორიგ ჩემპიონობამდე, ამასთან ერთად კი შარშანდელი ჰეთ-ტრიკის გაკეთებაც შეუძლია, თუკი მოიგებს საფრანგეთის თასს (მეოთხედფინალური სტადია) და საფრანგეთის ლიგის თასს (ფინალი).

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პსჟ საფრანგეთის სხვა გუნდებს ერთი თავით აჭარბებს, მაგრამ ეს ბლანის დამსახურებაც ხომ არის. ლიგა 1-ში არსებული კონკურენციის ნაკლებობა შიშს იწვევს, მაგრამ ასეთი შენიშვნა ხშირად იმის გამო გამოიყენება, რომ ევროპის სხვა ტოპ-კლუბების, მათ შორის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნის" წარმატებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ.

რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი


პსჟ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გადიოდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, წელს კი ეს ზედიზედ მესამედ გააკეთა. "ბენფიკა", "ჩელსი", "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" ერთადერთნი არიან, რომელთაც ბლანის გუნდი დაამარცხეს ამ ტურნირზე, ფრანგმა კი თავის მხრივ დაამარცხა მოურინიოსა და ჰიდინკის "ჩელსი", ხოლო გასულ წელს "ბარსელონაც".

კრიტიკოსების ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი არის ფრანგთა განუსაზღვრელი სიმდიდრე, რომელიც მათ სათამაშო უპირატესობას სძენს და რომელიც გააჩნია ევროპის მრავალ კლუბს, მათ შორის "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს", მაგრამ ბოლო პერიოდში ვერცერთი მათგანი ვერ აღწევს ისეთ წარმატებას, როგორსაც პსჟ. "იუნაიტედი", მიუხედავად ხარჯებისა, რეგრესირებს კიდეც.

ფული არ არის წარმატების გარანტია, ამიტომ ბლანი იმსახურებს სტაბილურობისა და ვარსკვლავებით სავსე გასახდელში სიმშვიდის შენარჩუნებაში მისი ნამუშევრის დაფასებას.

მის კონტროლქვეშ

ყველაფერი როდი იყო ასე ტკბილად. მარჯვენა მცველ სერჟ ორიესთან დაკავშირებული ეპიზოდი ჯგუფური ეთიკის გამოწვევაა. ხანდახან ზლატან იბრაჰიმოვიჩს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, თუმცა ბლანი არ არის პირველი მწვრთნელი, რომელმაც ნიჭიერი ფეხბურთელები გუნდის სასარგებლოდ გააერთიანა: სერ ალექს ფერგიუსონმა იცოდა, როდის და როგორი მიდგომა იყო საჭირო ფეთქებად ერიკ კანტონასთან.

თავის განკარგულებაში არსებული მაღალი დონის ფეხბურთელების ფონზე, ბლანი აქცენტის გაკეთებას თავისი გუნდის ძლიერ მხარეებზე ამჯობინებს და თავის თამაშს არ აგებს მოწინააღმდეგის მიხედვით, რაც სავსებით განსხვავდება ვან გაალის მიერ გამოყენებული ტაქტიკისგან.

ბლანმა კონტრაქტი გასულ თვეში 2018 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ ამან არ უნდა დააფრთხოს პოტენციური დამქირავებლები, რომლებიც მისი სახით იდეალურ კანდიდატს ხედავენ. თუმცა პერსპექტივა იმისა, რომ მას წასვლა მოუნდება, ამჟამად ძალიან დაბალია.

რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი


ბლანის გუნდებს ბურთის კონტროლი უყვართ. ნათელია, მის სამწვრთნელო სტილზე "ბარსელონაში" თამაშმა მოახდინა გავლენა. მცველმა "კამპ ნოუზე" ერთადერთი სეზონი გაატარა. იგი შეიძინეს იმავე დღეს, როცა დაითხოვეს იოჰან კრუიფი, მაგრამ ჰოლანდიელის ფილოსოფიის გავლენა ბლანის სამუშაოზე დღესავით ნათელია.

პსჟ-ცა და "ბორდოც" საფრანგეთის ჩემპიონატში ბურთის ფლობის მიხედვით პირველ ადგილს იკავებდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი პარიზელებს მხოლოდ "ბარსელონა" და "ბაიერნი" ჯობნიან.

წარმატება "ბორდოში"

თავის პირველ კლუბ "ბორდოსთან" ერთად მან არა მარტო მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და მომდევნო სეზონში თასი, არამედ გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში. ეს იყო "ბორდოს" პირველი ჩემპიონობა 10 წლის განმავლობაში და მისი წასვლის შემდეგ ჟირონდინელებს არასდროს დაუმთავრებიათ სეზონი პირველ ოთხეულში.

ბლანი დიდ კლუბებს მიეჩვია. "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობა მას მხოლოდ გამოადგა პრესასა და გულშემატკივართან ურთიერთობაში.



50 წლის სპეციალისტი მოსალოდნელ სტანდარტებს იცნობს, სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობამ კი პოზიტიურად იმოქმედა მის სამწვრთნელო მეთოდებზე.

საფრანგეთის ნაკრებისა და "წითელი ეშმაკების" ყოფილი მეკარე ფაბიენ ბარტეზი:

"ლორანი აღმერთებდა ფერგიუსონს, ფერგიუსონი კი მას. ბევრს საუბრობდნენ, აზრებს გამოთქვამდნენ ფეხბურთზე, რომელიც ემყარება ნდობას, უდიდეს სიყვარულს და საკუთარი ფეხბურთელების დაცვას".

ვან გაალმა აღიარა, რომ "იუნაიტედმა" მას სამსახური ახალგაზრდებისადმი თავისი დამოკიდებულების გამო შესთავაზა, მაგრამ არც ბლანი ჩამოუვარდება მას.

რატომ უნდა გახდეს ლორან ბლანი "იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი


მიუხედავად პსჟ-ს სოლიდური ოქროს რეზერვისა, ფრანგმა პირველ გუნდში შანსი მისცა ახალგაზრდა ადრიან რაბიოს, კინგსლი კომანს, ერვენ ონჟენდს, პრენილ კიმპბელეს და ჟან-კევინ ოგუსტენს, ასევე შეიძინა ახალგაზრდა მარკინიოსი და ლუკას დინი.

მსოფლიო ჩემპიონი ფორმის აღდგენაში დაეხმარა დი მარიასაც, რომელსაც ვან გაალის "იუნაიტედში" წარუმატებელი სეზონი ჰქონდა.

ბლანი: "მისი ინდივიდუალური უნარები გუნდის სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. ამაში განსაკუთრებული არაფერია".



ხანგრძლივი განვითარება

"მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორთა საბჭო, როგორც ჩანს, უპირატესობას ანიჭებს ჟოზე მოურინიოს თავისი ბოლო დროინდელი დამსახურებებისა და დიდძალი თანხის ჭკვიანურად ხარჯვის უნარის გამო. პოჩეტინოს შეუძლია სანახაობრივი ფეხბურთისა და ახალგაზრდებთან წარმატებული სამუშაოს შეთავაზება, გიგზს - დიდებული წლები და გულშემატკივართა სიყვარული.

ბლანი კი მოიცავს ყოველივე ზემოხსენებულს, რაც მას ვან გაალის შეცვლის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კანდიდატს ხდის.

წყარო: fourfourrwo
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
12 მარტი 2016 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ძალიან კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, პლიუს წლიდან-წლამდე პროგრესირებს გუნდი!!
0
№12
ავტორი: AkkRed
13 მარტი 2016 11:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას ისევ პოჩეტინი მირჩევნია, თანაც ბევრად.
0
№13
ავტორი: Memphis_Depay
17 მარტი 2016 16:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
რატომღაც მგონია ,რომ მოურინიო გვჭირდება .... და მერე როცა წავა (ეგ აუცილებლად მოხდება) გიგზი დავტოვოთ და მორჩა რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top