თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2016, 15:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2624,
კომენტარები: 16
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალის პრესკოფერენცია "ენფილდზე" გასამართი შეხვედრის წინ.
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალს შეუძლია გახდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მწვრთნელი, რომელიც "ლივერპულს" ზედიზედ ხუთჯერ დაამარცხებს ოფიციალურ მატჩებში.

მაგრამ ჰოლანდიელმა თავის პრესკონფერენციაზე პრესას განუცხადა, რომ გამარჯვება გულშემატკივარს მიეძღვნება და მატჩის წინ ფეხბურთელებზე ზეწოლის მოხდენას არ აპირებს.

ვან გაალმა ჟურნალისტებს განუცხადა: "რადგან ამას წერთ, ჩემი ფეხბურთელებისთვის გაცილებით რთულია მეხუთე ბრძოლის მოგება, ასე რომ, ნუ წერთ!"

ვან გაალმა პრემიერ ლიგის ეგიდით "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო და არ უარყოფს, რომ ეს მას სიამოვნებს.

"ასეთ შემთხვევაში წიგნებში დადებითი შედეგით ჩამწერენ, რაც კარგი იქნება".

ვან გაალის "იუნაიტედმა" ბრენდან როჯერსის "ლივერპული" პირველ მატჩში 2014 წლის დეკემბერში "ოლდ ტრაფორდზე" 3-0 დაამარცხა.

ამას მოჰყვა მარტში "ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვება ანგარიშით 2-1. მიმდინარე სეზონში "წითლებმა" კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" იმარჯვეს 3-1, ხოლო საპასუხო შეხვედრაში უკვე იურგენ კლოპის "ლივერპული" დამარცხდა "ენფილდზე" 1-0.

ვან გაალი მატჩის წინ


გუნდები მორიგ მატჩს ევროპის ლიგის რანგში გამართავენ და ეს ევროარენაზე პირველი დაპირისპირება იქნება ისტორიულ მეტოქეებს შორის. ვან გაალმა კი აღნიშნა, რომ შეხვედრა ქომაგებისთვის დიდი მოვლენაა.

"ფეხბურთი ინგლისელი ხალხის ცხოვრებაში ღრმად არის შეჭრილი. იგივე შევნიშნე ესპანეთსა და გერმანიაში, მაგრამ იქ უფრო ნაკლებად იყო. ამის დანახვა ფანტასტიკურია. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ აქ მოვედი. ამ გამოცდილების მიღება მსურდა.

კლუბის გულს ხედავ და გრძნობ, რომ ყოველ მატჩში მხარს გიჭერენ. სასიამოვნოა ფეხბურთელებისთვის და სასიამოვნოა მწვრთნელისთვის.

მაგრამ უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი მტრები არიან, მე ასე არ მგონია. ჩემი აზრით, ისინი მხოლოდ მოწინააღმდეგეები არიან, ჩვენ კი მოწინააღმდეგეების დამარცხება გვინდა.

მე ყოველი მატჩის მოგება მსურს, ხოლო, როცა ვმარცხდები, იმედგაცრუებული ვარ. ჩემი ჟესტიკულაციითაც ჩანს. საკმაოდ შთამბეჭდავია.

სასიამოვნოა, რომ "იუნაიტედმა" ჩემი აქ ყოფნის პერიოდში "ლივერპული" ამდენჯერ დაამარცხა. სასიამოვნოა, რადგან დავმარცხდი სხვა მეტოქეების წინააღმდეგ, მაგრამ არა "ლივერპულთან".

ეს კარგია ასევე იმიტომ, რომ, როცა "ლივერპულს" ვამარცხებ, გულშემატკივართა დამოკიდებულება უმჯობესდება, ამიტომ იმედი მაქვს, მათ ძლევას მეხუთედ და მეექვსედაც მოვახერხებთ, თუმცა ეს უფრო გულშემატკივარს ეძღვნება, ვიდრე მე.

ქომაგთა და გარშემო მყოფთათვის დიდი მოვლენაა, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მორიგი მატჩია, რომელიც უნდა მოვიგო. ეს არის ჩემი მიზანი. "ვესტ ბრომვიჩთან" რომ მოგვეგო, ძალიან ნასიამოვნები ვიქნებოდი. მაგრამ, როცა ვმარცხდებით, იმედგაცრუებული ვარ. ასეთივე იმედგაცრუებას ვავლენ მაშინ, როცა სხვა გუნდებთან ვაგებთ".


ვან გაალმა ევროპის ლიგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "როგორც მე შევამჩნიე, ევროპის ლიგას ნეგატიურად უყურებთ, მაგრამ რამდენი გულშემატკივარი მოვიდა "მიდტიულანდთან" მატჩზე? 58 000. "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი ამას იღებს. თქვენი აზრით, რამდენი გულშემატკივარი მოვა "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ "ლივერპულთან" მატჩზე? ვფიქრობ, დაახლოებით 75 000. "ენფილდიც" სავსე იქნება, ასე რომ, აი რა უნდა ვთქვა: ორივე გუნდისთვის და მათი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ჩვენ შორის დუელის ხილვა სურთ.

უნდა გაიმარჯვო, მნიშვნელობა არ აქვს, რა ტურნირია. "იუნაიტედი" და "ლივერპული" ყოველთვის დიდ მატჩს გვთავაზობენ. ისტორიულად და უფრო დიდიც არის, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის".


წყარო: M.E.N.
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
9 მარტი 2016 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
mgonia ro nagdad vegar movigebt, magram mtavaria rom didi angarishit ar wavagot rata shemdeg etapze gasasvlelad old trafordze davachoqot mamlebi...!
0
№2
ავტორი: rezimankunia
9 მარტი 2016 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Midi lui tradiciulad mouge raaa <3
0
№3
ავტორი: Donkirvala
9 მარტი 2016 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
კიდევ მოუგებს უეჭველი :დ am
0
№4
ავტორი: Fenix
9 მარტი 2016 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
აუ როდის მოვა ხვალინდელი დღე ვეღარ ვითმენ იმედია მაგარ თამაშს ვიხილავთ და ისევ არ გაგივარდებათ :D

ხვალ უკვე განსხვავებული სიტუაცია იქნება ამჯერად თქვენ გყავთ ბევრი ტრავმირებული და ჩვენ ყველა გვყავს
0
№5
ავტორი: rezimankunia
9 მარტი 2016 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
gavardnac magari mkidia Tu gagvivardeba lijbi movugot raa :DDDD old trafordze Xo argagaxarebt :DDDD
0
№6
ავტორი: Count Alucard
9 მარტი 2016 19:49
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ლივერპული ლუის ბულკია და იმედია ორივე მატჩს მოვიგებთ ...
0
№7
ავტორი: ilker
9 მარტი 2016 20:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
imedia gavalt shemdeg etapze. am temas ramdenad exeba ar vici, mara davushvat iunaitedma moigo evropa liga, chelseam championta liga, 6 inglisur klubs eqneba ligaze tamashis sashualeba???
0
№8
ავტორი: GeorgeBest
9 მარტი 2016 20:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინაზეც მაგრად გაჭირდა და გაგვიმართლა რომ მომენტები ვერ დაასრულეს. არამგონია იგივე შეცდომები დაუშვას თუნდაც კლოპმა, იქ ბევრმა რამემ აგდაწყვიტა მატცის ბედი + მაგრად გაგვიმართლა გოლის დროს

იმედია მინოლე კიდევ იკაცებს. ფრე მშვენიერი იქნებოდა
0
№9
ავტორი: Donkirvala
9 მარტი 2016 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ციტატა: ilker
imedia gavalt shemdeg etapze. am temas ramdenad exeba ar vici, mara davushvat iunaitedma moigo evropa liga, chelseam championta liga, 6 inglisur klubs eqneba ligaze tamashis sashualeba???

არა მეოთხე ადგილოსანი ამოვარდება და 5 იქნება
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 მარტი 2016 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მნიშვნელობა არ აქვს რომელ ტურნირზე ვთამაშობთ, როცა ლივერპულთან გვაქ მატჩი. რაც არ უნდა იყოს ლუის ასე თუ ისე გამოსდის თამაში ლუზერებთან და იმედია არც ხვალე იქნება გამონაკლისი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top