თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3764,
კომენტარები: 13
გიგზი: "იუნაიტედი" ბებიამ შემაყვარა"
რაიან გიგზის ვრცელი ინტერვიუ კლუბისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.
გიგზი:
რაიან გიგზმა მოგვითხრო იმის შესახებ, თუ როგორ გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი - კლუბის, რომელსაც თავისი ცხოვრების 30 წელი მიუძღვნა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი გავხდი ბებიას გამო, რომელიც კლუბს ქომაგობდა. ჯორჯ ბესტისა და იმ ეპოქის გუნდის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარდიფში ვცხოვრობდი, ყურებს მუდამ იმის შეგონებით მიჭედავდა, რომ "იუნაიტედი" უნდა მყვარეობდა", - განაცხადა გიგზმა.

გიგზი: "იუნაიტედი" ბებიამ შემაყვარა"


მოგვიანებით გიგზი ოჯახთან ერთად ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში დასახლდა და "დინსის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, სანამ მას "სიტიდან", შემდეგ კი "იუნაიტედიდან" დაურეკავდნენ.

"მოხდა ისე, რომ 7 წლის ასაკში აქ გამოდმოვედი და კლუბს კიდევ უფრო დავუახლოვდი, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ ბებიაჩემისგან დაიწყო.

მინდოდა ვყოფილიყავი საუკეთესო, როცა ვთამაშობდი და მინდა ვიყო საუკეთესო, როგორც მწვრთნელი. ეს საჭიროებს თავდაუზოგავ შრომას, მაგრამ ამავდროულად მოიცავს სიამოვნებას ყველაფერ იმისგან, რასაც ვაკეთებ. ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც მივიღე ფეხბურთელიდან მწვრთნელად გარდასახვით - მწვრთნელივით ფიქრია. ფეხბურთელები გარკვეულწილად ყოველთვის ეგოისტები არიან - წარმატების მიღწევა გინდა და ზუსტად იცი, რა არის ამისთვის საჭირო. ახლა კი უნდა ვაქციო საუკეთესოდ 25, ან უფრო სწორად 30 აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი. უნდა აიძულო ისინი, რომ გასცენ საუკეთესო, რაც მათ აქვთ".


გიგზი: "იუნაიტედი" ბებიამ შემაყვარა"


გიგზს ასევე კარგად ესმის, რა გზის გავლა უხდებათ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც პირველი გუნდისკენ ისწრაფვიან.

"მანჩესტერ იუნაიტედში" მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ უფრო რთულია იქ დარჩენა, მწვერვალისკენ სვლის სურვილისა და სწრაფვის შენარჩუნება ორი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში.

თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ გვყავს კლუბი, რომელიც შანსს აძლევს თავის ახალგაზრდებს - დასაბამი სერ მეტ ბასბის დროიდან დაედო. გულშემატკივარი ამას ითხოვს და სურთ ნახონ, როგორ იკვლევენ გზას გუნდისკენ კლუბის აღზრდილები, ადგილობრივი ბიჭები. თუ ასეთი ფეხბურთელი ცუდ პასს აკეთებს ან მომენტს ხელიდან უშვებს, გულშემატკივარი მას ყოველთვის აპატიებს და მხარს დაუჭერს, რადგან ის - ერთ-ერთი მათგანია, ის - ტრიბუნაზე მყოფი ისეთივე ბიჭია. ასე რომ, ძალიან კარგია, როცა ასეთი ბიჭები შანსს იღებენ და მას სწორად იყენებენ".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: s.a.b.a
14 მარტი 2016 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
vinmem mitxarit vest hemi gavida tu chven
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
14 მარტი 2016 14:55
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: s.a.b.a
vinmem mitxarit vest hemi gavida tu chven

არცერთი. ახლა იმათ სტადიონზე უნდა იყოს განმეორებითი თამაში
0
№3
ავტორი: Ueidi
14 მარტი 2016 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Xoda madloba bebias :D
0
№4
ავტორი: zeg
14 მარტი 2016 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Rato ar unda iyos mtavari mwvrtvneli es kaci?gamocdileba ar aqvso zogi ambobs 3welia asistentia da 22weli pergis usmenda. 2-3weli chven mainc chavardna gveqneba albat da nelnela aawyobs gunds , tore sxva mova erti-ori sezonit da ra?
0
№5
ავტორი: Lee Sharpe
14 მარტი 2016 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: zeg
Rato ar unda iyos mtavari mwvrtvneli es kaci?gamocdileba ar aqvso zogi ambobs

ზედმეტი პროფესორობით მოსდით ahahaha
0
№6
ავტორი: s.a.b.a
14 მარტი 2016 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
is Gigzis gegma iko svaina da mempisa ro gamovidnen
0
№7
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2016 17:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გიგზის მწვრთნელობა გვაკლია და გიგზის სამწვრთნელო გამოცდილება არ გაიშვას კიდე არსად derpthumb
0
№8
ავტორი: lefty
14 მარტი 2016 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მადლობა ბებიას
0
№9
ავტორი: RojoDiablo
15 მარტი 2016 00:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მომავალი წლიდან ესეც დაიწყებს დამოუკიდებელ საქმიანობას ჩემი აზრით, მაგრამ სად, ეგ არ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 მარტი 2016 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველა რაღაც ისე უყურებს გიგზის მწვრთნელობას და ვინ იცის იქნებ რა მწვრთნელი დადგეს??? თუმცა იმას არ ვამბობ, რომ მომავალი სეზონიდან გიგზი უნდა იყოს მანჩესტერის მწვრთნელითქო, უბრალოდ ესე ხაზის გადასმაც ჯერ მგონი ნაადრევია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top