თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3765,
კომენტარები: 13
გიგზი: "იუნაიტედი" ბებიამ შემაყვარა"
რაიან გიგზის ვრცელი ინტერვიუ კლუბისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.
გიგზი:
რაიან გიგზმა მოგვითხრო იმის შესახებ, თუ როგორ გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი - კლუბის, რომელსაც თავისი ცხოვრების 30 წელი მიუძღვნა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი გავხდი ბებიას გამო, რომელიც კლუბს ქომაგობდა. ჯორჯ ბესტისა და იმ ეპოქის გუნდის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარდიფში ვცხოვრობდი, ყურებს მუდამ იმის შეგონებით მიჭედავდა, რომ "იუნაიტედი" უნდა მყვარეობდა", - განაცხადა გიგზმა.

გიგზი: "იუნაიტედი" ბებიამ შემაყვარა"


მოგვიანებით გიგზი ოჯახთან ერთად ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში დასახლდა და "დინსის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, სანამ მას "სიტიდან", შემდეგ კი "იუნაიტედიდან" დაურეკავდნენ.

"მოხდა ისე, რომ 7 წლის ასაკში აქ გამოდმოვედი და კლუბს კიდევ უფრო დავუახლოვდი, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ ბებიაჩემისგან დაიწყო.

მინდოდა ვყოფილიყავი საუკეთესო, როცა ვთამაშობდი და მინდა ვიყო საუკეთესო, როგორც მწვრთნელი. ეს საჭიროებს თავდაუზოგავ შრომას, მაგრამ ამავდროულად მოიცავს სიამოვნებას ყველაფერ იმისგან, რასაც ვაკეთებ. ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც მივიღე ფეხბურთელიდან მწვრთნელად გარდასახვით - მწვრთნელივით ფიქრია. ფეხბურთელები გარკვეულწილად ყოველთვის ეგოისტები არიან - წარმატების მიღწევა გინდა და ზუსტად იცი, რა არის ამისთვის საჭირო. ახლა კი უნდა ვაქციო საუკეთესოდ 25, ან უფრო სწორად 30 აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი. უნდა აიძულო ისინი, რომ გასცენ საუკეთესო, რაც მათ აქვთ".


გიგზი: "იუნაიტედი" ბებიამ შემაყვარა"


გიგზს ასევე კარგად ესმის, რა გზის გავლა უხდებათ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც პირველი გუნდისკენ ისწრაფვიან.

"მანჩესტერ იუნაიტედში" მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ უფრო რთულია იქ დარჩენა, მწვერვალისკენ სვლის სურვილისა და სწრაფვის შენარჩუნება ორი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში.

თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ გვყავს კლუბი, რომელიც შანსს აძლევს თავის ახალგაზრდებს - დასაბამი სერ მეტ ბასბის დროიდან დაედო. გულშემატკივარი ამას ითხოვს და სურთ ნახონ, როგორ იკვლევენ გზას გუნდისკენ კლუბის აღზრდილები, ადგილობრივი ბიჭები. თუ ასეთი ფეხბურთელი ცუდ პასს აკეთებს ან მომენტს ხელიდან უშვებს, გულშემატკივარი მას ყოველთვის აპატიებს და მხარს დაუჭერს, რადგან ის - ერთ-ერთი მათგანია, ის - ტრიბუნაზე მყოფი ისეთივე ბიჭია. ასე რომ, ძალიან კარგია, როცა ასეთი ბიჭები შანსს იღებენ და მას სწორად იყენებენ".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: zeg
15 მარტი 2016 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: General
გიგზის მწვრთნელობა გვაკლია და გიგზის სამწვრთნელო გამოცდილება არ გაიშვას კიდე არსად derpthumb

Cota meti pativiscema ro iyos gigzis mimart kai iqneba.iqneba ,,gaishvas"?
0
№12
ავტორი: gerrard scholes
16 მარტი 2016 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ნათესავების სიყვარული ვინ გასწავლა რაიან? :D
0
№13
ავტორი: Number 0
17 მარტი 2016 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
მადლობა ბებო აცხონოს :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top