თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2016, 08:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 14551,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 28-ე ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 2 მარტი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, ჯონსი, შვაინშტაიგერი, რუნი, იანგი, უ.კინი, ბორტუიკ-ჯექსონი, ფელაინი, ლავი,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: როხო, სმოლინგი, მარსიალი, დარმიანი
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Fosu-Mensah, McNair, Riley, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Weir, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Depay, Martial, Rashford

კრის სმოლინგს, მატეო დარმიანსა და ენტონი მარსიალს თამაში შეეძლებათ. ლუი ვან გაალის თქმით, სერიოზული დაზიანება არ აქვს არც მარკოს როხოს. დაბრუნებასთან ახლოს არიან მარუან ფელაინი და ანტონიო ვალენსიაც.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"

ტრავმირებულები: ექსტრანდი, ხურადო, მარინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჰურადო
განაცხადი: Gilmartin, Gomes, Pantilimon, Ake, Belkalem, Britos, Cathcart, Hoban, Holebas, Nyom, Paredes, Prodl, Abdi, Amrabat, Anya, Behrami, Capoue, Guedioura, Suarez, Watson, Berghuis, Deeney, Ighalo, Oulare.

"უოტფორდს" ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს. ნახევარმცველი ეტიემ კაპუ სავსებით დასვენებული უნდა იყოს მას შემდეგ, რაც კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა, რომ ფრანგი გადაიღალა. გუნდის ლაზარეთში რჩებიან ხოსე მანუელ ხურადო და იოელ ექსტრანდი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 44 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-მ-ფ-წ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"წითელმა ეშმაკებმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო სამი შეხვედრა მოიგეს და 11 გოლი გაიტანეს.

"ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" მიერ პრემიერ ლიგის ეგიდით გატანილი 18 გოლიდან 6 ბოლო ორ მატჩში, "სტოკ სიტისა" და "არსენალის" წინააღმდეგ გავიდა.

მოგების შემთხვევაში ლუი ვან გაალის შეგირდები პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვებას მოიპოვებენ, რაც ბოლოს 2015 წლის 21 ნოემბერს "ვესტ ბრომისა" და "უოტფორდის" წინააღმდეგ მატჩებში მოხდა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ითამაშა უფრო მეტი (5), ნულოვანი ფრე, ვიდრე "უოტფორდმა (4).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 33 ფეხბურთელი გამოიყენა - ეს ჩემპიონატში ყველაზე მაღალი შედეგია. კლუბს არასდროს გამოუყენებია სეზონის მიმდინარეობისას უფრო მეტი ფეხბურთელი. 2008/09 და 2014/15 წლების სეზონში ზუსტად 33 სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მატჩებში "ოლდ ტრაფორდზე" 998 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


მე-10 ადგილი, 37 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-მ-ფ-წ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"უოტფორდმა" შვიდივე შეხვედრა წააგო სატურნირო ცხრილის პირველ ხუთ ადგილზე ამჟამად მყოფ გუნდებთან, დანარჩენ 20 მატჩში კი მხოლოდ 3 წაგება აქვს.

"უოტფორდმა" მიმდინარე სეზონში გასვლაზე უკვე აიღო უფრო მეტი ქულა (18), ვიდრე პრემიერ ლიგაში გატარებულ წინა ორ სეზონში ერთად (15).

"ონავრები" პრემიერ ლიგის ბოლო შვიდი შეხვედრიდან ხუთში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში)

მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 2 მატჩი ჩაატარა, კარში ხუთჯერ დაარტყა და 4 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


წამყვანი ბომბარდირი: იგალო - 15 გოლი (14 ლიგაში)

ოდიონ იგალომ 2016 წელს პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა, თუმცა კარისკენ 21-ჯერ დაარტყა.

იგალომ და დინიმ ერთად "უოტფორდის" 29 გოლიდან 22 გაიტანეს - 14 და 8 შესაბამისად.

თუ მოედანზე კრეიგ კატგარტი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელშიც კარიერა დაიწყო.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 25-ჯერ შეხვდნენ. "უოტფორდმა" 4-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 16-ჯერ, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ხუთივე მატჩი მოიგო, ხოლო ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან ათივე.

"უოტფორს" "მანჩესტერ იუნაიტედის" მოედანზე ბოლო 8 მატჩში არ მოუგია.

"ოლდ ტრაფორდზე" "ონავრების" ერთადერთი გამარჯვება 1978 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა ლიგის თასზე გამართული შეხვედრა 1-2 დასრულდა.

"ონავრების" ბოლო გამარჯვება "იუნაიტედზე" 1986 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა მატჩი 1-0 დასრულდა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "უოტფორდი" - 2 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 4.

პრემიერ-ლიგა "უოტფორდი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 0.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "უოტფორდი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 2.

პრემიერ-ლიგა: "უოტფორდი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 0

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" 4-0 "უოტფორდი"

თარიღი: ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2007 წელი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რონალდუ 20' (პ), დოილი 60' (ავტოგოლი), ლარსონი 70', რუნი 71'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, მაიკ ჯონსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი განსაჯა, 98 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი ჰალიდეი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2016 08:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამ ტურში, ისევე, როგორც ბევრ წინაში, კარგი შანსი გვაქვს სხვაობის შესამცირებლად, ან გასაზრდელად. ლივერპული ახლოს არის, მაგრამ სიტისთან ახლოს ვართ. ამ მატჩის ნებისმიერი შედეგი რაღაც მხრივ გვაწყობს. დღეს ტოტენჰემი ვერ მოიგებს და მასაც წამოვეწევით, მაგრამ ეგ უფრო სამომავლო პერსპექტივაა. როგორც გვჩვევია ხოლმე, ისე არ უნდა გავანიავოთ ასეთი შანსები. ცალკე კიდევ ჩელსია. რაც მოვიდა ჰიდინკი, ოთხეულის შანსი მასაც გაუჩნდა და ჩემთვის კონკურენტად ითვლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: zurazura
2 მარტი 2016 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
Silk universalze iqnebaaaa??
0
№3
ავტორი: abrama
2 მარტი 2016 10:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ციტატა: zurazura
Silk universalze iqnebaaaa??

Ara liverpulia mand
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 მარტი 2016 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დღესაც ისევე როგორც წინა ტურებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულებია მოსაპოვებელი, მაგრამ მე პირადად არ გამიკვირდება დღეს თუ წავაგებთ. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, როცა ესე ზედიზედ მოგვიგია თამაშები, მაგრამ მერე ისეთ მატჩში შევრცხვენილვართ რო რავი. იმედია დღეს ეს განმეორდება, თან სიტი ლივერპულს ეთამაშება და იმედია 3 ქულას მაინც არ აიღებს.
0
№5
ავტორი: ViDa
2 მარტი 2016 11:00
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
როგორია ამის თქმა, მარა დღეს ლივერპულის იმედი მაქვს და მათ ვგულშემატკივრობ!

თუმცა ჩვენი ამბავი რომ ვიცი, ლივერპული მოიგებს და ჩვენ წავაგებთ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№6
ავტორი: zurazura
2 მარტი 2016 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
ციტატა: abrama
ციტატა: zurazura
Silk universalze iqnebaaaa??

Ara liverpulia mand

Madloba zma
0
№7
ავტორი: max_skyline
2 მარტი 2016 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ჰა ვიგებთ დღესაც თუ ისევ ისე ვაგრძელებთ ერთ კაი თამაშს მოვიგებთ და მერე ისევ ვიღაც ფინაჩ გუნდებთან მაქსიმუმ ფრეს რო ვთამაშობთ?ისე რეშფორდმა თუ გაიტანა და თან მანჩესტერმა მოიგო მემგონი ვან გაალს ეშველება.არა და რა მაგარი ტიპია ვან გააალი რაც იცის ძაან მაგრად იცის ტალლანტების აღმოჩენა,მემგონი მარტო მაგისთვის არის დასატოვებელი რო კიდე ვინმეს გვიპოვის მომავლისთვის
0
№8
ავტორი: GeorgeBest
2 მარტი 2016 14:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ადვილი არ იქნება მარა იმედია მოგებათა სერია გაგრძელდება

მარსიალი-რეშფორდი ერთად საინტერესო იქნება
0
№9
ავტორი: ilker
2 მარტი 2016 19:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ise 4-2-3-1 an 4-3-3 ro vitamashot da lingardis adgilas martiali davayenot, chemi azrit, ar iqneba urigo. aba warmatebebi bichebs
0
№10
ავტორი: s.a.b.a
2 მარტი 2016 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: ilker
ise 4-2-3-1 an 4-3-3 ro vitamashot da lingardis adgilas martiali davayenot, chemi azrit, ar iqneba urigo. aba warmatebebi bichebs
magari iqneboda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top