თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2016, 08:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 14551,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 28-ე ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 2 მარტი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, ჯონსი, შვაინშტაიგერი, რუნი, იანგი, უ.კინი, ბორტუიკ-ჯექსონი, ფელაინი, ლავი,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: როხო, სმოლინგი, მარსიალი, დარმიანი
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Fosu-Mensah, McNair, Riley, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Weir, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Depay, Martial, Rashford

კრის სმოლინგს, მატეო დარმიანსა და ენტონი მარსიალს თამაში შეეძლებათ. ლუი ვან გაალის თქმით, სერიოზული დაზიანება არ აქვს არც მარკოს როხოს. დაბრუნებასთან ახლოს არიან მარუან ფელაინი და ანტონიო ვალენსიაც.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"

ტრავმირებულები: ექსტრანდი, ხურადო, მარინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჰურადო
განაცხადი: Gilmartin, Gomes, Pantilimon, Ake, Belkalem, Britos, Cathcart, Hoban, Holebas, Nyom, Paredes, Prodl, Abdi, Amrabat, Anya, Behrami, Capoue, Guedioura, Suarez, Watson, Berghuis, Deeney, Ighalo, Oulare.

"უოტფორდს" ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს. ნახევარმცველი ეტიემ კაპუ სავსებით დასვენებული უნდა იყოს მას შემდეგ, რაც კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა, რომ ფრანგი გადაიღალა. გუნდის ლაზარეთში რჩებიან ხოსე მანუელ ხურადო და იოელ ექსტრანდი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 44 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-მ-ფ-წ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"წითელმა ეშმაკებმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო სამი შეხვედრა მოიგეს და 11 გოლი გაიტანეს.

"ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" მიერ პრემიერ ლიგის ეგიდით გატანილი 18 გოლიდან 6 ბოლო ორ მატჩში, "სტოკ სიტისა" და "არსენალის" წინააღმდეგ გავიდა.

მოგების შემთხვევაში ლუი ვან გაალის შეგირდები პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვებას მოიპოვებენ, რაც ბოლოს 2015 წლის 21 ნოემბერს "ვესტ ბრომისა" და "უოტფორდის" წინააღმდეგ მატჩებში მოხდა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ითამაშა უფრო მეტი (5), ნულოვანი ფრე, ვიდრე "უოტფორდმა (4).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 33 ფეხბურთელი გამოიყენა - ეს ჩემპიონატში ყველაზე მაღალი შედეგია. კლუბს არასდროს გამოუყენებია სეზონის მიმდინარეობისას უფრო მეტი ფეხბურთელი. 2008/09 და 2014/15 წლების სეზონში ზუსტად 33 სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მატჩებში "ოლდ ტრაფორდზე" 998 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


მე-10 ადგილი, 37 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-მ-ფ-წ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"უოტფორდმა" შვიდივე შეხვედრა წააგო სატურნირო ცხრილის პირველ ხუთ ადგილზე ამჟამად მყოფ გუნდებთან, დანარჩენ 20 მატჩში კი მხოლოდ 3 წაგება აქვს.

"უოტფორდმა" მიმდინარე სეზონში გასვლაზე უკვე აიღო უფრო მეტი ქულა (18), ვიდრე პრემიერ ლიგაში გატარებულ წინა ორ სეზონში ერთად (15).

"ონავრები" პრემიერ ლიგის ბოლო შვიდი შეხვედრიდან ხუთში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში)

მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 2 მატჩი ჩაატარა, კარში ხუთჯერ დაარტყა და 4 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


წამყვანი ბომბარდირი: იგალო - 15 გოლი (14 ლიგაში)

ოდიონ იგალომ 2016 წელს პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა, თუმცა კარისკენ 21-ჯერ დაარტყა.

იგალომ და დინიმ ერთად "უოტფორდის" 29 გოლიდან 22 გაიტანეს - 14 და 8 შესაბამისად.

თუ მოედანზე კრეიგ კატგარტი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელშიც კარიერა დაიწყო.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 25-ჯერ შეხვდნენ. "უოტფორდმა" 4-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 16-ჯერ, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ხუთივე მატჩი მოიგო, ხოლო ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან ათივე.

"უოტფორს" "მანჩესტერ იუნაიტედის" მოედანზე ბოლო 8 მატჩში არ მოუგია.

"ოლდ ტრაფორდზე" "ონავრების" ერთადერთი გამარჯვება 1978 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა ლიგის თასზე გამართული შეხვედრა 1-2 დასრულდა.

"ონავრების" ბოლო გამარჯვება "იუნაიტედზე" 1986 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა მატჩი 1-0 დასრულდა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "უოტფორდი" - 2 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 4.

პრემიერ-ლიგა "უოტფორდი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 0.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "უოტფორდი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 2.

პრემიერ-ლიგა: "უოტფორდი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 0

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" 4-0 "უოტფორდი"

თარიღი: ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2007 წელი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რონალდუ 20' (პ), დოილი 60' (ავტოგოლი), ლარსონი 70', რუნი 71'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, მაიკ ჯონსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი განსაჯა, 98 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი ჰალიდეი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის წინ
11 კომენტარი
№11
ავტორი: Iunaitedi
2 მარტი 2016 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
მგონი დროა უკვე ეშინოდეთ ისეთ გუნდებს ჩვენტან შHეხვედრა როგორიც უოტფორდია და არა პირიქით როგორც წინა თამაშებში იყო smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top