თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2016, 22:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3455,
კომენტარები: 14
რეშფორდი: "ეს ნამდვილი ბონუსია"
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის კომენტარი.
რეშფორდი:
მარკუს რეშფორდმა პრემიერ ლიგაში თავის დებიუტს "საოცრება" უწოდა.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა "არსენალთან" მატჩში გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა, როცა ანდერ ერერამ ანგარიში ორამდე გაზარდა.

18 წლის ფეხბურთელმა თავისი პირველი ინტერვიუ მისცა Sky Sports-ს: "პრემიერ ლიგაში ჩემი პირველი მატჩია, ამიტომ გასაოცარია, ხოლო ორი გოლის გატანა ნამდვილი ბონუსი.

იმედი მაქვს, ასევე გავაგრძელებთ და მომდევნო მატჩშიც გავალთ".


Sky Sports-ის ჟურნალისტმა ჯოფ შრივსმა რეშფორდს აცნობა, რომ ინგლისის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი პირველი დარტყმით გაიტანა, რაზეც მარკუსმა განაცხადა: "დიახ, ისევე, როგორც ევროპაში.

ჩემთვის შოკი იყო შუა კვირაში თამაში, რადგან მარსიალს უნდა ეთამაშა და მე შემდეგ შევსულიყავი, მაგრამ ამგვარი ჯილდო მივიღე, რადგან მატჩზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. კარგი იყო.

უბრალოდ სიგიჟეა, მაგრამ გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოლით, როგორიც მაიკლ კერიკია, რომელიც ასევე მეხმარება თავისი გამოცდილებით, მხოლოდ წინ წახვალ. სიგიჟეა, გარედან ვერ ახსნი. სისხლი მიდუღს, ყველაფერი ერთად ხდება".


მაიკლ კერიკმა და მარკუს რეშფორდმა ერთად მისცეს ინტერვიუ. კერიკმა ახალგაზრდას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცა და უთხრა: "გატანა განაგრძე".

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2016 22:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართლა ნამდვილი სასწაულია ის, რაც ხდება და მოხდა უკვე. ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ასეთი როლის შესრულება ყველას ბედი როდია. გარდა მომენტის გამოყენების უნარისა, წართმევაზე თამაშიც მაგრად გამოსდის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
28 თებერვალი 2016 22:19
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: RojoDiablo
მართლა ნამდვილი სასწაულია ის, რაც ხდება და მოხდა უკვე. ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ასეთი როლის შესრულება ყველას ბედი როდია. გარდა მომენტის გამოყენების უნარისა, წართმევაზე თამაშიც მაგრად გამოსდის.

ძაან მაგარი ბიჭია და ამისგან ძაან კაი ფორვარდი გამოვა. უბრალოდ შენი აზრიც მაინტერესებს, აქამდე სად იყვნენ შანს რო არ აძლევდნენ. რომ არა მარსიალის და რუნის ტრამვა,ალბად არც არასდროს მიცემდენნ შანს ხო?
0
№3
ავტორი: giorgiginturi
28 თებერვალი 2016 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მალადეც მარკუს, ვერავინ იტყვის თუნდაც იმას რომ, შენ გაგიმართლა და ისე გაუტანე ჩეხს... მართლა გააქვს დიდი ნიჭი და ტალანტი როცა თავით ასე ტექნიკურად შეაგდებ გულს........მსიამოვნებთ სუყველა თქვენ შემოგევლეთ.....მიხარია ბედნიერი ვარ რომ მანჩესტერში თამაშობთ ხართ მომავლები დიდი იმედები შედეგების მომტანები და თქვენთან ერთად ამაყი ვარ რომ იუნაიტედის ფანი ვარ....... gun2 manutd
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2016 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დარწმუნებული ვარ ყველა გაოგნებულია მისი ესეთი თამაშით. მშვენივრად შეასრულა ორივე გოლი და ისე მოიქცა როგორც მაღალი კლასის თავდამსხმელი მოიქცეოდა.იმედია არ მოუკლებს და ისევ ესე განაგრძობს გოლების გატანას winked
0
№5
ავტორი: GeorgeBest
28 თებერვალი 2016 22:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისე ესეც მეორე მარსიალია მართლა, ცოტა ხშირად გაიცინოს ხოლმე wink მთავარია არ ჩაიაკრგოს, უილსონის დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ ეგა რაა ცენტრფორვარდი, აი ეს, მარსიალი და უილსონი 4-3-3სთვის არიან ზედგამოჭრილნი
0
№6
ავტორი: R10NEY
28 თებერვალი 2016 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
იმედია ესე გაარდძელებს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№7
ავტორი: DRJBECKHAM
28 თებერვალი 2016 22:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
რუნის გუნშ ყოლა უკვე ძალიან ბევრ მინუს აჩენს, ის რო უეჭველი უნა იოს ძირითადში, ამიტომ მარსიალი გადაის მარჯვნივ ა დეპაი ქრება საერთო და დღეს მივხვი რო ნამვილად არ მინდა მოურინიოს მოსვლა იმას ჩაკლავს მანჩესტერში რაც დღეს ხდებოდა.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2016 22:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ALEXFERGUSON
უბრალოდ შენი აზრიც მაინტერესებს, აქამდე სად იყვნენ შანს რო არ აძლევდნენ. რომ არა მარსიალის და რუნის ტრამვა,ალბად არც არასდროს მიცემდენნ შანს ხო?


სავარაუდოდ ეგრეა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, როგორც წესი, შანსს ფეხბურთელი 19-20 წლის ასაკში იღებს. უბრალოდ, უილ კინიც დაიმტვრა და ამიტომ მიიღო ამან შანსი, თორემ რეშფორდამდე კინი იქნებოდა ისევ არჩევანი.

ხანდახან შემთხვევის ხარჯზე გამოჩნდება და აღმოჩნდება ნიჭი. ამას გაუმართლა საბედნიეროდ და ჩვენც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: RioManIa
28 თებერვალი 2016 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
რაშფორდი ნამდვილი ტალანტია, სუფთა ცენტრ ფორვარდი, როგორიც ამდენი ხანია აკლდა გუნდს. ძალიანაც კარგი! მე მაგალითად საერთოდ არ მეჩქარება რუნის გამოჯანმრთელება!

რაილის თამაში მაინტერესებდა არსენალთან, ევროპა ლიგაზე ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ ბიჭმა, მაგრამ ალბათ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ვან გაალმა როცა უფრო დაცვითი სტილის და უფრო ძალისმიერი ფოსუ-მენსა შემოუშვა მოედანზე. ერთ ეპიზოდში, როცა პასი უკან დააბრუნა და მეტოქეს ჩააბარა ბურთი, კინაღამ დაგვღუპა ფოსუმ, მაგრამ კინაღამ ხომ არ ითვლება? :))))

ძალიან მიხარია რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები თავიანთ შანსს იყენებენ, ახლა ერთი ორი რამ მინდა, პირველი-რამენაირად შევძვრეთ ოთხეულში და ბოლომდე ვიბრძოლოთ ორივე ტიტულისთვის (თასი და ევროპა ლიგა) და მეორე მიეცეთ შანსი სხვა ბიჭებსაც, მაგალითად ანდრეას პერეირას, გული მიგრძნობს რომ შეძლებს ეს ბიჭი დამკვიდრებას.
0
№10
ავტორი: vincent
28 თებერვალი 2016 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ძააან კარგია,პოზიციას კარგად ირჩევს,ამასა ნიჭი უნდა. ისე რამდენჯერმე დავაკვირდი და თავით ბრძოლაში არ შევიდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top