მარკუს რეშფორდმა პრემიერ ლიგაში თავის დებიუტს "საოცრება" უწოდა.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა "არსენალთან" მატჩში გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა, როცა ანდერ ერერამ ანგარიში ორამდე გაზარდა.
18 წლის ფეხბურთელმა თავისი პირველი ინტერვიუ მისცა Sky Sports-ს: "პრემიერ ლიგაში ჩემი პირველი მატჩია, ამიტომ გასაოცარია, ხოლო ორი გოლის გატანა ნამდვილი ბონუსი.
იმედი მაქვს, ასევე გავაგრძელებთ და მომდევნო მატჩშიც გავალთ".
Sky Sports-ის ჟურნალისტმა ჯოფ შრივსმა რეშფორდს აცნობა, რომ ინგლისის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი პირველი დარტყმით გაიტანა, რაზეც მარკუსმა განაცხადა: "დიახ, ისევე, როგორც ევროპაში.
ჩემთვის შოკი იყო შუა კვირაში თამაში, რადგან მარსიალს უნდა ეთამაშა და მე შემდეგ შევსულიყავი, მაგრამ ამგვარი ჯილდო მივიღე, რადგან მატჩზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. კარგი იყო.
უბრალოდ სიგიჟეა, მაგრამ გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოლით, როგორიც მაიკლ კერიკია, რომელიც ასევე მეხმარება თავისი გამოცდილებით, მხოლოდ წინ წახვალ. სიგიჟეა, გარედან ვერ ახსნი. სისხლი მიდუღს, ყველაფერი ერთად ხდება".
მაიკლ კერიკმა და მარკუს რეშფორდმა ერთად მისცეს ინტერვიუ. კერიკმა ახალგაზრდას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცა და უთხრა: "გატანა განაგრძე".