თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2016, 15:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 14209,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 27-ე ტური
თარიღი: კვირა, 28 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი
მატჩის დასაწყისი: 18:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, დარმიანი, ჯონსი, შვაინშტაიგერი, რუნი, იანგი, უ.კინი, ბორტუიკ-ჯექსონი, ფელაინი, იანუზაი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დე ხეა, სმოლინგი, მარსიალი.
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Smalling, McNair, Rojo, Varela, Riley, Love, Schneiderlin, Herrera, Carrick, Lingard, Depay, A Pereira, Mata, Martial, Rashford.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ენტონი მარსიალის მდგომარეობას შეაფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, შეძლებს თუ არა ფრანგი თამაშს. იგივე მდგომარეობაში იმყოფებიან დავიდ დე ხეა და კრის სმოლინგიც.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"


ტრავმირებულები: როსიცკი, კასორლა, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პაულისტა
განაცხადი: Cech, Ospina, Monreal, Gibbs, Koscielny, Gabriel, Mertesacker, Bellerin, Chambers, Ramsey, Elneny, Coquelin, Flamini, Ozil, Reine-Adelaide, Iwobi, Sanchez, Campbell, Walcott, Welbeck, Giroud.

"არსენალმა" დაკარგა ალექს ოქსლედი-ჩემბერლეინი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო ტრავმა. საეჭვოა მატჩში გაბრიელ პაულისტას მონაწილეობა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 41 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-მ-წ-მ-ფ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


"წითელ ეშმაკებს" 26 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვთ - ეს გუნდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 ტურში 33 გოლი გაიტანა - 1989/90 წლების (30 გოლი) შემდეგ "იუნაიტედს" ჩემპიონატში ასეთი ცუდი შედეგი არასდროს ჰქონია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 20 გოლი გაიტანა - ეს პრემიერ ლიგაში ყველა სხვა გუნდის შედეგს ჩამორჩება სახლში გატანილი გოლების რაოდენობით.

ვან გაალის გუნდი ლონდონური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას, 4 მათგანი კი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" 995 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"


მე-3 ადგილი, 51 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-ფ-წ-ფ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


ოქტომბრის დასაწყისიდან "არსენალმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო - 2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება. ეს მოჰყვა 12-მატჩიან სერიას, რომელშიც "მეთოფეებმა" 10 გამარჯვება მოიპოვეს.

"არსენალმა" 7 ქულა დაკარგა პრემიერ ლიგის გასვლით მატჩებში დაწინაურების შემდეგ - ეს ყველაზე ცუდი შედეგია "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად.

"მეთოფეებს" ერთი ნაბიჯი აშორებთ პრემიერ ლიგაში არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით მე-700 გოლის გაშვებამდე. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლონდონურ კლუბს გაუტანა, ვინი ჯონსი იყო, რომელმაც ეს 1996 წელს "უიმბლდონის" შემადგენლობაში მოახერხა.

პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში "არსენალმა" ხუთჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

"არსენალმა" მიმდინარე სეზონში კარში დარტყმათა მხოლოდ 21% განახორციელა საჯარიმოს გარედან - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლიგაში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"


წამყვანი ბომბარდირი: ჟირუ – 18 გოლი (12 ლიგაში).

"არსენალის" რიგებში ჩატარებული ბოლო 22 შეხვედრიდან 19-ში ალექსის სანჩესი გოლის გატანას ვერ ახერხებდა.

პრემიერ ლიგის მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა - ტიერი ანრიმ (20, 2002-03 სეზონში), ფრენკ ლამპარდმა (18, 2004-05 სეზონში) და სესკ ფაბრეგასმა ( 18, 2014-15 სეზონში) გააკეთეს უფრო მეტი საგოლე გადაცემა ერთ სეზონში, ვიდრე მესუთ ოზილმა მიმდინარე სეზონში (17).

თუ მოედანზე დენი უელბეკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე ჯამში 222-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 93-ჯერ იმარჯვა, "არსენალმა" 80-ჯერ, ხოლო 49 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"არსენალმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო შვიდი შეხვედრიდან 6 წააგო.

თუმცა "მეთოფეებმა" გასულ სეზონში ინგლისის თასზე მოახერხეს "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება, ხოლო მიმდინარე სეზონში "ემირეიტსზე" მოპოვებულმა 3-0 გამარჯვებმა, ვენგერის გუნდის 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "იუნაიტედის" წინააღმდეგ - 3 ფრე, 5 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მატჩში გამარჯვების შედეგად გახდება პრემიერ ლიგის პირველი გუნდი, რომელიც "არსენალს" თავის მოედანზე 50-ჯერ დაამარცხებს.

"არსენალმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ 1-ში მოახერხა 1 გოლზე მეტის გატანა და ის შეხვედრა ვენგერის გუნდმა 8-2 წააგო.

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 80 მოგება, "არსენალი" - 68 მოგება, ფრე - 45.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 21 მოგება, "არსენალი" - 12 მოგება, ფრე - 14.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 55 მოგება, "არსენალი" - 15 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 14 მოგება, "არსენალი" - 3 მოგება, ფრე - 6.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-1 "არსენალი"

თარიღი: 17 მაისი, 2015 წელი
სწრებადობა: 75 323
მსაჯი: მაიკ დინი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: ერერა 30'
გოლი "არსენალის" რიგებში: ბლეკეტი 82' (ავტოგოლი)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა კრეი პოსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი განსაჯა, 85 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ლი ბეტსი, მარკ პერი
სათადარიგო მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 თებერვალი 2016 18:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უილშირი ცხოვრებით ტრავმირებულია იმენა, არადა რა მომავალი უნდა ჰქონოდა ტიპს winked

მაგრად გაგვიჭირდება, დე ხეა და მარსიალი თუ არ იყვნენ ხო საერთოდ თითქმის უშანსოდ ვრჩებით
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 თებერვალი 2016 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"წითელ ეშმაკებს" 26 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვთ - ეს გუნდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 ტურში 33 გოლი გაიტანა - 1989/90 წლების (30 გოლი) შემდეგ "იუნაიტედს" ჩემპიონატში ასეთი ცუდი შედეგი არასდროს ჰქონია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 20 გოლი გაიტანა - ეს პრემიერ ლიგაში ყველა სხვა გუნდის შედეგს ჩამორჩება სახლში გატანილი გოლების რაოდენობით. -ესეიგი რაც მოიესმა დააკლო გუნდს ანტირეკორდები, ვან გაალმა დაამატა რაა areyoukiddingme
0
№3
ავტორი: ნიკუშა
27 თებერვალი 2016 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
კარგი იქნება თუ ჩვენი გუნდი მოიგებს დღეს
0
№4
ავტორი: sabageo
27 თებერვალი 2016 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ABA tqvenicit bicebo manunited

imedia marsiali de gea da smolingi iqnebian
0
№5
ავტორი: Mufc7
27 თებერვალი 2016 20:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გავხდეთ პრემიერ ლიგის ის პირველი გუნდი რა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: I L C
27 თებერვალი 2016 20:42
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
8 - 2 არახსოვთ ამათ derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: tupaca
27 თებერვალი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ლესტერმა მოიგო და აბა ბიჭებო ჩავუსვაროთ ხვალე არსენალს საქმეში
0
№8
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2016 21:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან მინდა "ლესტერს" "დავეხმაროთ", მაგრამ ამ მატჩის მოგებით პირველ რიგში საკუთარ თავს დავეხმარებით. უოლკოტი რაილის კარგი გამოცდა იქნება და ვნახოთ, რას გააკეთებს. სანჩესზე და ვარელაზე უკვე არაფერს ვამბობ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: sabageo
27 თებერვალი 2016 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
2-1 an 1-2
0
№10
ავტორი: Iunaitedi
27 თებერვალი 2016 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Adre ra angarishebit vugebdit da gvigebdnen es arafers nishnavs. Mtavri exla davdot shedegi. Iozils tu tamashi ar wauvida gind yofila gind ara. Giruc exla tavzea saxifato marto da eset forvadebs ver vitan arafris traki roaraaqvt da haeridan urtyaven marto. Teona cocxlobs ra. Ai sanchesia erti :) rac shegvexeba chven dexea da antona gvinda uejveli. Depay ro dziritadshi ar daayaneos aregirsos vangaals qalis alersi. Mondomebulia depay. Chemi prognozi 3-1 :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top