პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 27-ე ტური
თარიღი: კვირა, 28 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი
მატჩის დასაწყისი: 18:05, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, დარმიანი, ჯონსი, შვაინშტაიგერი, რუნი, იანგი, უ.კინი, ბორტუიკ-ჯექსონი, ფელაინი, იანუზაი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დე ხეა, სმოლინგი, მარსიალი.
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Smalling, McNair, Rojo, Varela, Riley, Love, Schneiderlin, Herrera, Carrick, Lingard, Depay, A Pereira, Mata, Martial, Rashford.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ენტონი მარსიალის მდგომარეობას შეაფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, შეძლებს თუ არა ფრანგი თამაშს. იგივე მდგომარეობაში იმყოფებიან დავიდ დე ხეა და კრის სმოლინგიც.
"არსენალი"
ტრავმირებულები: როსიცკი, კასორლა, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პაულისტა
განაცხადი: Cech, Ospina, Monreal, Gibbs, Koscielny, Gabriel, Mertesacker, Bellerin, Chambers, Ramsey, Elneny, Coquelin, Flamini, Ozil, Reine-Adelaide, Iwobi, Sanchez, Campbell, Walcott, Welbeck, Giroud.
"არსენალმა" დაკარგა ალექს ოქსლედი-ჩემბერლეინი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო ტრავმა. საეჭვოა მატჩში გაბრიელ პაულისტას მონაწილეობა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 41 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-მ-წ-მ-ფ-წ
"წითელ ეშმაკებს" 26 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვთ - ეს გუნდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 ტურში 33 გოლი გაიტანა - 1989/90 წლების (30 გოლი) შემდეგ "იუნაიტედს" ჩემპიონატში ასეთი ცუდი შედეგი არასდროს ჰქონია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 20 გოლი გაიტანა - ეს პრემიერ ლიგაში ყველა სხვა გუნდის შედეგს ჩამორჩება სახლში გატანილი გოლების რაოდენობით.
ვან გაალის გუნდი ლონდონური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას, 4 მათგანი კი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" 995 გოლი გაიტანა.
"არსენალი"
მე-3 ადგილი, 51 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-ფ-წ-ფ-მ-მ
ოქტომბრის დასაწყისიდან "არსენალმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო - 2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება. ეს მოჰყვა 12-მატჩიან სერიას, რომელშიც "მეთოფეებმა" 10 გამარჯვება მოიპოვეს.
"არსენალმა" 7 ქულა დაკარგა პრემიერ ლიგის გასვლით მატჩებში დაწინაურების შემდეგ - ეს ყველაზე ცუდი შედეგია "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად.
"მეთოფეებს" ერთი ნაბიჯი აშორებთ პრემიერ ლიგაში არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით მე-700 გოლის გაშვებამდე. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლონდონურ კლუბს გაუტანა, ვინი ჯონსი იყო, რომელმაც ეს 1996 წელს "უიმბლდონის" შემადგენლობაში მოახერხა.
პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში "არსენალმა" ხუთჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.
"არსენალმა" მიმდინარე სეზონში კარში დარტყმათა მხოლოდ 21% განახორციელა საჯარიმოს გარედან - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლიგაში.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).
"არსენალი"
წამყვანი ბომბარდირი: ჟირუ – 18 გოლი (12 ლიგაში).
"არსენალის" რიგებში ჩატარებული ბოლო 22 შეხვედრიდან 19-ში ალექსის სანჩესი გოლის გატანას ვერ ახერხებდა.
პრემიერ ლიგის მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა - ტიერი ანრიმ (20, 2002-03 სეზონში), ფრენკ ლამპარდმა (18, 2004-05 სეზონში) და სესკ ფაბრეგასმა ( 18, 2014-15 სეზონში) გააკეთეს უფრო მეტი საგოლე გადაცემა ერთ სეზონში, ვიდრე მესუთ ოზილმა მიმდინარე სეზონში (17).
თუ მოედანზე დენი უელბეკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე ჯამში 222-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 93-ჯერ იმარჯვა, "არსენალმა" 80-ჯერ, ხოლო 49 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"არსენალმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო შვიდი შეხვედრიდან 6 წააგო.
თუმცა "მეთოფეებმა" გასულ სეზონში ინგლისის თასზე მოახერხეს "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება, ხოლო მიმდინარე სეზონში "ემირეიტსზე" მოპოვებულმა 3-0 გამარჯვებმა, ვენგერის გუნდის 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "იუნაიტედის" წინააღმდეგ - 3 ფრე, 5 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მატჩში გამარჯვების შედეგად გახდება პრემიერ ლიგის პირველი გუნდი, რომელიც "არსენალს" თავის მოედანზე 50-ჯერ დაამარცხებს.
"არსენალმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ 1-ში მოახერხა 1 გოლზე მეტის გატანა და ის შეხვედრა ვენგერის გუნდმა 8-2 წააგო.
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 80 მოგება, "არსენალი" - 68 მოგება, ფრე - 45.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 21 მოგება, "არსენალი" - 12 მოგება, ფრე - 14.
"იუნაიტედის" სტადიონი
ლიგა: "იუნაიტედი" - 55 მოგება, "არსენალი" - 15 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 14 მოგება, "არსენალი" - 3 მოგება, ფრე - 6.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
გასული წლის ანალოგიური მატჩი"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-1
"არსენალი" თარიღი: 17 მაისი, 2015 წელი
სწრებადობა: 75 323
მსაჯი: მაიკ დინი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: ერერა 30'
გოლი "არსენალის" რიგებში: ბლეკეტი 82' (ავტოგოლი)
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა კრეი პოსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი განსაჯა, 85 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: ლი ბეტსი, მარკ პერი
სათადარიგო მსაჯი: მაიკ დინი