თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2016, 02:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2954,
კომენტარები: 11
მარსიალმა ტრავმა მიიღო
ენტონი მარსიალმა დავიდ დე ხეას ბედი გაიზიარა.
მარსიალმა ტრავმა მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ენტონი მარსიალი "მიდტიულანდთან" შეხვედრის წინა გახურებისას დაშავდა.

ფრანგი ფეხბურთელი ახალგაზრდა მარკუს რაშფორდმა შეცვალა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

ერთი კვირის წინ იგივე მიზეზით ტრავმა მიიღო დავიდ დე ხეამაც, რომელიც ასევე "მიდტიულანდთან" მატჩის წინა გახურებისას დაშავდა.

"კლუბში მოსვლის დღიდან ეს მისი პირველი კუნთოვანი ტრავმაა. მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი და ბრძენია მისგან მოსარიდებლად. კუნთის გაწყვეტა ან რამე ასეთი არ აქვს. უბრალოდ გაიჭიმა. არა მგონია, ძალიან მძიმე იყოს", - განაცხადა ვან გაალმა.

თავის პრესკოფერენციაზე კი ვან გაალმა დაამატა: "ენტონი, შესაძლოა, გადაიღალა. ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ არ მიკვირს. თამაში თვითონ არ ისურვა და ეს ძალიან მომწონს.

უკვე აგიხსენით, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც კუნთოვანი ტრავმა ჰქონდა, მარუან ფელაინი იყო. ეს უკვე ვიცოდით, როცა ამდენი მატჩი ზედიზედ ჩაატარა. ყოველთვის ასე ხდება, როცა სხვა ფეხბურთელები არ გყავს და როტაციას ვერ ახდენ. ასე რომ, მეორე კუნთოვანი ტრავმის მქონე ფეხბურთელი მარსიალი იქნება, თუმცა არა მგონია, კუნთოვანი ტრავმა ჰქონდეს. ძალიან ჭკვიანია - თავს ანებებს, როცა ბარძაყი ეჭიმება.

ამას უნდა გაუმკლავდე, გუნდისთვის რთულია, რადგან დე ხეას შემდეგ ახლა მარსიალი, ხოლო დე ხეაცა და მარსიალიც კარგ სეზონს ატარებდნენ და ისინი უნდა შევცვალოთ. თუმცა ვცვლით, რადგან მომდევნო რაუნდში გავედით".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
26 თებერვალი 2016 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Vaax raa. Imedia seriozuli araa.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2016 02:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თან ორივეს რომ მიდტიულანდთან დაემართა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Best 7
26 თებერვალი 2016 02:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რაშფოოორდიიიიიი:D:Dმბედიაა რაა იმენა ბედიი
0
№4
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2016 02:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აი ეს გვაკლდა areyoukiddingme
0
№5
ავტორი: ilker
26 თებერვალი 2016 02:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
magari igblianebi ki vart, reshfordma magrad shecvala marsiali samagierod
0
№6
ავტორი: ViDa
26 თებერვალი 2016 02:26
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მაგრად დაემთხვა ამის და დე ჰეას ტრავმა რა :) ამათ გავცდით მარა არსენალთან რა გველის ვინ იცის :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: Mufc7
26 თებერვალი 2016 02:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედია, სერიოზულია არაფერია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Malboro463
26 თებერვალი 2016 03:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
რაშფორდს რა გაუმართლა. არამგონია ლუის 80 წუთამდე შემიეყვანა რომ რამე
0
№9
ავტორი: red devil
26 თებერვალი 2016 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დაისვენოს ცოტა მართლა გადაიღალა
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2016 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აი მარსსიალის და სმოლინგის ტრავმა ვან გაალის ბრალია. ეხლა რო იძახის არ შეიძლება ამხელა დატვირთვით ითამაშოსო, აქამდე ვერ ხვდებოდა??? იქამდე ათამაშა სანამ ორივეს ტრავმა არ მიაღებინა. არსენალთან ერთიც რო არ იყოს წარმოდგენაც არ მინდა რა მოგვივა, ნუ დე ხეაზე აღარაფერს ვამბობ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top