თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2016, 02:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2955,
კომენტარები: 11
მარსიალმა ტრავმა მიიღო
ენტონი მარსიალმა დავიდ დე ხეას ბედი გაიზიარა.
მარსიალმა ტრავმა მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ენტონი მარსიალი "მიდტიულანდთან" შეხვედრის წინა გახურებისას დაშავდა.

ფრანგი ფეხბურთელი ახალგაზრდა მარკუს რაშფორდმა შეცვალა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

ერთი კვირის წინ იგივე მიზეზით ტრავმა მიიღო დავიდ დე ხეამაც, რომელიც ასევე "მიდტიულანდთან" მატჩის წინა გახურებისას დაშავდა.

"კლუბში მოსვლის დღიდან ეს მისი პირველი კუნთოვანი ტრავმაა. მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი და ბრძენია მისგან მოსარიდებლად. კუნთის გაწყვეტა ან რამე ასეთი არ აქვს. უბრალოდ გაიჭიმა. არა მგონია, ძალიან მძიმე იყოს", - განაცხადა ვან გაალმა.

თავის პრესკოფერენციაზე კი ვან გაალმა დაამატა: "ენტონი, შესაძლოა, გადაიღალა. ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ არ მიკვირს. თამაში თვითონ არ ისურვა და ეს ძალიან მომწონს.

უკვე აგიხსენით, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც კუნთოვანი ტრავმა ჰქონდა, მარუან ფელაინი იყო. ეს უკვე ვიცოდით, როცა ამდენი მატჩი ზედიზედ ჩაატარა. ყოველთვის ასე ხდება, როცა სხვა ფეხბურთელები არ გყავს და როტაციას ვერ ახდენ. ასე რომ, მეორე კუნთოვანი ტრავმის მქონე ფეხბურთელი მარსიალი იქნება, თუმცა არა მგონია, კუნთოვანი ტრავმა ჰქონდეს. ძალიან ჭკვიანია - თავს ანებებს, როცა ბარძაყი ეჭიმება.

ამას უნდა გაუმკლავდე, გუნდისთვის რთულია, რადგან დე ხეას შემდეგ ახლა მარსიალი, ხოლო დე ხეაცა და მარსიალიც კარგ სეზონს ატარებდნენ და ისინი უნდა შევცვალოთ. თუმცა ვცვლით, რადგან მომდევნო რაუნდში გავედით".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
26 თებერვალი 2016 10:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არსენალი რას გვიზამს წარმომიდგენია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top