თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2016, 17:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2405,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "ჩვენ გვაქვს ის, რაც ბევრ კლუბს აკლია"
ვან გაალი შედეგით ჯერ კიდევ კმაყოფილია.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ აუცილებლობიდან გამომდინარე ახალგაზრდა ფეხბურთელების შეყვანა პირველ გუნდში, სხვა ფეხბურთელებს ენერგიით ავსებს.

ახალგაზრდა მარკუს რაშფორდმა, რეგან პულმა, მეკარე ჯოელ კასტრო პერეირამ, დონალდ ლავმა და ჯო რაილიმ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ორმა უკანასკნელმა უკვე ჩაატარა სადებიუტო მატჩები, ხოლო კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი და გილერმო ვარელა, რომლებიც ასევე აკადემიის ფეხბურთელები არიან, მიმდინარე სეზონში უკვე რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას იღებენ.

ვან გაალი, რომელმაც დაადასტურა, რომ რაშფორდი ერთ-ერთი არჩევანი იქნება "მიდტიულანდთან" მატჩისთვის, მოხარულია სახელოვანი ფეხბურთელების ახალგაზრდებთან ურთიერთობით.

"რა თქმა უნდა, ამიტომაც გვყავდა პატარა გუნდი სეზონის დასაწყისში, რადგან ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდებს აძლევ შანსს.

ყოველთვის მჯერა ახალგაზრდა ფეხბურთელების, თუ როგორ სტიმულს აძლევენ ისინი სხვა ფეხბურთელებს და როგორ უმჯობესდება ატმოსფერო გასახდელ ოთახში. ახლა ასეთი რამეები ხდება.

ასევე მჯერა, რომ პირველ მატჩში კარგად ითამაშებენ და შესაძლოა, მეორეშიც, მაგრამ როცა მესამე შანსს იღებ, უკვე თანმიმდევრულობის საკითხი დგება და ახალგაზრდებისთვის ესეც მნიშვნელოვანია".


მარკოს როხო ევროპის ლიგის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იქნება, ანტონიო ვალენსია და ადნან იანუზაი კი დაბრუნებასთან ახლოს არიან.

"ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება, რადგან არასდროს მქონია ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშის საშუალება. ყოველთვის შეცვლა მიწევს, რადგან ერთსა და იმავე პოზიციაზე ბევრი ტრავმირებული გვყავს, ამიტომ ასეთ პოზიციაზე ვაყენებ ფეხბურთელს, რომლისთვისაც ეს როლი უჩვეულოა. ამგვარად, ახლა ყველაფერი ძალიან რთულდება და ასეთი პატარა სელექციით, დაახლოებით 13-14 ძირითადი ფეხბურთელით სრული პროგრამით ვერ ითამაშებ.

ჯერ კიდევ სამ ტურნირზე ვართ, ბევრი კლუბი ვერ დაიკვეხნის ამით. გვინდა, ასე გაგრძელდეს, რადგან ევროპის ლიგა მნიშვნელოვანია, ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსს გვაძლევს, ინგლისის თასიც მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხანია არ მოგვივია. ლიგაში მეხუთე ადგილზე ვართ, ოთხეულში მოხვედრა კი ისევ შეგვიძლია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: chester
25 თებერვალი 2016 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Es beevrs saubrobs mokled araa chveni sashveli ragacas tu miagwia kide unda uyuro 1 weli amowurvamde tu ver miagwia bolomde dagvziravs.. Eh ise saubrobs ro ukve natelia chempionta ligaze gasvla da iq tamashi unda moigebs sustebtan da vegar agdeben waagebs da gunds awers yvelapers.. Mokled kerketi kakali viqnebit kide kai xani sheeguet
0
№2
ავტორი: Mufc7
25 თებერვალი 2016 17:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აჰა, დაგვანახა პოზიტივი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: deqstera
25 თებერვალი 2016 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ვარელა(22წლის), მაკნეიერი(20წლის), ბლეკეტი(21წლის), ვაიერი(20წლის), გოსს(20წლის), ლავი(21წლის), კინი(23წლის) იგივე თუნდაც ლინგარდი 23წლის არის უკვე და თუ რამე უნდოდა აქამდე უნდა მიეღწია!!

ამ ასაკის ფეხბურთელები რატო გვყავს დუბლებში?? ვინმეს გაქვთ იმედი რო ესენი მანჩესტერის თუნდაც ზამენის დონეს მიაღწევენ(ნამდვილი მანჩესტერის და არა ამ მაჩანჩალას ეხლა რო არის)??
და თუ არც თქვენ გაქვთ იმედი, ესეიგი სულ ტყუილად იკავებენ ახალგაზრდების ადგილს!!


ქლევერლი-ველბეკი 20წლისები იყვნენ მემგონი ერთი სანდერლენდს ათრევდა მარტო და მეორემ უიგანში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, იგივე 20-21წლისები იყვნენ სმოლინგი-ჯონსი რო ვიყიდეთ და ერთი ბლექბერნის წამყვანი ფეხბურთელი იყო მეორე ფულემში იყო აშკარად გამორჩეული!! ანალოგიურის თქმა შეიძლება შოუ-ზე რომელიც 19წლის უკვე შესანიშნავ სეზონს ატარებდა, ამ დროს კი ამ ბიჭებზეც კი ვერიტყვი რო უეჭველი მიაღწევენ იმ დონეს რაც მანჩესტერს ეკადრებაო(უეჭველი კი არა 1-2თუ მიაღწევს)...
იანუზაიმ მანჩესტერშივე ჩაატარა შესანიშნავი სეზონი და მისი ჩავარდნა ვან გაალის მოსვლასთან ერთად დაიწყო რაც იმაზე მიანიშნებს რო მწვრთნელს ვერშეეწყო, რომელიც ასევე არათამაშებს ფერეირას რომელიც ბრაზილიის 20წლამდელში აშკარად საუკეთესო იყო და ეს კი მხოლოდ 10წუთს თუ დაუთმობს ისიც ძალიან იშვიათად...
0
№4
ავტორი: makaveli
25 თებერვალი 2016 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ბიჭებო ბლეკეტი სადარი ტრავმა აქვს?
0
№5
ავტორი: Manc
25 თებერვალი 2016 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ციტატა: makaveli
ბიჭებო ბლეკეტი სადარი ტრავმა აქვს?

იჯარით არის სელტიკში მგონი
0
№6
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2016 18:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთადერთი პერეირას იმედი მქონდა რომელსაც სკამზე კლავს, სხვა ვინაა რომელსაც ახალაგზრდას და პერსპექტიულს უწოდებ? დიდი დიდი შემცვლელდ წავიდეს რამდენიმე. 22-23 წლის ფეხბურთელები ოქროს ბურთებს დებენ უკვე, ესენი რეზერვებს ვერ გაცდნენ
0
№7
ავტორი: ნიკუშა
25 თებერვალი 2016 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ჯარგიც იქნება თუ ოთხეულში მოხვდება ჩვენი გუნდი
0
№8
ავტორი: deqstera
25 თებერვალი 2016 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
General
ხო ვითომ ახალგაზრდებს ენდობაო და ტიპს ვაბშე არათამაშებს, არადა მოსამზადებელ ეტაპზე არავისზე ნაკლები არყოფილა უკეთესი თუ არა...

Lee Sharpe
ჯონსზე და შოუზე არასდროს მქონია ცუდი შთაბეჭდილება და მაგიტომაც მოვიყვანე ამათი ტოლები ჭამდნენთქო, მაგრამ ტრავმებმა უკან დახია...


სმოლინგს რაც შეეხება, რა ტოპ 5 მცველში შედის? სმოლინგს ისევ ჯონსი მირჩევნია თუ ათამაშდა, უბრალოდ დღეს მანჩესტერის დაცვა ძალიან ცუდ დღეშია და ეგ შედარებით გამორჩეულია სხვების ფონზე!!

სილვა, ვარანი, ჰუმელსი, რამოსი, კიელინი!
ეს ხუთეული თუ გინდოდა და კიდე შეიძლება თქვა რამდენიმე მცველზე ვინც კონკურენციას გაუწევს ხუთეულში მაგრამ სმოლინგი არარის იმ კონკურენტებში!!
პიკე, პეპე, კომპანი, სუბოტნიჩი, ბარძალი და თუნდაც ქაჯი დავიდ ლუისი :D :D
ბავარიას ცენტრალურები არმევასებიან და ნაპრინციპ არვწერ, ბოატენგს მართლა ისევ სმოლინგი მირჩევნია:D, ოტამენდიც რატომღაც არმევასება თორე არაა ცუდი....

Lee Sharpe
კინიც და პაუელიც ჩემპინშიფში იყვნენ კარგად, ჩემპიონშიფსა და პრემიერლიგას შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა!! ვალბეკი იმიტომ ვახსენე რო თავისდროზე ჰენდერსონს გვაძლევდა სანდერლენდი და ფულს გვიმატებდა ოღონდ დაგვიტოვეთო!!
0
№9
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2016 20:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სამ ტურნირზე, თორემ შენც არ იყო ახლა ელიტ რაუნდებში. პრემიერ ლიგაში ჩვეუელბრივი მიზეზის გამო ვართ, ევროპის ლიგაზე "დამსახურების" გამო, ინგლისის თასზე მოწინააღმდეგეთა საუკეთესო შერჩევის გამო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 თებერვალი 2016 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ახალგაზრდებთან ურთიერთობა ნამდვილად იცის ვან გაალმა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ტრამვებიდან არის გამოწვეული. ტრამვები, რომ არა მეორე გუნდიდადან ამდენ გამოუცდელ ფეხბურთელებს არ ათამაშებდა. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ რომელიმე ძალიან გამორჩეულია და ვარსკვლავებს წყვეტს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top