თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2016, 20:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" მეკარე დაიბრუნა
ტრავმების კრიზისის გამო "წითელმა ეშმაკებმა" მეკარე გუნდში დააბრუნეს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეკარე დინ ჰენდერსონი, რომელიც "სტოკპორტ ქაუნთში" იჯარის წესით ასპარეზობდა, პირველ გუნდში დააბრუნა, რადგან გუნდს მეკარეთა პრობლემა აქვს.

ჰენდერსონი, რომელსაც მომდევნო თვეში 19 წელი შეუსრულდება, პირველ გუნდში თამაშის გამოცდილებას ჩრდილოეთის კონფერენციაში იღებდა, "იუნაიტედში" კი შესაძლოა, ინგლისის თასის მომდევნო მატჩში "შრიუსბერ თაუნის" წინააღმდეგ იასპარეზოს.

"წითლებს" სერხიო რომეროს შემცვლელი სჭირდებათ, რადგან დავიდ დე ხეა და სემ ჯონსტონი ტრავმირებულები არიან.

კიდევ ერთი მეკარე, ჯოელ კასტრო პერეირა კი ინგლისის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს, რადგან "როჩდეილის" რიგებში უკვე ითამაშა ამ ტურნირზე, ხოლო ვიქტორ ვალდესი ლიეჟის "სტანდარდში" იჯარით ასპარეზობს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 თებერვალი 2016 20:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს უკვე საეჭვოს ხდის დე ხეას მდგომარეობას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
20 თებერვალი 2016 21:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე მეგონა პერეირას გამოიყენებდნენ და აქაც პრობლემა ყოფილა
0
№3
ავტორი: always ReD
20 თებერვალი 2016 21:28
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ეს ვინაა areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Malboro463
20 თებერვალი 2016 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
პერეირა სად ყავთ შვეიცარიელი?
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 თებერვალი 2016 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯონსტოუნს რაღა მოუვიდა??? areyoukiddingme
0
№6
ავტორი: GeorgeBest
20 თებერვალი 2016 22:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Malboro463
კიდევ ერთი მეკარე, ჯოელ კასტრო პერეირა კი ინგლისის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს, რადგან "როჩდეილის" რიგებში უკვე ითამაშა ამ ტურნირზე, ხოლო ვიქტორ ვალდესი ლიეჟის "სტანდარდში" იჯარით ასპარეზობს.
0
№7
ავტორი: Mufc7
21 თებერვალი 2016 00:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: ვახო ( G G M U)
ჯონსტოუნს რაღა მოუვიდა??? areyoukiddingme

ტრავმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Iunaitedi
21 თებერვალი 2016 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Gamixardes tu mewyinos ver gamigia :D
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
21 თებერვალი 2016 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მეკარეზეა ძაან პრიკოლი სიტუაცია არავის არ აქვს შანსი პროსტა ahahaha რამდენი იყვნენ, ამოსი,ლინდეგაარდი,ჯონსტონი,პერეირა,მილინკოვიჩი, და სანტანჯელოც იყიდეს ერთი 3 წლის წინ მგონი, იძაან ცუდი ბედი აქვთ დე ხეასთნ რომ მოუწიათ კონკურენცია დაჟე უმეტესობას არც მოუწია უშანსოდ იყვნენ biggrin2 რომერო ნამდვილად კარგია შემცვლელად მეტი არ უნდა გუნდს, ამ ეტაპზე ასე ჩანს manunited
0
№10
ავტორი: Malboro463
21 თებერვალი 2016 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ციტატა: General
ციტატა: Malboro463
კიდევ ერთი მეკარე, ჯოელ კასტრო პერეირა კი ინგლისის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს, რადგან "როჩდეილის" რიგებში უკვე ითამაშა ამ ტურნირზე, ხოლო ვიქტორ ვალდესი ლიეჟის "სტანდარდში" იჯარით ასპარეზობს.

და ამას თასისთვის სკამზე დასაჯდომათ აბრუნებენ? სხვა თამაშებზე ზამენაზე პერეირა დადგებოდა. უცნაური გადაწყვეტილება უ18 ის მეკარე გადმოეყვანა მაინც არ უნდა ათამაშოს და
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top