"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეკარე დინ ჰენდერსონი, რომელიც "სტოკპორტ ქაუნთში" იჯარის წესით ასპარეზობდა, პირველ გუნდში დააბრუნა, რადგან გუნდს მეკარეთა პრობლემა აქვს.
ჰენდერსონი, რომელსაც მომდევნო თვეში 19 წელი შეუსრულდება, პირველ გუნდში თამაშის გამოცდილებას ჩრდილოეთის კონფერენციაში იღებდა, "იუნაიტედში" კი შესაძლოა, ინგლისის თასის მომდევნო მატჩში "შრიუსბერ თაუნის" წინააღმდეგ იასპარეზოს.
"წითლებს" სერხიო რომეროს შემცვლელი სჭირდებათ, რადგან დავიდ დე ხეა და სემ ჯონსტონი ტრავმირებულები არიან.
კიდევ ერთი მეკარე, ჯოელ კასტრო პერეირა კი ინგლისის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს, რადგან "როჩდეილის" რიგებში უკვე ითამაშა ამ ტურნირზე, ხოლო ვიქტორ ვალდესი ლიეჟის "სტანდარდში" იჯარით ასპარეზობს.