თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2016, 21:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 7511,
კომენტარები: 13
"მიდტიულანდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩის პრევიუ.
"მიდტიულანდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ჰერნინგ არენა", ჰერნინგი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/16 ფინალი. 1-ლი მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 18 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)
მატჩის დასაწყისი: 22:00, (ჩვენი დროით)

"მიდტიულანდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მიდტიულანდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მიდტიულანდი"

ტრავმირებულები: დალინი
დისკვალიფიკაცია: პოულსენი
კითხვისნიშნისქვეშ: ანდერსონი
განაცხადი:


"მიდტიულანდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ფელაინი, ბორტუიკ-ჯექსონი, რუნი, შოუ, ვალენსია, ერერა, დარმიანი, იანუზაი, შვაინშტაიგერი, ვარელა, როხო, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Love, McNair, Smalling, Blind, Poole, Riley, Carrick, Herrera, Schneiderlin, Lingard, Pereira, Weir, Mata, Memphis, Martial, Keane.

"მანჩესტერ იუნაიტედი" დანიაში 18-კაციანი განაცხადით ჩავიდა. ევროპის ლიგის შეხვედრაში გუნდი თავისი კაპიტნის გარეშე ითამაშებს, გუნდში კი ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია.


წინა შეხვედრები


"მანჩესტერ იუნაიტედს" მღელვარების მიზეზი აქვს, რადგან დანიელებმა ტურნირს უკვე გამოთიშეს ერთი ინგლისური გუნდი.

"მიდტიულანდი" თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწევს, თუკი მეორე ინგლისურ კლუბს დაამარცხებს.

წინა შეხვედრები


ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან ევროტურნირზე.

"მიდტიულანდი" ევროპის მასშტაბით ოთხჯერ დაუპირისპირდა ინგლისურ გუნდებს - 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (1 მოგება, 1 ფრე - სახლში და წაგება და ფრე ინგლისში). პრემიერ ლიგის ერთი კლუბი უკვე დაამარცხა, როცა პლეი-ოფის სტადიაზე "საუთჰემპტონს" ორი მატჩის ჯამში 2-1 სძლია.

დანიელებს მანჩესტერში ერთადერთი მატჩი აქვთ ჩატარებული და ისიც მოიგო, როცა 2008-09 წლების სეზონის უეფა-ს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ადგილობრივი "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა. საპასუხო შეხვედრაში იგივე ანგარიშით დამარცხდნენ სახლში და პენალტების სერიაში 4-2 წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე "სიტი" გავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ექვსჯერ შეხვდა ევროარენაზე დანიურ კლუბებს - 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (2 მოგება და 1 ფრე - სახლში, ხოლო 2 მოგება და 1 წაგება - დანიაში).


ფაქტები გუნდების შესახებ


"მიდტიულანდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მიდტიულანდი"


"მიდტიულანდი" ბოლო 4 ევროპულ მატჩში ვერ ახერხებდა გამარჯვებას - 1 ფრე, 3 წაგება.

"მიდტიულანდი" პირველად გავიდა ევროთასის საგაზაფხულო სტადიაზე და ეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევის შედეგად მოახერხა. "მიდტიულანდსა" და "მიოლდეს" ყველაზე ხანგრძლივი ევროპული კამპანია აქვთ მიმდინარე სეზონში, ორივე ეს კლუბი 1/16 ფინალში ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დაწყებული ასპარეზობის შემდეგ გავიდა.

"მიდტიულანდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2015/16 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით მატჩებში ვერ ახერხებდა გამარჯვებას - 1 ფრე, 2 წაგება. 2011-12 წლების სეზონის ევროპის ლიგის გათამაშებაში კი ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგაზე ბოლოს 2011/12 წლების სეზონში ასპარეზობდა და მაშინ გუნდი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც "ატლეტიკთან" ორჯერ დამარცხდა - 2-3 და 2-1. ევროპის ლიგა (უეფა-ს თასი) - ერთადერთი ევროპული ტურნირია, რომელიც გუნდს არასდროს მოუგია. კლუბის საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე - მეოთხედფინალია, რომელსაც 1994-85 წლებში მიაღწია.

კავშირი გუნდებს შორის


მანჩესტერსა და ჰერნინგს შორის მანძილი 775 კილომეტრს შეადგენს.

"მიდტიულანდი" ევროპის ლიგის 1/16 ფინალში მოასპარეზე გუნდთა შორის ერთ-ერთია ექვსთა შორის, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები არიან - "ბაზელი" (შვეიცარია), "გალათასარაი" (თურქეთი), "მიოლდე" (ნორვეგია) და "ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), "მიოლდემ" თავისი სტატუსი უკვე დაუთმო "რუსენბორგს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ენტონი მარსიალი, სათადარიგო მეკარე სერხიო რომერო და "მიდტიულანდის" ნახევარმცველი იაკობ პოულსენი "მონაკოში" თანაგუნდელები იყვნენ 2013/14 წლების სეზონში.

დეილი ბლინდი და პეტერ ანდერსონი 2010 წელს "გრონინგენში" თამაშობდნენ.

"მიდტიულანდის" მეკარე მიკელ ანდერსონი იჯარის წესით თამაშობდა ინგლისის დაბალი დივიზიონის რამდენიმე გუნდში, როცა კონტრაქტით "რედინგს" უკავშირდებოდა.

"მიდტიულანდის" ხორვატი თავდამსხმელი მარტინ პუშიჩი ინგლისში 2011/12 წლების სეზონში "ჰალ სიტის" რიგებში ასპარეზობდა.

დანიური კლუბის ნახევარმცველი კრისტოფერ ოლსონი "არსენალში" სინჯებზე იმყოფებოდა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგელობაში - ლიგის თასზე "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ 2013 წლის სექტემბერში.

"მიდტიულანდი" 1999 წელს დაარსდა ორი კლუბის შერწყმის შედეგად - "იკასტი" და "ჰერნინგ ფრემანდი".

თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგას მოიგებს, მეხუთე ევროპული კლუბი გახდება "აიაქსის", "ბაიერნის", "იუვენტუსისა" და "ჩელსისთან" ერთად, რომელთაც ევროპის ორივე მნიშვნელოვანი თასი ერგოთ - ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა და თასების მფლობელთა თასი).

გუნდების მწვრთნელები

"მიდტიულანდის" მწვრთნელი იეს ტორუპი ფორვარდის როლში გერმანიასა და ავსტრიაში ასპარეზობდა. მწვრთნელის რანგში სახელი "ესბიერგში" გაითქვა, რომელთან ერთადაც დანიის თასი მოიგო, სანამ დანიის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანდა. "მიდტიულანდის" მწვრთნელი გასულ ზაფხულს გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ლუი ვან გაალი გუნდს 2014 წლის ზაფხულიდან წვრთნის, "აიაქსის" თავკაცის რანგში მან უეფა-ს თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე ჩემპიონი გახდა ჰოლანდიაში, გერმანიასა და ესპანეთი "ალკმაართან", "ბაიერნსა" და "ბარსელონასთან" ერთად. ჰოლანდიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა.

გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:

13.02.2016. "მიდტიულანდი" - "ჰორსენსი" 4:2 (ონუაჩუ 3', ოლსონი 38', კადლეცი 64', პუშიჩი 76' - კრეიგერი 74' 90)

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-3 ადგილი, 31 ქულა.

13.02.2016. "სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 (ჰაზრი 3', დე ხეა 82' (ავტოგოლი) - მარსიალი 39')

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 41 ქულა.
მატჩის წინ
13 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 თებერვალი 2016 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი რა უნდა ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს ეს გუნდი რას წარმოადგენს, თუმცა ბოლომდე რო ინბრძოლობენ ამაში დარწმუნებული ვარ. სიმართლე, რომ ვთქვა ნამდვილად არ მინდა მანჩესტერის ყურება ევროპა ლიგაზე იმიტომ, რომ ეს ტურნირი ის არ არის სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ და თუ გამოვარდნენ დიდად არც დამწყდება გული. ესენი ამ ტურნირის მომგებები არ არიან და რაც უფრო მალე გამოეთიშებიან ასპარეზობას უკეთესი იქნება.
0
№2
ავტორი: Iunaitedi
17 თებერვალი 2016 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Midtuilands dasakargi araferi aqvs da chventvis fre normaluri shedegi iqneba.

Midtuilands dasakargi araferi aqvs da chventvis fre normaluri shedegi iqneba.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2016 22:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საინტერესო თამაში იქნება ახალაგზრდების გამო

იმედია ისევ სვარკას არ ვნახავ
0
№4
ავტორი: gocha 1985
18 თებერვალი 2016 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
Premier ligas mixedet rom movxvdet ligaze, es chveni shesaperisi turniri ar aris magram axalgazrda pexburtelebistvis kargia miechvevian, ratgmaunda mogeba xval.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2016 02:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: gocha 1985
Premier ligas mixedet rom movxvdet ligaze, es chveni shesaperisi turniri ar aris magram axalgazrda pexburtelebistvis kargia miechvevian, ratgmaunda mogeba xval.

აქიდან უფრო ადვილია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. პრემიერ ლიგაში მომდევნო ტურის მერე უკვე ცხრა ქულა გახდება მეოთხე ადგილთან სხვაობა და საერთოდ, მერვეზე ჩამოვქვეითდებით, ასე რომ, აქ უფრო გვაქვს შანსი. ვარაუდის დონეზე ვამბობ, რა თქმა უნდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2016 09:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებ, როგორ ჩაატარებენ მატჩს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2016 10:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თანაბარი გუნდები არიან, დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ და იმედია საინტერესო თამაში გამოვა
0
№8
ავტორი: always ReD
18 თებერვალი 2016 11:14
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
აგენსაც თუ ვერ მოვუგეთ და საღოლ მაშინ ჩვენ.
0
№9
ავტორი: Malboro463
18 თებერვალი 2016 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გავრისკე და ორიანი ავიღე
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 თებერვალი 2016 16:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ციტატა: Malboro463
გავრისკე და ორიანი ავიღე

ბევრი გადაყარე ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top