თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2016, 22:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3659,
კომენტარები: 11
"2016 წელი ყველაფრის დასტურია"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონის ფორმის ჩვენება დასჭირდება იმისათვის, რომ პრემიერ ლიგის ოთხეულს დაუბრუნდეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, მაგრამ ვან გაალს მიაჩნია, რომ გუნდმა უკვე აჩვენა ასეთი ხასიათი.

"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ 2016 წელს ნაჩვენები შედეგები გუნდს ელიტარულ ოთხეულში მოხვედრაში დაეხმარება.

ახალი წელი "იუნაიტედმა" "სუონსისთან" მოპოვებული გამარჯვებით გახსნა, შემდეგ კი "ნიუკასლთან", "ლივერპულთან", "საუთჰემპტონთან", "სტოკსა" და "ჩელსისთან" შეხვედრებში საერთო ჯამში 11 ქულა მოაგროვა 18 შესაძლოდან.

"თუ ჩვენს 2016 წლის შედეგებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ასეთი შედეგის ჩვენების შემთხვევაში ჩემპიონები ვიქნებოდით.

თუმცა ახლა ყოველ კვირაში უნდა მოვახერხოთ ეს, რადგან ჩამორჩენა უკვე დიდია",
- განაცხადა ვან გაალმა.

"იუნაიტედი" 6 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის". თუმცა საშინელი დეკემბრის შემდეგ ვან გაალის აზრით, მისი გუნდი დარჩენილ 13 ტურში სასურველ შედეგს მიაღწევს.

"უნდა ვთქვა, რომ ამ პერსპექტივით დიდებულად ვმოქმედებთ. დეკემბერში ზედიზედ ოთხი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ახლა ჩანს, რომ მენტალურად ძლიერები ვართ და ამ ზეწოლას ვუმკლავდებით.

ტურნირის მიწურულს ზეწოლა ყველასთვის იზრდება, თუმცა მასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს. "მანჩესტერ იუნაიტედიც" მეტ-ნაკლებად ართმევს თავს.

თუმცა ეს საკმარისი არ არის, თანმიმდევრულ შედეგს უნდა მივაღწიოთ და დღეიდან ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ ზედიზედ. კონკურენტებთან ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრათ".


"სანდერლენდისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი გახსნის ტურს, რომელშიც ერთმანეთს "არსენალი" და "ლესტერი" შეხვდებიან, "ეტიჰადზე" კი "ტოტენჰემი" მასპინძელ "სიტის" ეწვევა.

ამ ტურის შემდეგ "იუნაიტედს" შეუძლია სხვაობის შემცირება, თუმცა ვან გაალი ფიქრობს, რომ გუნდმა მხოლოდ თავის მატჩზე უნდა იფიქროს.

"ჩვენს კონკურენტებს არ უნდა შევხედოთ, ჯერ ჩვენი მატჩი გვაქვს მოსაგები.

სწორედ ამიტომ გავნაწყენდით, რომ "ჩელსისთან" ორი ქულა დავკარგეთ.

ჯერ შენ უნდა მოიგო, კონკურენტებს კი მერე შეხედო.

ვიცით, ისინი ერთმანეთში თამაშობენ, ამიტომ ქულას რომელიმე აუცილებლად დაკარგავს. მაგრამ ჩვენ ჩვენი ქულები გვაქვს მოსაპოვებელი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 თებერვალი 2016 22:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ტოტენჰემმა და ლესტერმა ეს თამაშებიც თუ არ წააგეს, მერე ნათლად იკვეთება ჩვენი კონკურენტი, თუ წააგეს, ყველაფერი უფრო რთულად იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Giggsy
12 თებერვალი 2016 22:41
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
ერთი ვან გაალისაც მეორე გლეიზერებისაც მესამე ვუდვორდისაც მეოთხე მოურინიოსაც მოიყვანონ პოჩეტინო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 თებერვალი 2016 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩვენ თუ ვერ მობიგეთ არანაირი აზრი არ ექნება კონკურენტების შედეგებს ასე, რომ ხვალ გამარჯვება აუცილებელია!!!
მართალია სანდერლენდია, მაგრამ სახში თამაშობენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მინიმუმ არ წააგონ თამაში, თუმცა ეს ჩვენ ამოაცანას არ ცვლის რა თქმა უნდა. ხვალ 3 ქულა უეჭველად უნდა ავიღოთ.
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 თებერვალი 2016 23:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
არსენალი დაკარგავს ქულებს, ეგ კი ვიცი
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 თებერვალი 2016 23:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნორმალურად რო გეთამაშათ ეხლა ლესტერი კი არ იქნებოდა სათავეში
0
№6
ავტორი: Wardell
12 თებერვალი 2016 23:16
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
სიტი ტოტენჰემს ხვდება, არსენალი ლესტერს ქულები რო დაიკარგება ოთხეულში ფაქტია, მაგრამ როგორ გადანაწილდება ეგაა საქმე, ორივე რომ ფრედ დასრულდეს იდეალური იქნება და რა თქნა უნდა ჩვენ უნდა მოვიგოთ.
0
№7
ავტორი: Lady in red
12 თებერვალი 2016 23:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მოგება და სხვა არაფერი
0
№8
ავტორი: dachi_mu
13 თებერვალი 2016 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Karoche totenhemma tu moigo dges..vangaals mdzgneriani cocxi unda urtya da ise gaagdo gundidan ,tan 5wliani deporti unda chaurtya inglisshi.. Es tamashi ufro gvainteresebs chven.imito ro savaraudod arsenali da lesteri gaarkveven chempionis beds ertmanetshi...
0
№9
ავტორი: AkkRed
13 თებერვალი 2016 11:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
და ზუსტად დღეს ისე გადაეწყობა თამაშები ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ რომ იყოს და ზუსტად დღეს წავაგებთ, ყოველთვის ასე ხდება და რა ვიცი არც ეხლა იქნება გამონაკლისი.
0
№10
ავტორი: Iunaitedi
13 თებერვალი 2016 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Dges chveni tamashia yvelaze adre PL da imedia movigebt.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top