თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2016, 22:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3663,
კომენტარები: 11
"2016 წელი ყველაფრის დასტურია"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონის ფორმის ჩვენება დასჭირდება იმისათვის, რომ პრემიერ ლიგის ოთხეულს დაუბრუნდეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, მაგრამ ვან გაალს მიაჩნია, რომ გუნდმა უკვე აჩვენა ასეთი ხასიათი.

"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ 2016 წელს ნაჩვენები შედეგები გუნდს ელიტარულ ოთხეულში მოხვედრაში დაეხმარება.

ახალი წელი "იუნაიტედმა" "სუონსისთან" მოპოვებული გამარჯვებით გახსნა, შემდეგ კი "ნიუკასლთან", "ლივერპულთან", "საუთჰემპტონთან", "სტოკსა" და "ჩელსისთან" შეხვედრებში საერთო ჯამში 11 ქულა მოაგროვა 18 შესაძლოდან.

"თუ ჩვენს 2016 წლის შედეგებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ასეთი შედეგის ჩვენების შემთხვევაში ჩემპიონები ვიქნებოდით.

თუმცა ახლა ყოველ კვირაში უნდა მოვახერხოთ ეს, რადგან ჩამორჩენა უკვე დიდია",
- განაცხადა ვან გაალმა.

"იუნაიტედი" 6 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის". თუმცა საშინელი დეკემბრის შემდეგ ვან გაალის აზრით, მისი გუნდი დარჩენილ 13 ტურში სასურველ შედეგს მიაღწევს.

"უნდა ვთქვა, რომ ამ პერსპექტივით დიდებულად ვმოქმედებთ. დეკემბერში ზედიზედ ოთხი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ახლა ჩანს, რომ მენტალურად ძლიერები ვართ და ამ ზეწოლას ვუმკლავდებით.

ტურნირის მიწურულს ზეწოლა ყველასთვის იზრდება, თუმცა მასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს. "მანჩესტერ იუნაიტედიც" მეტ-ნაკლებად ართმევს თავს.

თუმცა ეს საკმარისი არ არის, თანმიმდევრულ შედეგს უნდა მივაღწიოთ და დღეიდან ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ ზედიზედ. კონკურენტებთან ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრათ".


"სანდერლენდისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი გახსნის ტურს, რომელშიც ერთმანეთს "არსენალი" და "ლესტერი" შეხვდებიან, "ეტიჰადზე" კი "ტოტენჰემი" მასპინძელ "სიტის" ეწვევა.

ამ ტურის შემდეგ "იუნაიტედს" შეუძლია სხვაობის შემცირება, თუმცა ვან გაალი ფიქრობს, რომ გუნდმა მხოლოდ თავის მატჩზე უნდა იფიქროს.

"ჩვენს კონკურენტებს არ უნდა შევხედოთ, ჯერ ჩვენი მატჩი გვაქვს მოსაგები.

სწორედ ამიტომ გავნაწყენდით, რომ "ჩელსისთან" ორი ქულა დავკარგეთ.

ჯერ შენ უნდა მოიგო, კონკურენტებს კი მერე შეხედო.

ვიცით, ისინი ერთმანეთში თამაშობენ, ამიტომ ქულას რომელიმე აუცილებლად დაკარგავს. მაგრამ ჩვენ ჩვენი ქულები გვაქვს მოსაპოვებელი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
13 თებერვალი 2016 14:17
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დეკემბერშიც, რომ იგივე ეფიქრა არ იქნებოდა ცუდი... ძალიან დიდია ჩამორჩენა და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ უნდა წავიდეს, რომ ოთხეულში შესვლა შევძლოთ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top