თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3321,
კომენტარები: 14
რობსონი: "იუნაიტედს" ჰყავს თავისი გვარდიოლა"
ბრაიან რობსონი ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" არ სჭირდება ახალი გვარდიოლას ძებნა.
რობსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, ბრაიან რობსონს მიაჩნია, რომ რაიან გიგზი კლუბისთვის პეპ გვარდიოლა იქნება.

სანამ "ბარსელონას" პირველ გუნდს ჩაიბარებდა, გვარდიოლა 2008 წლამდე "ბარსელონა B-ს" წვრთნიდა, შემდეგ კი "კამპ ნოუზე" 4 ბრწყინვალე წელი გაატარა.

შემდეგში ესპანელი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელსაც "მანჩესტერ სიტიში" გაცვლის.

"იუნაიტედის" სახელს ჟოზე მოურინიოს უკავშირებენ, მაგრამ რობსონს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალი გიგზმა უნდა შეცვალოს.

"რაიანს ნამდვილად შეუძლია იყოს "იუნაიტედის" გვარდიოლა, ამაში დარწმუნებული ვარ. დიახ, იგი მშვიდი ადამიანია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. თამაში ყოველთვის უმაღლეს დონეზე ესმოდა. ამ დონემდე მისასვლელად კი ბევრი იმუშავა.

ყველა გვარდიოლას შესახებ, მის ინტელიგენტობასა და უდიდეს საფეხბურთო გონებაზე საუბრობს. არც რაიანია სხვანაირი. მან უბრალოდ შანსი უნდა მიიღოს, რათა დაამტკიცოს, რა შეუძლია, როცა ვან გაალი წავა.

არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. გვარდიოლას დიდებული შედეგები აქვს, მაგრამ "იუნაიტედს" არ უნდა ჰქონდეს რეაქცია იმაზე, რაც "სიტიში" ხდება. "იუნაიტედს" მხოლოდ ის უნდა აღელვებდეს, რაც ვან გაალის მოსვლის დღიდან ხდება.

როგორც ვამბობდით, ვან გაალის აქ ყოფნის პერიოდში რაიანს უნდა ესწავლა, ლიცენზია მიეღო და სამუშაოსთვის მზად ყოფილიყო. ეს იქნება გადამწყვეტი.

ხალხი ამბობს, რომ რაიანს გამოცდილება არ აქვს. მაგრამ იგი უყურებდა სერ ალექს ფერგიუსონის მუშაობას 26 წლის განმავლობაში და უყურებს ვან გაალს, როგორ აკეთებს საქმეს ახლა. რაიანი "იუნაიტედის" სულია. კლუბში 13 წლის ასაკიდან იმყოფება და ყველაფერი იცის, რასაც ელიან.

მფლობელები გადაწყვეტილებას მიიღებენ და რაც შეეხება მოურინიოს, ვიცი, რომ მის შესახებ ჭორები ვრცელდება. მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელიც უკეთ გაართმევს თავს ამ სამუშაოს, ვიდრე რაიანი.

გაიხსენეთ, გვარდიოლაც გამოუცდელი მწვრთნელი იყო, სანამ "ბარსელონა" მისთვის შანსის მიცემას გადაწყვეტდა. ერთადერთი საშუალება იმისა, რომ გავიგოთ, გაართმევს თუ არა გიგზი თავს ამ სამუშაოს, მისთვის შანსის მიცემაა".


წყარო: goal.com


რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელმძღვანელობამ მომდევნო სეზონში?

დატოვოს ლუი ვან გაალი
დანიშნოს ჟოზე მოურინიო
შანსი მისცეს რაიან გიგზს

ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Ueidi
10 თებერვალი 2016 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Mec meimedeba rayanis wagebas yvelaze metad eg ganicdis da tamashic mteli gulit chartulia xolme da gamocdilebac mova tavistavad
0
№2
ავტორი: Iunaitedi
10 თებერვალი 2016 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Yvelafrisdamiuxedavad Unda Darches Vangaali.. Raari Imis Garanti Ro Jozefina Ushvelis Gunds.? Da Tu (Ar An Ver) Ushvela mere.? Isev Sxvas Moiyvanen Da Vicvalot "Naskebivit" Mwvrtnelebi.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
10 თებერვალი 2016 14:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სისულელეა პეპთან გიგზის შედარება. მერე რა რომ, ისტორიას მაგრად იცნობს გიგზი. სამაგიეროდ გუნდი არ ჰყავს მესით, ანრით და მისთანებით დაკომპლექტებული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: tupaca
10 თებერვალი 2016 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მე მინდა რო მოუ მოვიდეს გუნდში რაც შეეხება გუარდიოლას იმ ბარსათი გიგზიც მოიგებდა ყველაფერს და რაც შეეხება ბაიერნს გერმანიის ჩემპიონატს უჩა სოსიაშვილიც მოაგებინებდა :)) გიგზის დრო არ არის ჯერ წავიდეს სადმე და ვნახოთ რა შეუძლია, ეგრე ბევრი უსმენდა ფერგის და ვინ რას წარმოადგენს (ერთი ჰიუზია ცოტა ნორმალური) ყველა ვნახეთ თუნდაც ნევილის მაგალითი ავიღოთ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2016 15:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ შეიძლება გიგზს ანდონ გუნდი, გამოცდილებაც რომ ჰქონდეს ეგეც არაფერს გადაწყვეტდა. საცდელი გუნდი გახდა უკვვე
0
№6
ავტორი: gilmour
10 თებერვალი 2016 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
იდეალური ვარიანტი იყო რომ ზამთარში გაეშვათ ვან გაალი და ზაფხულამდე გამოჩნდებოდა გიგზი რისი მაქნისიცაა, მაგას გავიძახდით ყველა, მაგრამ ჯვარი დაიწერეს ვან გაალზე.
0
№7
ავტორი: CITYHUNTER
10 თებერვალი 2016 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ვინ ჯოზე მაგის დედა. კაცი დაბერდა უნითედში და რომც ჩააგდოს გუნდი ეკუთნის. პერგისონის ეპოქა გამოიარა ვანგაალის თანაშემეწე და მჯერავს მარტო მე კი არა დარწმუნებული ვარ ბევრს რომ ძალიან მაგარი პეხბურთს ათამაშებს... გი გზიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიი
0
№8
ავტორი: Lee Sharpe
10 თებერვალი 2016 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ხალხს რა მდარე წარმოდგენა აქვს გიგზზე, რამ შეგეზიზღათ რა მოასწრო იმ 4 მატჩში ეგრე კატეგორიულად რო არ გინდათ? მოიყვანეთ მოურინიო, გუარდიოლამ სადაც დაიჭირა იქ რომ იხმარა, ინტერი არ გამახსენოთ ეხლა თამაშგარეთი და ცენზურას კანკალით რო მოუგეს ბარსელონას ნახევარფინალში, კაი ჯანდაბას მოგაგებინათ ნანატრი პრემიერლიგა და დააბრუნა ზედა ეშელონის გუნდებში იუნაიტედი, 2-3 წელში რომ აურევს ყველაფერს და აახვევინებენ (გამორიცხული არაა თვითონ წავიდეს) მერე სად მიდიხართ?! გუნდს სჭირდება სტაბილურობა, მწვრთნელი ვინც იუნაიტედისთვის შეუცვლელი ფიგურა გახდება და ათეული წლები გაწვრთნის. სუ რო არაფერი არარის ჟოზე გახსნილი ფეხბურთის მოყვარული და ეგ არის მთავარი რატომაც არ შეეფერება გუნდს. მანჩესტერს ჭირდება ბრიტანელი მწვრთნელი, ფაქტია გუნდი მხოლოდ მათი მწვრთნელობის დროს აღწევდა წარმატებას, მოიესს გაიხსენებს ზოგ-ზოგიერთი, რაა მერე ქომუნითი შილდი მაინც დადო, დრო არ მისცეს ტიპს, ბევრად უკეთესი გუნდი ეყოლებოდა დღეს ვიდრე ამ მძორს. სოსიედადში რატო ვერ გაქაჩა? ვერ ამართლებენ ეს ბრიტანელები ნისლიანი ალბიონის იქით და შეეცი გინდ მცვრთნელი იყოს და გინდ ფეხბურთელი, განსაკუთრებით კი უხასიათო და ფიცხი ირლანდიელები და შოტლანდიელები. ზიდანს რა ჩემი შაშაკოლა დამსახურება ჰქონდა მწვრთნელობაში რო მიანდეს რეალი?! კასტილიას წვრთნიდა და ვაი მაგ გაწვრთნას წარმატებული ნაღდად არ იყო. უორენს ჯოისს დღესვე ააცმევინებს გიგზი სარეზერვო გუნდის მწვრთნელობის ამბიცია რომ ქონდეს, ჩემპიონშიპის გუნდები ეხვეწებოდნენ. გუარდიოლა?! როგორ დაიწყო ბრეშა ბარსა ბ და ეგრე, თუ ნაკლები ფეხბურთელი იყო გიგზი ან ნაკლები გამოცილება აქვს. შანსია ეს კაცი და დავაფასოთ. თუ გინდათ გუნდმა სტაბილურობა დაიბრუნოს, შემტევი,გახსნილი, ფეხბურთი ითამაშოს, აკადემიაზე გააკეთოს აქცენტი ამაზე კაი შანსი არ არსებობს.
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 თებერვალი 2016 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიუხედავად იმისა, რომ გიგზი ამდენი ხანია გუნდშია და მანჩესტერსაც ძალიან კარგად იცნობს ჩემი აზრით მაინც არაა მზად გიგზი იმისთვის, რომ მანჩესტერის მთავარი მწვრთნელი გახდეს. გვარდიოლა საერთოდ სხვა სიტუაციაში იყო და საერთოდ სხვა ფეხბურთელები ყავდა ასე, რომ პეპის და რაიანის შედარება ჩემი აზრით ცოტა უადგილოა.
0
№10
ავტორი: redarmy10
10 თებერვალი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ჯერ ადრეა გიგზის მწვრთნელად დანიშვნაა და მერეე ალბათ დანიშნავენ რაგაც დროს და გამოჩნდება როგორ შეუძლია გუნდის გაწვრთნაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top