თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3322,
კომენტარები: 14
რობსონი: "იუნაიტედს" ჰყავს თავისი გვარდიოლა"
ბრაიან რობსონი ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" არ სჭირდება ახალი გვარდიოლას ძებნა.
რობსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, ბრაიან რობსონს მიაჩნია, რომ რაიან გიგზი კლუბისთვის პეპ გვარდიოლა იქნება.

სანამ "ბარსელონას" პირველ გუნდს ჩაიბარებდა, გვარდიოლა 2008 წლამდე "ბარსელონა B-ს" წვრთნიდა, შემდეგ კი "კამპ ნოუზე" 4 ბრწყინვალე წელი გაატარა.

შემდეგში ესპანელი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელსაც "მანჩესტერ სიტიში" გაცვლის.

"იუნაიტედის" სახელს ჟოზე მოურინიოს უკავშირებენ, მაგრამ რობსონს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალი გიგზმა უნდა შეცვალოს.

"რაიანს ნამდვილად შეუძლია იყოს "იუნაიტედის" გვარდიოლა, ამაში დარწმუნებული ვარ. დიახ, იგი მშვიდი ადამიანია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. თამაში ყოველთვის უმაღლეს დონეზე ესმოდა. ამ დონემდე მისასვლელად კი ბევრი იმუშავა.

ყველა გვარდიოლას შესახებ, მის ინტელიგენტობასა და უდიდეს საფეხბურთო გონებაზე საუბრობს. არც რაიანია სხვანაირი. მან უბრალოდ შანსი უნდა მიიღოს, რათა დაამტკიცოს, რა შეუძლია, როცა ვან გაალი წავა.

არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. გვარდიოლას დიდებული შედეგები აქვს, მაგრამ "იუნაიტედს" არ უნდა ჰქონდეს რეაქცია იმაზე, რაც "სიტიში" ხდება. "იუნაიტედს" მხოლოდ ის უნდა აღელვებდეს, რაც ვან გაალის მოსვლის დღიდან ხდება.

როგორც ვამბობდით, ვან გაალის აქ ყოფნის პერიოდში რაიანს უნდა ესწავლა, ლიცენზია მიეღო და სამუშაოსთვის მზად ყოფილიყო. ეს იქნება გადამწყვეტი.

ხალხი ამბობს, რომ რაიანს გამოცდილება არ აქვს. მაგრამ იგი უყურებდა სერ ალექს ფერგიუსონის მუშაობას 26 წლის განმავლობაში და უყურებს ვან გაალს, როგორ აკეთებს საქმეს ახლა. რაიანი "იუნაიტედის" სულია. კლუბში 13 წლის ასაკიდან იმყოფება და ყველაფერი იცის, რასაც ელიან.

მფლობელები გადაწყვეტილებას მიიღებენ და რაც შეეხება მოურინიოს, ვიცი, რომ მის შესახებ ჭორები ვრცელდება. მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელიც უკეთ გაართმევს თავს ამ სამუშაოს, ვიდრე რაიანი.

გაიხსენეთ, გვარდიოლაც გამოუცდელი მწვრთნელი იყო, სანამ "ბარსელონა" მისთვის შანსის მიცემას გადაწყვეტდა. ერთადერთი საშუალება იმისა, რომ გავიგოთ, გაართმევს თუ არა გიგზი თავს ამ სამუშაოს, მისთვის შანსის მიცემაა".


წყარო: goal.com


რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელმძღვანელობამ მომდევნო სეზონში?

დატოვოს ლუი ვან გაალი
დანიშნოს ჟოზე მოურინიო
შანსი მისცეს რაიან გიგზს

ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: marcos
10 თებერვალი 2016 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
მეც მგონია რო გიგზს უნდა მისცცენ შანსი. არ მგონია ვან გაალზე და მოიესზე ცუდად იმუშავოს.
0
№12
ავტორი: rezimankunia
10 თებერვალი 2016 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
gigzi minda mec magrad da gaamartlebs kidevac asemgonia:))) magram iasnia ukve mourinio daitries
0
№13
ავტორი: Jorbe-Jorbe
11 თებერვალი 2016 09:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
წავიდეს სადმე სხვა გუნდში, დადოს შედეგი და აქ ყოველთვის მიიღებენ.
0
№14
ავტორი: zatara
11 თებერვალი 2016 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ციტატა: Jorbe-Jorbe
წავიდეს სადმე სხვა გუნდში, დადოს შედეგი და აქ ყოველთვის მიიღებენ.


სხვა გუნდში თუ წავიდა და შედეგი დადო მოურინიოს გაფარჩაკებული იუნაიტედი ვის რაღად უნდა მერე... მერე უნდა ეხვეწო...

მეც გიგზს ვემხრობი... ჯერ თუნდაც იმიტომ რომ მოურინიოს ვერ ვიტან... თავისი არასპორტული ტაქტიკებით და თამაშის სტილით... სადაც იყო ყველა გუნდი არაკაცული გახდა და გავარტყი ეგეთ შედეგს... მირჩევნია გუნდი ვიყოთ და გვაფასებდნენ ვიდრე რაღაცა თასი ავწიოთ და გვაგინებდნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top