თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2016, 16:30
ავტორი: ViDa,
ნანახია: 15517,
კომენტარები: 11
რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას
გვარდიოლას გადაწყვეტილებამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია პრემიერ ლიგაში, მაგრამ იგი არ არის დაუმარცხებელი.
რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას
გვარდიოლას გადაწყვეტილებამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია პრემიერ ლიგაში, მაგრამ იგი არ არის დაუმარცხებელი - ქვემოთ ნაჩვენებია თუ როგორ შეუძლია "იუნაიტედს" მისი შეჩერება.

პეპ გვარდიოლა მისი თაობის საუკეთესო მწვრთნელია და როგორც მოგეხსენებათ, იგი მანჩესტერის ლურჯ მხარეს შეუერთდა.

ესპანელმა სპეციალისტმა თავისი შესაძლებლობები მთელ ევროპას დაუმტკიცა და "მანჩესტერ სიტის" ღრმად სწამს, რომ საჭირო ადამიანი მოიყვანეს, რომელიც შეძლებს გუნდისთვის ევროპის საუკეთესო თასის მოპოვებას.

იგი, ალბათ, "ბარსელონას" საუკეთესო არქიტექტორია. გვარდიოლას სრული თავისუფლება ექნება, რათა მორიგი ხელოვნების ნიმუში შექმნას "ეტიჰადზე".

ამის მიუხედავად - გჯერათ თუ არა - იგი სრულიად არ არის დაუმარცხებელი როგორც უმეტესობას ჰგონია.

"ოლდ ტრაფორდი" ყველანაირად ეცდება იპოვოს გამოსავალი და არ მისცეს 45 წლის ესპანელს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის უფლება. "იუნაიტედი" უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ გვარდიოლა ქალაქის მეორე მხარეს დაბანაკდა.

გვარდიოლათი "წითლებიც" ინტერესდებოდნენ, მაგრამ თავად სპეციალისტმა, როგორც წყაროები იუწყებიან, რამდენიმე თვით ადრე შეატყობინა "სიტის" მისი გადაწყვეტილების შესახებ.

რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას

თუმცა, ამის მიუხედავად, "იუნაიტედის" ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ესპანელით არ ინტერესდებოდნენ. ასე იყო თუ ისე, ახლა "მანჩესტერი" მის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება.

გვარდიოლა საშიშია, დიახ.

მაგრამ დაუმარცხებელი? არა!

რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას

ჟოზე მოურინიოს "ინტერმა" შეძლო გვარდიოლას "ბარსელონას" ბარიერის დაძლევა ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში.

მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შანსი ჰქონდა დაეცვა ტიტული და გამხდარიყო პირველი გუნდი ამ საუკუნეში, რომელიც ზედიზედ შეძლებდა ამ თასის მოგებას, თუმცა, "განსაკუთრებულმა" კატალონიელთა გეგმები ჩაშალა 2010 წლის ნახევარფინალში.

სრულიად არ არის გასაკვირი, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრები მოურინიოს ითხოვენ სეზონის ბოლოს. ბოლო ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მალე "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს.

მაგრამ მაურინიო არ არის ერთადერთი, რომელმაც გვარდიოლას დაჩაგვრა შეძლო.

რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას

კარლო ანჩელოტის "რეალმა" დაამარცხა მისი "ბაიერნი" 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ალიანს არენაზე" 4-0, ხოლო საერთო ჯამში 5-0.

ასევე, იგივე საფეხურიდან მოისროლა გვარდიოლა ლუის ენრიკეს "ბარსელონამაც" ერთი წლის წინ - 5-3 საერთო ჯამში.

რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას

მუდმივი თემა ის არის, რომ მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს შეუძლიათ პეპის დამარცხება.

მთავარი მომენტი "იუნაიტედის" ისტორიაში - არის ის, რომ გუნდმა ორჯერ გაუშვა ჩემპიონთა ლიგა ხელიდან სამი მცდელობიდან - ამიტომ, გუნდმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, აქვს თუ არა მას ყველა რესურსი პეპის დასამარცხებლად.

თუ არა, მაშინ მათ აუცილებლად უნდა იპოვონ გამოსავალი და პორტუგალიელის დანიშვნა არ იქნება ურიგო დაწყება.

წყარო-manchestereveningnews
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 თებერვალი 2016 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გვარდიოლას დამარცხება ნამდვილად არ იქნება ადვილი, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. სიტი არაა ისეთი ძლიერი რა თქმა უნდა, როგორც ბარსელონა და ბაიერნია, მაგრამ გვარდიოლა რა თქმა უნდა დიდ ძალას შემატებს გუნდს. მოურინიოზე კიდე რაც დრო გადის უფრო და უფრო იმატებს ჭორი იმაზე, რომ პორტუგალიელი აუცილებლად მოვა ოლდ ტრაფორდზე და თუ მართლა მოვიდა ძალიან საინტერესო დაპირისპირებები გველის წინ winked
0
№2
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2016 17:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ საკითხავია გუარდიოლა სიტიში რამდენად გაამართლებს. გასაგებია აქვს რესრუსი და კიდევ შეუძლია ამ გუნდის გაუმჯობესება, თუმცა წიანსწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის, მიუხედავად დდი წარმატებისა მაინც ბევრი აქვს დასატმკიცებელი

მოურინიო აქ თუ მოვიდა ექნება უპირატესობაც, გამოცდილება ბევრს ნიშნავს პრემიერ ლიგაში
0
№3
ავტორი: abrama
7 თებერვალი 2016 17:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Oremier liga sul sxvaa da imedia pepi verapers izavs.
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 თებერვალი 2016 17:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
პეპი მოსვლის დღიდანვე დაიწყებს ტოპ კლასის ფეხბურთელების დამატებას. ალბათ ვინმეს ბავარიიდანაც წაიყვანს..

პირადად მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამას ოდესმე დავწერდი მაგრამ: იუნაიტედში ჟოზე უნდა მოვიდეს ! მართალია მისი სათამაშო სტილი უფრო ჩაკეტილია მაგრამ.. ერთადერთი, ვინც პეპს შეუძლია დაუპირისპირდეს, ეს სწორედ ჟოზეა.
0
№5
ავტორი: scholes
7 თებერვალი 2016 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
მირჩევნია ბანძი იყოს მანჩესტერი და თავისი თამაში ითამაშოს ვიდრე ინტერი და ჩელსი გახდეს და ყველაფერი მოიგოს. მემგონი ჩვენ მანჩესტერის კულტურას სტილს ისტორიას ვბალელშიკობთ თორე მეროცა ყურება დავუწყე იქიდან აღარცერთი ფეხბურთელი არ დარჩენილა. ჰოდა ესყველაფერი თუ შეცვალეს მაშინ გერბი დარჩება მარტო რაც მაგრად მკიდია ტო გადავალ სტოკზე ლამაზ ფუტბოლს მაინც უბერავს fellow
0
№6
ავტორი: zatara
7 თებერვალი 2016 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ჩემთვისაც მანჩესტერი მხოლოდ ჰაიმე და შედეგი შევინარჩუნოთ და 20 კაცით დაცვა არ არის...

98 წლიდან მანჩესტერს ვუყურებ და მახსოვს ამ ბოლო 2-3 წლამდე კონტრშეტევაზე როგორები იყვნენ... როგორი სწრაფები იყვნენ ვინგერები... როგორი შეტევები ქონდათ... მახსოვს როგორ თქვა ფერგიმ გუნდი არ გაჩერდება ერთ გოლზე და გაიტანს იმდენს რამდენის საშუალებაც ექნებაო...

ეხლა კიდე 11 მეკარეს უნდა ვუყურო? არ მინდა მადლობთ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№7
ავტორი: 689908
7 თებერვალი 2016 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Me 99idan mara tu shedegi iqneba iyos mou
0
№8
ავტორი: Ueidi
7 თებერვალი 2016 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Ravi gigzis mosinjva sheidzleba am bolo dros fexburtelebi sul tavisuflebasa da tavdajerebulobaze laparakoben da ar mgonia rayans eg sheeshalos
0
№9
ავტორი: AkkRed
8 თებერვალი 2016 09:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთი შეხედვით გუარდიოლას აქვს ყველაფერი იმისთვის რომ შედეგი დადოს, მაგრამ არის რამოდენიმე წვრილმანი რომელიც მთლიან ერთ დიდ სურათს გვიჩვენებს.

პირველი ის არის, რომ გუარდიოლა მშვენივრად აწყობილ გუნდებში თამაშობდა და შეეძლო აეთამაშებინა ისე როგორც მას სურდა, მაგრამ აქ უკვე სხვა სიტუაცია დახვდება. სიტი 2008დან იწყებს თამაშს, მაგრამ ვერა და ვერ მოუბა წესიერ თამაშს თავი თუნდაც ლესტერთან თამაშიდან გამომდინარე შეგვიძლია მაგის დასკვა გამოვიტანოთ. გუნდი გუნდს არ ჰგავს და ამ გუნდის აწყობაა საჭირო, ამაზე კი დრო წაუვა პეპს.

მეორე ის არის, რომ მართალია პეპი ძალიან მაგარი მწრთვნელია, მაგრამ ჟოზე უფრო გამოცდილია (პორტო,ჩელსი,ინტერი,რეალი) და ასევე ყველამ ვიცით პრემიერ ლიგა როგორი ჩემპიონატია და როგორმა მწრთნელებმა ვერ გაართვეს თავი ამ ჩემპიონატში, ასე რომ მეგობრებო ყველაფერს ნუ გადავაწერთ პეპს, მისი დამარცხება ინგლისში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ესპანეთში და გერმანიაში.
0
№10
ავტორი: Rooni
8 თებერვალი 2016 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
mous mosvla minda kai mwvrtnelia da gamogvadgeba erti isarmomwons avtobuss roamsgavsebs gunds magram amshemtxvevashi manches istoriis da jilkis imedimaq yoveltvis shemtev fexburts vtamashobdit bolo samwels arvgulisxmob aserom tumova gamixardeba da tu mere amanac argaamartla mere giggsi minda mwvrtnelad mag kacis magrad mjera
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top