თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2016, 16:30
ავტორი: ViDa,
ნანახია: 15533,
კომენტარები: 11
რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას
გვარდიოლას გადაწყვეტილებამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია პრემიერ ლიგაში, მაგრამ იგი არ არის დაუმარცხებელი.
რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას
გვარდიოლას გადაწყვეტილებამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია პრემიერ ლიგაში, მაგრამ იგი არ არის დაუმარცხებელი - ქვემოთ ნაჩვენებია თუ როგორ შეუძლია "იუნაიტედს" მისი შეჩერება.

პეპ გვარდიოლა მისი თაობის საუკეთესო მწვრთნელია და როგორც მოგეხსენებათ, იგი მანჩესტერის ლურჯ მხარეს შეუერთდა.

ესპანელმა სპეციალისტმა თავისი შესაძლებლობები მთელ ევროპას დაუმტკიცა და "მანჩესტერ სიტის" ღრმად სწამს, რომ საჭირო ადამიანი მოიყვანეს, რომელიც შეძლებს გუნდისთვის ევროპის საუკეთესო თასის მოპოვებას.

იგი, ალბათ, "ბარსელონას" საუკეთესო არქიტექტორია. გვარდიოლას სრული თავისუფლება ექნება, რათა მორიგი ხელოვნების ნიმუში შექმნას "ეტიჰადზე".

ამის მიუხედავად - გჯერათ თუ არა - იგი სრულიად არ არის დაუმარცხებელი როგორც უმეტესობას ჰგონია.

"ოლდ ტრაფორდი" ყველანაირად ეცდება იპოვოს გამოსავალი და არ მისცეს 45 წლის ესპანელს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის უფლება. "იუნაიტედი" უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ გვარდიოლა ქალაქის მეორე მხარეს დაბანაკდა.

გვარდიოლათი "წითლებიც" ინტერესდებოდნენ, მაგრამ თავად სპეციალისტმა, როგორც წყაროები იუწყებიან, რამდენიმე თვით ადრე შეატყობინა "სიტის" მისი გადაწყვეტილების შესახებ.

რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას

თუმცა, ამის მიუხედავად, "იუნაიტედის" ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ესპანელით არ ინტერესდებოდნენ. ასე იყო თუ ისე, ახლა "მანჩესტერი" მის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება.

გვარდიოლა საშიშია, დიახ.

მაგრამ დაუმარცხებელი? არა!

რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას

ჟოზე მოურინიოს "ინტერმა" შეძლო გვარდიოლას "ბარსელონას" ბარიერის დაძლევა ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში.

მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შანსი ჰქონდა დაეცვა ტიტული და გამხდარიყო პირველი გუნდი ამ საუკუნეში, რომელიც ზედიზედ შეძლებდა ამ თასის მოგებას, თუმცა, "განსაკუთრებულმა" კატალონიელთა გეგმები ჩაშალა 2010 წლის ნახევარფინალში.

სრულიად არ არის გასაკვირი, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრები მოურინიოს ითხოვენ სეზონის ბოლოს. ბოლო ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მალე "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს.

მაგრამ მაურინიო არ არის ერთადერთი, რომელმაც გვარდიოლას დაჩაგვრა შეძლო.

რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას

კარლო ანჩელოტის "რეალმა" დაამარცხა მისი "ბაიერნი" 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ალიანს არენაზე" 4-0, ხოლო საერთო ჯამში 5-0.

ასევე, იგივე საფეხურიდან მოისროლა გვარდიოლა ლუის ენრიკეს "ბარსელონამაც" ერთი წლის წინ - 5-3 საერთო ჯამში.

რას დაუპირისპირებს მოურინიო გვარდიოლას

მუდმივი თემა ის არის, რომ მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს შეუძლიათ პეპის დამარცხება.

მთავარი მომენტი "იუნაიტედის" ისტორიაში - არის ის, რომ გუნდმა ორჯერ გაუშვა ჩემპიონთა ლიგა ხელიდან სამი მცდელობიდან - ამიტომ, გუნდმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, აქვს თუ არა მას ყველა რესურსი პეპის დასამარცხებლად.

თუ არა, მაშინ მათ აუცილებლად უნდა იპოვონ გამოსავალი და პორტუგალიელის დანიშვნა არ იქნება ურიგო დაწყება.

წყარო-manchestereveningnews
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Memphis_Depay
17 მარტი 2016 16:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
გვარდიოლა არაა უდიდესი მწვრთნელი ... ბარსელონა რომელიც მან ჩაიბარა ინერციით წავიდა კარგად ... ეგ იგივეა სერ ალექსს რომ 11-ვე პოზიციაზე მზა გუნდი დაეტოვებინა სიტყვაზე გიგზისთვის ... ინერციით მაინც წავიდოდა გუნდი მწვერვალისკენ ... გვარდიოლამ ბაიერნში რაც ქნა,მაგას ნებისმიერი იზამდა ჩემი აზრით ... და საერთოდაც სერ ალექსის შემდეგ საუკეთესო მწვრთნელად,ანჩელოტი და კლოპი მიმაჩნია.თუმცა პოჩეტინო,ბლანი ან მოურინიოც არ იქნებოდა ურიგო ... მოურინიო კი საერთოდ ისაა ვინც ჩვენ გვჭირდება და ჩვენ ვჭირდებით ჟოზეს ... მან იცის გუნდის შენება,თუმცა არ იცის ერთ ადგილზე გაჩერება... როცა გუნდს ააშენებს და წავა ... გიგზი უკვე მზად იქნება მარტო გაუძღვეს იუნაიტედს და ყველაფერი კარგად იქნება (ოპტიმისტი მე)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top