თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2016, 20:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4557,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-24 ტური
თარიღი: სამშაბათი, 2 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, როხო, ჯონსი, შვაინშტაიგერი, იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, McNair, Smalling, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Depay, Martial, Rooney.
ოთხი მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა მაიკლ კერიკი და სასტარტო შემადგენლობაში თამაშიც შეუძლია. მისი კოლეგა ბასტიან შვაინშტაიგერი კი კიდევ ერთ თვეს გამოტოვებს, რადგან მუხლის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩანდა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


ტრავმირებულები: შოუქროსი, უილსონი, ადამი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არნაუტოვიჩი
განაცხადი: Butland, Haugaard, Bardsley, Johnson, Pieters, Teixeira, Wollscheid, Afellay, Moha, Shenton, Sidwell, Van Ginkel, Whelan, Arnautovic, Bojan, Crouch, Diouf, Joselu, Odemwingie, Walters.

"სტოკის" კაპიტანმა რაიან შოუქროსმა ზურგის ტრავმა მოირჩინა, მაგრამ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშს ჯერ ვერ შეძლებს. დაცვაში მისი კოლეგა მარკ უილსონი სამ თვეს ვერ შეძლებს თამაშს, რადგანაც მუხლი დაიზიანა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 37 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-ფ-მ-ფ-მ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო 7 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო – 2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.

ლუი ვან გაალის გუნდმა საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 მატჩის პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ლიდერები არიან "მშრალი" მატჩების რაოდენობით – 11.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში მხოლოდ 28 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე დაბალი შედეგია 1989/90 წლების სეზონის შემდეგ (27).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო სტადიონზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩებში მხოლოდ 35 დარტყმა განახორციელა კარში, რაც "სანდერლენდთან" ერთად ლიგის ყველაზე დაბალი შედეგია. "სტოკ სიტის" იგივე მაჩვენებელი გასვლით მატჩებში 40–ს უდრის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


მე-9 ადგილი, 33 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-მ-ფ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 13 გოლი (6 ლიგაში).

რუნიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ამჟამად უეინს "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში 98 გოლი აქვს გატანილი.

უეინ რუნის "სტოკ სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 2 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


წამყვანი ბომბარდირი: არნაუტოვიჩი – 7 გოლი.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე ჯამში 103-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 42-ჯერ იმარჯვა, "სტოკმა" 27-ჯერ, ხოლო 33 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"სტოკ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო – 1 მოგება, 2 ფრე, 12 წაგება

1984 წლის შემდეგ ეს "სტოკ სიტის" პირველი გამარჯვება იყო "იუნაიტედზე" პრემიერ ლიგაში.

პრემიერ ლიგაში "მეთუნუქეები" ვერასდროს ახერხებდნენ "იუნაიტედის" წინააღმდეგ კარის "მშრალად" შენახვას, მაგრამ მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩში შეძლეს, როცა 2-0 იმარჯვეს.

"ოლდ ტრაფორდზე" "მეთუნუქეების" უკანასკნელი გამარჯვება 1976 წლის 21 აპრილით თარიღდება. მაშინ ალან ბლურის გოლმა სტუმრებს 0:1 გამარჯვება მოაპოვებინა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში 11-ჯერ ჰყავს დამარცხებული "სტოკ სიტი". მხოლოდ "ჩელსის" აქვს "მეთუნუქეების" წინააღმდეგ მოპოვებული იგივე რაოდენობის გამარჯვება.

"სტოკ სიტი" "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მასშტაბით გამართულ შვიდივე შეხვედრაში დამარცხდა.

"წითელ ეშმაკებს" პრემიერ ლიგაში "სტოკ სიტის" კარში 32 გოლი აქვს გატანილი. მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს.

მარკ ჰიუზი "სტოკის" მწვრთნელის რანგში თავის მე-100 მატჩს ჩაატარებს - 37 მოგება, 26 ფრე, 36 წაგება.

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 37 მოგება, "სტოკი" - 22 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 10 მოგება, "სტოკი" - 2 მოგება, ფრე - 2.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 24 მოგება, "სტოკი" - 5 მოგება, ფრე - 13.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 7 მოგება, "სტოკი" - 0 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-2 "სტოკ სიტი"

თარიღი: 2 დეკემბერი, სამშაბათი, 2014
სწრებადობა: 75 388
მსაჯი: ლი მეისონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ფელაინი 21', მატა 59'
გოლი "სტოკის" რიგებში: ნ'ზონზი 39'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)[/center

[center]მსაჯთა ბრიგადა


მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
გვერდითი მსაჯები: დ. კენი, მ. მაკდონი
სათადარიგო მსაჯი: ა. მედლი
მატჩის წინ
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 თებერვალი 2016 20:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აღარ არის სტოკი ისეთ ფორმაში, როგორშიც იყო. ლესტერი ამ სეზონში ბევრი რამით მაოცებს, მაგრამ სტოკს თუ 3 გოლს გაუტანდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა თამაშს რომ ვუყურე, აღარ გამიკვირდა. გუნდს პრობლემები აქვს დაცვაში და თავდასხმაში, ამის ფონზე კი ქულების დაკარგვა არ შეიძლება. ჩემპიონობა ვისღა ახსოვს, მაგრამ ოთხეული მაინც გვინდა, ასე რომ, ჯერ ყველაფერია წინ.

ვნახოთ, როგორ ითამაშებენ სათასო მატჩის მერე. აქ იგივე გუნდი არ შეხვდებათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: abrama
1 თებერვალი 2016 21:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Mgonia rom faviwyebt mogebebs zedizedac auwyobt, vnaxot iqneb shecvalos luim rame da shegviyvanos sameulshi da mere zapxulshi dagvtovos tavaweulna da tavis pexit,
Ragacnairad madlobasac ki gadavuxdi
0
№3
ავტორი: zurazura
1 თებერვალი 2016 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
Depay daayenos ziritadshi
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 თებერვალი 2016 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სულ ესე მგონია, რომ აი ეხლა დავიწყებთ მოგებების სერიას ან ეხლათქო, მაგრამ აღარ მჯერა უკვე. რამდენჯერაც მეგონა იმდენჯერ წააგეს. ძალიან არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გუნდი ვართ და ესაა სწორედ მიზეზი იმისა, რომ მეხუთე ადგილზე ვართ.
ადვილი თამაში, რომ აღარ არსებობს ჩვენთვის ეს უკვე ყველამ იცის და არც ხვალინდელი თამაში იქნება გამონაკლისი. მგონია, რომ კონტრ-შეტევებზე ააწყობს გუნდის თამაშს ჰიუზი და საკმაოდ სახიფათოებიც იქნებიან. ასეა თუ ისეა მოსაგები თამაშია, თუმცა აქამდეც ბევრი ყოფილა მოსაგები თამაშები, მაგრამ... areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 თებერვალი 2016 22:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
2-0 წაგების შემდეგ რა გაანალიზა ბატონმა ლუიმ, ნამდვილად საინტერესოა.
0
№6
ავტორი: Wardell
1 თებერვალი 2016 23:03
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კონტრ-შეტევების მეშინია სასწაულად, შაქირი, პატენტი ზლატანი და ბოიანი ძალიან სწრაფები არიან :( იმედი მაქვს მალევე გავუტანთ და მერე გავუგორებთ ბურთს.
0
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
1 თებერვალი 2016 23:07
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გვრადიოლა ოფიციალურად სიტის მწვრთნელი გახდა. როგორ მაინტერსებს ვინ მოყავთ რა
0
№8
ავტორი: GeorgeBest
1 თებერვალი 2016 23:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფორმა აკრიფა სტოკმა მარა ბოლო თამაშებში არ ველოდი ესეთ მარცხს, ლესტერმა მაგრად შეუსრულა

გასვლაზე დიდად არ ბწყინავენ და ვნახოთ, თუ ფორმაზე მიდგა საქმე ჩვენ სხვაზე არ გვაქვს სალაპაკო ისე, თუმცა მოგების იმედი მაქვს, წინა თამაშის მსგავსად ერტი ორი პასი გააკეთონ მაინც გულს გაუხარდება
0
№9
ავტორი: Mufc7
2 თებერვალი 2016 10:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: chudikone
2 თებერვალი 2016 10:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Wardell,
მაგ ბურთის გორაობის გამო გვარჭობენ ხოლმე ბოლო წუთებზე

Wardell,
მაგ ბურთის გორაობის გამო გვარჭობენ ხოლმე ბოლო წუთებზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top