თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2016, 20:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4557,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-24 ტური
თარიღი: სამშაბათი, 2 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, როხო, ჯონსი, შვაინშტაიგერი, იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, McNair, Smalling, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Depay, Martial, Rooney.
ოთხი მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა მაიკლ კერიკი და სასტარტო შემადგენლობაში თამაშიც შეუძლია. მისი კოლეგა ბასტიან შვაინშტაიგერი კი კიდევ ერთ თვეს გამოტოვებს, რადგან მუხლის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩანდა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


ტრავმირებულები: შოუქროსი, უილსონი, ადამი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არნაუტოვიჩი
განაცხადი: Butland, Haugaard, Bardsley, Johnson, Pieters, Teixeira, Wollscheid, Afellay, Moha, Shenton, Sidwell, Van Ginkel, Whelan, Arnautovic, Bojan, Crouch, Diouf, Joselu, Odemwingie, Walters.

"სტოკის" კაპიტანმა რაიან შოუქროსმა ზურგის ტრავმა მოირჩინა, მაგრამ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშს ჯერ ვერ შეძლებს. დაცვაში მისი კოლეგა მარკ უილსონი სამ თვეს ვერ შეძლებს თამაშს, რადგანაც მუხლი დაიზიანა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 37 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-ფ-მ-ფ-მ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო 7 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო – 2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.

ლუი ვან გაალის გუნდმა საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 მატჩის პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ლიდერები არიან "მშრალი" მატჩების რაოდენობით – 11.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში მხოლოდ 28 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე დაბალი შედეგია 1989/90 წლების სეზონის შემდეგ (27).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო სტადიონზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩებში მხოლოდ 35 დარტყმა განახორციელა კარში, რაც "სანდერლენდთან" ერთად ლიგის ყველაზე დაბალი შედეგია. "სტოკ სიტის" იგივე მაჩვენებელი გასვლით მატჩებში 40–ს უდრის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


მე-9 ადგილი, 33 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-მ-ფ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 13 გოლი (6 ლიგაში).

რუნიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ამჟამად უეინს "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში 98 გოლი აქვს გატანილი.

უეინ რუნის "სტოკ სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 2 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


წამყვანი ბომბარდირი: არნაუტოვიჩი – 7 გოლი.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე ჯამში 103-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 42-ჯერ იმარჯვა, "სტოკმა" 27-ჯერ, ხოლო 33 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"სტოკ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო – 1 მოგება, 2 ფრე, 12 წაგება

1984 წლის შემდეგ ეს "სტოკ სიტის" პირველი გამარჯვება იყო "იუნაიტედზე" პრემიერ ლიგაში.

პრემიერ ლიგაში "მეთუნუქეები" ვერასდროს ახერხებდნენ "იუნაიტედის" წინააღმდეგ კარის "მშრალად" შენახვას, მაგრამ მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩში შეძლეს, როცა 2-0 იმარჯვეს.

"ოლდ ტრაფორდზე" "მეთუნუქეების" უკანასკნელი გამარჯვება 1976 წლის 21 აპრილით თარიღდება. მაშინ ალან ბლურის გოლმა სტუმრებს 0:1 გამარჯვება მოაპოვებინა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში 11-ჯერ ჰყავს დამარცხებული "სტოკ სიტი". მხოლოდ "ჩელსის" აქვს "მეთუნუქეების" წინააღმდეგ მოპოვებული იგივე რაოდენობის გამარჯვება.

"სტოკ სიტი" "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მასშტაბით გამართულ შვიდივე შეხვედრაში დამარცხდა.

"წითელ ეშმაკებს" პრემიერ ლიგაში "სტოკ სიტის" კარში 32 გოლი აქვს გატანილი. მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს.

მარკ ჰიუზი "სტოკის" მწვრთნელის რანგში თავის მე-100 მატჩს ჩაატარებს - 37 მოგება, 26 ფრე, 36 წაგება.

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 37 მოგება, "სტოკი" - 22 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 10 მოგება, "სტოკი" - 2 მოგება, ფრე - 2.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 24 მოგება, "სტოკი" - 5 მოგება, ფრე - 13.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 7 მოგება, "სტოკი" - 0 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-2 "სტოკ სიტი"

თარიღი: 2 დეკემბერი, სამშაბათი, 2014
სწრებადობა: 75 388
მსაჯი: ლი მეისონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ფელაინი 21', მატა 59'
გოლი "სტოკის" რიგებში: ნ'ზონზი 39'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (პრევიუ)[/center

[center]მსაჯთა ბრიგადა


მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
გვერდითი მსაჯები: დ. კენი, მ. მაკდონი
სათადარიგო მსაჯი: ა. მედლი
მატჩის წინ
12 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
2 თებერვალი 2016 16:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არნაუტოვიჩი შეიძლება არ იყოს და ვარელას ნაკლები საქმე ექნება, მაგრამ მარცხენა ფლანგზე შაქირი რას უზამს ბორთვიქს ეგ უკვე სხვა თემაა. პირველ წრეში ძალიან კარგი და შეკრული გუნდის ტიპაჟს ტოვებდნენ, მაგრამ მეორე წრეში გუნდი დაიშალა თითქოს და ამით შეგვიძლია ვისარგებლოდ. პირველ ტაიმში თუ მოვუგეთ მერე აღარ მგონია გაგვიჭირდეს ადვილად დავეუფლებით ბურთს და ვათამაშებთ მათ საჯარიმოშივე.
0
№12
ავტორი: giorgi_gio100
2 თებერვალი 2016 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Didi angarishit mogebas veli me piradad ..imedia moigeben ..warmatebebi **
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top